1. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს და მისგან დამზადებული ნაკეთობების წარმოების საამქროების ერთსართულიანი შენობები და სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს შუქ-აერაციული ფარნებით, რომლებიც უნდა განლაგდეს ღუმელების ზემოთ. დაუშვებელია ერთ სათავსში რამდენიმე ღუმელის მრავალრიგოვანი განლაგება.
2. დამტვერიანების (პნევმოსადენების მოწყობილობა) და ხმაურის შემცირების მიზნით ყველა შესაძლო შემთხვევაში საჭიროა ბოვის ღუმელებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს სააბაზანო ღუმელებს.
3. ცალკე სათავსებში უნდა იყოს გამოყოფილი ყველა სახის სამსხვრევ–სახარისხებელი მოწყობილობა, იზოლირებული უნდა იყოს ტექნოლოგიური პროცესები ფენოლური შემკვრელების გამოყენებით, აგრეთვე მიმოცვლითი აქტივირებული ფუძეშრის მომზადება.
4. კომპონენტების დოზირების, ღუმელებში კაზმის და ბაზალტის ნაფხვენების ჩატვირთვის, “ხალიჩის” მოხსნისა და ჭრის პროცესები, მიმოცვლითი აქტივირებული ფუძეშრის ნარჩენების და საგებების მოხსნა, გამოწვის ღუმელებიდან საგებების (ხელოვნური მინერალური ბოჭკოთი) ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, მუყაოს და ფილების მოხსნა და შეფუთვა, ნაკეთობების ტრანსპორტირება უნდა იყოს მექანიზებული.
5. მტვრის გამომყოფი, ასევე სითბოს გამომსხივებელი მოწყობილობები უნდა იყოს დახურული (ღუმელები, ბოჭკოს გასაბერი, დასალექი, გაზრდის, პოლიმერიზაციის კამერები). ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია გათვალისწინებული უნდა იყოს: სამსხვრევ-სახარისხებელი მოწყობილობებიდან, ღუმელების ჩატვირთვის ადგილებიდან, ბოჭკოს დალექვის და გაზრდის, შრობის, პოლიმერიზაციის და გაცივების კამერებიდან მასალების გამოსვლის ადგილებზე, ხელოვნური მინერალური ბოჭკოს ართმევის, ჭრის უბნებზე. მიმოცვლითი აქტივირებული ფუძეშრისაგან კასეტების და მოდულების გაწმენდის, ხელოვნური მინერალური ბოჭკოს შეფუთვის ადგილებზე.
6. სადნობი ღუმელების, გაბერვის კამერების, საშრობი და გამოწვის ღუმელების სამუშაო ზონაში აუცილებელია ჰაეროვანი შხაპის ორგანიზება (დანართი 2).
7. საგებების გასახსნელი მაგიდები აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვებით გადამეტბერვის პრინციპის მიხედვით. სამუშაო ადგილის მხარეს მაგიდის გასწვრივ საჭიროა განლაგდეს მომდენი მილყელები, ხოლო საწინააღმდეგო მხარეს–გამწოვი მოწყობილობები.
8. საგებების დამზადების უბნებზე მომდენი ჰაერი საჭიროა მიეწოდოს ზედა ზონაში, ხოლო გაიწოვოს ქვედა ზონიდან.
9. მოწყობილობების ზედაპირების აწმენდა შეკუმშული ჰაერით აკრძალულია