1. საშენი მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოები უპირატესად უნდა განთავსდეს ერთ ან მრავალსართულიან შენობებში, რომელთა გაბარიტები და ფართობი უზრუნველყოფდეს ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობას და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობების შექმნას.
2. ერთ საწარმოო შენობაში რამდენიმე უბნის განლაგებისას, რომლებიც განსხვავდებიან მავნე ფაქტორის ზემოქმედების ხარისხით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ამ ფაქტორების ერთი უბნიდან მეორეზე გავრცელებას.
3. სათავსების დაგეგმარება უნდა ითვალისწინებდეს ისეთი ტექნოლოგიური უბნების და საამქროების გამიჯვნას, სადაც გამოიყენება ან/და გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები და მოქმედებს სხვადასხვა მავნე ფაქტორები (მტვერი, ხმაური, ზოგადი ვიბრაცია, ჭარბი სითბო, ტენიანობა და სხვ.).
4. ცოკოლის სართულებზე და სარდაფებში დასაშვებია ნედლეულის, მზა პროდუქციის და წარმოების ნარჩენების გადასაზიდი კონვეიერების განთავსება შრომის ჰიგიენური პირობებისა და სამუშაო რეჟიმის დაცვის სრული უზრუნველყოფის შემთხვევაში.
5. ადმინისტრაციული სათავსები იზოლირებული უნდა იყოს საწარმო საამქროებიდან და დაცული მავნეობათა შეღწევისაგან.
6. ტექნოლოგიური პროცესების მართვის პულტები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცილებული ხმაურის, ვიბრაციის და მავნე გამონაყოფების წყაროებიდან, ამასთან ერთად, უზრუნველყოფდეს საკონტროლო ობიექტის კარგ ხილვადობას, ბგერის იზოლაციას, ოპტიმალურ მიკროკლიმატს (ტემპერატურა 22-24ºC, შეფარდებითი ტენიანობა 40-60%, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე არა უმეტეს 0,1 მ/წმ) და შეესაბამებოდეს სათანადო ერგონომიულ მოთხოვნებს.
7. საშრობ დოლებში ჰაერის მიმწოდებელი და ამწოვი ვენტილატორები, ღუმელები და სხვ. უნდა განლაგდეს ცალ-ცალკე ბგერის მაიზოლირებელ სათავსებში ან კამერებში.
8. მსუბუქი ტიპის შენობებში და ღია მოედნებზე დაიშვება გამოწვის ღუმელების, მბრუნავი წისქვილების, მაცივრების, აგლომერაციული მანქანების, პერლიტის, ვერმიკულიტის, აგლოპორიტის, შუნგიზიტის და სხვა ფოროვანი შემვსებების წარმოების დანადგარების, სამსხვრევ-სახარისხებელი მასალების გადასამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზის, სამსხვრევი მანქანების, ქვის სახერხი, საღარავი და სახეხი ჩარხების განლაგება დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში.
9. ღია მოედნებზე განლაგებულ საწარმოებს (თიხის სამსხვრევ-სახარისხებელი დამუშავება, ბეტონის შემვსებების წარმოება, ბუნებრივი ქვის მოსაპირკეთებელი ფილების ხერხვა, ღარვა და ხეხვა, ასაწყობი რკინაბეტონის ქარხნის პოლიგონები, ყველა სახის არამადნეული წიაღისეულის კარიერები, მერქნის დასახარისხებელი და პირველადი დამუშავების მოედნები) უნდა ჰქონდეს სათავსი მომუშავეთა დასასვენებლად და არახელსაყრელი მეტეოპირობების (მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ნალექები) ზემოქმედებისაგან დასაცავად.
10. დახურულ სასაწყობე სათავსებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანებით „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” დადგენილი მიკროკლიმატური პირობები.
11. ყველა საწარმოო სათავსის კედლებს, ჭერს, იატაკს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი და რეგულარულად იწმინდებოდეს.
12. საწარმოო სათავსების იატაკი უნდა იყოს სწორი, გამძლე, ჰქონდეს დახრა საკანალიზაციო ტრაპისაკენ, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, ან სათავსოს სველი წესით დალაგებისას წარმოქმნილი სითხის ჩასადენად.
13. საწარმოო და დამხმარე შენობების ყველა სათავსი უნდა იყოს სუფთა. ნაგავი და საწარმოო ნარჩენები უნდა შეგროვდეს დახურულ ნაგავშემკრებში და რეგულარულად გაიტანებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 3. მოთხოვნები საწარმოო შენობებისა და სათავსებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. მოთხოვნები საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოების შენობების, ნაგებობების განთავსებისა და ტერიტორისადმი
- მუხლი 4. მოთხოვნები საწარმოო პროცესების, მოწყობილობების და ნედლეულისადმი
- მუხლი 5. ბუნებრივი მასალების ღია წესით მოპოვება
- მუხლი 6. ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოები
- მუხლი 7. შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
- მუხლი 8. მამდიდრებელი და სამსხვრევ–სახარისხებელი პროცესები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 3, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-3/