1. ეს სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სანიტარიული კოდექსის“ საფუძველზე.
2. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები (შემდეგ – სანიტარიული წესები) ადგენს სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს საშენ მასალათა მრეწველობის (არამადნეული საშენი მასალების, ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი ფოროვანი შემვსებების, შემკვრელი საშენი და სახურავის მასალების, ბეტონის, რკინაბეტონის, ხე-ტყის, პოლიმერების და სხვ.) საწარმოებისადმი.
3. ეს სანიტარიული წესები ასევე ვრცელდება სამრეწველო საწარმოების ტერიტორიაზე განლაგებული საშენი მასალების საწარმოებზე, რომლებიც ნედლეულად გამოიყენებენ წარმოების ნარჩენებს.
4. სახელმწიფო ზედამხედველობას ამ სანიტარიული წესების დაცვაზე ახორციელებს სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური კანონით დადგენილი წესით