1. ფხვიერი მასალების საწყობები, სამსხვრევ-სატრანსპორტო განყოფილება, ფლოტაციის, ფლოტორეაგენტების ხსნარების მოსამზადებელი და შესანახი განყოფილებები, შესქელების, ფილტრაციის, სორბციის, რეგენერაციის, საშრობი და გამოსაწვავი განყოფილებები, გამდიდრების მშრალი პროცესები უნდა განთავსდეს იზოლირებულ სათავსებში.
2. ტექნოლოგიური პროცესების მართვის სათავსებში მოწყობილი უნდა იყოს ავტომატური საინფორმაციო სისტემა ყველა სავენტილაციო და ჰიდროგაუმტვერიანების სისტემის მუშაობის შესახებ.
3. სათავსებში, სადაც განლაგებულია მოწყობილობები წყლის დიდი ღია ზედაპირებით (საფლოტაციო მანქანები, კლასიფიკატორები, შესქელების როფები და სხვ.), გათვალისწინებული უნდა იქნეს მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს კონდენსატის ორგანიზებულ ჩადენას.
4. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგია უნდა ითვალისწინებდეს:
ა) წარმოების უწყვეტობას და თანმიმდევრობას;
ბ) ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობის და მოწყობილობების დისტანციურ კონტროლს;
გ) საწარმოო პროცესების მექანიზაციას და ავტომატიზაციას, ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლს;
დ) ნედლეულის შერევის ტრაქტების სიგრძის, გადატვირთვის ადგილების რაოდენობის და ფხვიერი მასალების ვარდნის სიმაღლის შემცირებას;
ე) მოწყობილობების განლაგების ოპტიმალურ სიმჭიდროვეს, რომელიც უზრუნველყოფს მათი თავისუფალი მომსახურების შესაძლებლობას;
ვ) მშრალნივთიერებებიანი პროცესების შეცვლას პულპიანი ოპერაციებით;
ზ) იმ პროცესების და მოწყობილობების იზოლაციას და ჰერმეტიზაციას, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოო სათავსების საჰაერო გარემოში მტვრის და აირადი პროდუქტების წარმოქმნასთან და გამოყოფასთან;
თ) ნაკლებტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შემცველი ფლოტორეაგენტების გამოყენებას.
5. ფლოტაციის ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზაციისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს:
ა) ფლოტაციური მანქანების ღია ზედაპირების მაქსიმალური შემცირება;
ბ) ტოქსიკური და მედეგი ფლოტორეაგენტების შეცვლა ნაკლებ ტოქსიკურით და სწრაფად შლადით;
გ) ფლოტომანქანის ღარის ნაპირებიდან ქაფის და პულპის გადასხმის, ფლოტორეაგენტების ხსნარების გადმოღვრის თავიდან აცილება;
დ) რეაგენტების განყოფილების ტუმბოების ავტომატური ჩართვა, ხსნარების როფების და სახარჯი ავზების მექანიზებული გასუფთავება.
6. მტვერწარმოქმნისაგან დასაცავად გალერეების შესასვლელში და გასასვლელში საჭიროა მოეწყოს რაბები და რეზინის წამკვეთები.
7. სამსხვრეველები, სამთო მასის და შუალედური პროდუქტების მისაწოდებელი ტრანსპორტიორის ლენტები, მათი მოწყობილობებში (მკვებავები, საშრობი აგრეგატები, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური სეპარატორები, ფლოტომანქანის ქაფმიმღები ღარები, ჭურჭელი რეაგენტების ხსნარებით და სხვ.) გადაყრის და ჩატვირთვის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ასპირაციული, ან ჰიდროგაუმტვერულების სისტემებით, რომელთა მუშაობა უნდა იყოს ბლოკირებული საწარმოო მოწყობილობებთან.
8. რეაგენტების მომზადების და გამოყენების უბნებზე, რეაგენტების ტარის გახსნის და დაცლის კამერებიდან (ადგილებიდან) და რეაგენტების მკვებავებიდან, რეაქტორებიდან, როფებიდან, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
9. დეზინტეგრატორებში სამთო მასის და წყლის მიწოდება და დოზირება უნდა იყოს მექანიზებული და ხორციელდებოდეს დახურულ კომუნიკაციებში, ავტომატური ჰერმეტული დოზატორების დახმარებით.
10. კონცენტრატების გაშრობის და გრანულაციის პროცესები, მათი დატვირთვაზე მიწოდების, ანტიშემტკეპნავებით დამუშავების პროცესების მართვა, ასევე სავენტილაციო და მტვერაირსაწმენდი სისტემების მართვა უნდა წარმოებდეს საოპერატოროში განლაგებული პულტებით. საშრობი აგრეგატების მომსახურების ადგილებში უნდა მოეწყოს ჰაეროვანი შხაპის დანადგარები მიწოდებული ჰაერის ტემპერატურის ავტომატური რეგულირებით (დანართი 2).
11. საშრობი აგრეგატებისათვის მყარი საწვავის გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს ნახშირის ბუნკერებიდან აირების მოხვედრა სამუშაო სათავსებში. თანაბარი მიწოდებისათვის სადინარები აღჭურვილი უნდა იყოს ნახშირის ჩაკიდების თავიდან ასაცილებელი მოწყობილობებით, რომელიც უნდა იყოს მექანიზებული.
12. საცეცხლიდან შლამის და ნაცრის მოცილება უნდა წარმოებდეს დახურულ კომუნიკაციებში, ჰიდრავლიკური ან პნევმატური მეთოდით (დანადგარის ნებისმიერი წარმადობისას).
13. საწარმოო სათავსის საჰაერო გარემოში მტვრის და საცეცხლის აირების მოხვედრის ასაცილებლად, საშრობი აგრეგატების აეროდინამიკური მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდეს საშრობი აგრეგატების ღრუების გაუხშოებას, სამუშაო ღიობებიდან და სიმჭიდროებებიდან ჰაერის შეწოვას არანაკლებ 1მ/წმ სიჩქარით. წევასაბერი მოწყობილობების მუშაობა და აირის ღუმელში მიწოდების სისტემები უნდა იყოს ბლოკირებული.
14. საშრობი აგრეგატებიდან მშრალი კონცენტრატის გადმოტვირთვა და მიწოდება მზა პროდუქციის საწყობებში ან მშრალ გამდიდრებაზე უნდა ხორციელდებოდეს ასპირირების კომუნიკაციური სისტემებით, ან დახურული ტრანსპორტით.
15. სადინარებით ფხვიერი მასალების გადატვირთვის ყველა ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დასაშვები დახრილობა, გამოყენებულ იქნეს მასალის მოძრაობის სიჩქარის შემამცირებლები. მასალის ვარდნის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 0,5მ-ს.
16. ონცენტრატების და ნარჩენების ფილტრაციისათვის საჭიროა დახურული ტიპის მოწყობილობების გამოყენება.
17. განყოფილებებში, სადაც შესაძლებელია მომუშავეთა კონტაქტი ფლოტორეაგენტებთან, მოწყობილი უნდა იყოს ხელსაბანი ცხელი და ცივი წყლის მიწოდებით. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწყობილობა კანზე მოხვედრილი ნივთიერებების სწრაფად მოსაშორებლად წყლის ჭავლით ჩამორეცხვის გზით.
18. მასალების გაცრა და კაზმვა უნდა იყოს მექანიზებული და ხორციელდებოდეს ასპირაციულსაფარიან მოწყობილობებში, რომლებიც განთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
19. მასალის ტარაში მოთავსება უნდა წარმოებდეს ავტომატურ დოზატორებიანი ტარაში მოსათავსებელი, ან შესაფუთი მანქანებით, ტარის ასპირაციულ საფარში განლაგებისას მასალის ტარის ძირზე ვარდნის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მ-ს. ფხვნილისებრი მასალების უშუალოდ ტარაში შეკუმშული ჰაერის დახმარებით მიწოდება აკრძალულია.
20. სამსხვრევ-სახარისხებელი მოწყობილობების მომსახურების ბაქნებს უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური მოწყობილობებიდან იზოლირებული საკუთარი მზიდი კონსტრუქციები. მათი საძირკვლები უნდა იყოს განცალკევებული
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მოთხოვნები საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოების შენობების, ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორისადმი
- მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და სათავსებისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესების, მოწყობილობების და ნედლეულისადმი
- მუხლი 5. ბუნებრივი მასალების ღია წესით მოპოვება
- მუხლი 6. ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 8, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-8/