1. ავტომატიზებული და მექანიზებული უნდა იყოს შემდეგი ტექნოლოგიური პროცესები:
ა) მასის და ჭიქურების გადამუშავება და მომზადება (თიხის და ქვიანი მასალების მსხვრევა და ფაქიზი დაფქვა);
ბ) ნაკეთობების დაყალიბება და შრობა (დაყალიბება, ჩამოსხმა, წნეხვა, გამოყვანა);
გ) თაბაშირის ყალიბების დამზადება (თაბაშირის ხსნარის მომზადება, ყალიბების ჩამოსხმა, თაბაშირის ყალიბების დაკალიბრება და შრობა);
დ) ნაკეთობების მოჭიქურება (შემოქრევა, მოჭიქურება, შრობა, გამოყვანა, ანილინური კონტროლი);
ე) გამოწვა (ნახევარფაბრიკატების და ნაკეთობების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, სითბური პროცესების კონტროლი, ბლოკირება და სიგნალიზაცია გამოწვის მიმდინარეობისას);
ვ) კაფსელების და ცეცხლგამძლე მასალის დამზადება (მასის და ცეცხლგამძლე მასალის მომზადება, დაყალიბება და კაფსელების გამოწვა);
ზ) ნაკეთობების დახარისხება და ხეხვა;
თ) ნაკეთობების მოკაზმვა და საღებავების დამაგრება (დეკალკომანია, აეროგრაფია, შეღებვა, ფოტოკერამიკა, მოკაზმული ნაკეთობების გამოწვა);
ი) ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა ნაკეთობების საამქროს შიგა ტრანსპორტირება (კონვეიერები, ტრანსპორტიორები).
2. ნედლეული მასალები სასურველია დამზადდეს ცენტრალიზებულად ნედლეულის მოპოვების ადგილებზე, ასევე სპეციალიზებულ საწარმოებში, საიდანაც წმინდად ნაფქვავი და შეფუთული სახით მიეწოდება ფაიფურ-ქაშანურის ქარხნებს.
3. პეგმატიტის ჩატვირთვის და გადმოტვირთვის ადგილები უნდა იყოს დახურული და გადასახურის ქვეშ ორგანიზებული უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
4. ქვიანი კომპონენტების და ჭიქურის გარეცხვა უნდა ხორციელდებოდეს უწყვეტი მოქმედების სარეცხ დოლებში.
5. ღუმელიდან გადმოტვირთვის წინ მასალა უნდა გაცივდეს არა უმეტეს 400 ტემპერატურამდე ჰაერის დაბერვით ან სხვა მეთოდით.
6. თაბაშირის მიწოდება სათაბაშირეებში, მისი გადმოტვირთვა საცერზე, გაცრა და შემდგომი ტრანსპორტირება შნეკებზე აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს მთელი მოწყობილობების ჰერმეტიზაციით.
7. დაუშვებელია ალებასტრის და თაბაშირის გაცრა ღია საცრებზე.
8. ყალიბების გაწმენდა უნდა წარმოებდეს მაგიდებზე, რომლებსაც აქვს ცხაურები და ნარჩენების მიმღები. ყალიბების გაწმენდის მაგიდები საჭიროა აღიჭურვოს გამწოვი ვენტილაციით, იმის გათვალისწინებით, რომ გამწოვი მოწყობილობა უნდა განლაგდეს მხოლოდ მაგიდის ბადის ქვემოთ.
9. იკრძალება საშრობების განლაგება ორ რიგად და მით უფრო მრავალრიგად. ტექნოლოგიური აუცილებლობისას და კონსტრუქციული შესაძლებლობისას საშრობების მრავალრიგოვანი განლაგება დაიშვება მხოლოდ მათი განლაგებისას არანაკლებ 2,5-3მ სიმაღლეზე იატაკის ზედაპირიდან ან სამუშაო ბაქნიდან.
10. საშრობები, მილსადენები და სხვა მოწყობილობები საჭიროა განლაგდეს შუქაერაციული ფარნებით მოწყობილი საამქროს შუა მალზე იმისათვის, რომ გარე ჰაერის შეღწევა ხდებოდეს გვერდითი მალებიდან, რომლებსაც არა აქვთ მნიშვნელოვანი თბოგამოყოფა.
11. ნაკეთობების გაწყობა და გაწმენდა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ სველი წესით კონვეიერზე.
12. ცხელი ჩამოსხმის პროცესები იზოლირებული უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ ცალკე სათავსებში, ტექნოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით.
13. ჩამოსხმული ნაკეთობების შრობა უნდა ხორციელდებოდეს კონვეიერულ საშრობებში.
14. ნაკეთობების შემოქრევა შეკუმშული ჰაერით დაიშვება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილი კაბინების არსებობისას.
15. ნაკეთობების გამოწვა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გვირაბისებრ ან მის ანალოგიურ ღუმელებში.
16. გვირაბისებრი ღუმელებიდან გადმოტვირთული ნაკეთობების გასაცივებლად ვაგონეტებზე მოწყობილი უნდა იყოს სავენტილაციო დერეფნები ან ჩიხები.
17. ნაკეთობების გაპრიალება, რეცხვა, შრობა, დახარისხება ორგანიზებული უნდა იყოს კონვეიერებზე.
18. ნაკეთობების ხეხვა უნდა წარმოებდეს სველი წესით.
19. საღებრების დაფასოება და ხსნარების მომზადება უნდა წარმოებდეს იზოლირებულ სათავსებში, დახურული ტიპის გამწოვ კარადებში.
20. მოკაზმვის პროცესი უნდა ხორციელდებოდეს ნაკადური მეთოდით და წარმოებდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ კონვეიერებზე.
21. ფაიფურის ნაკეთობებზე ლენტის და დამრეცების დადებისათვის საჭიროა ავტომატური ფუნჯის გამოყენება.
22. აეროგრაფთან მუშაობისას კატეგორიულად იკრძალება ტყვიის ტრაფარეტების გამოყენება.
23. დეკოლის ფურცლების დაჭრა უნდა წარმოებდეს სპეციალური საჭრელი მანქანებით.
24. ფოტოკერამიკული მოკაზმვისას შუქმგრძნობიარე ფენიანი მშრალი კერამიკული საღებავებიანი ფირფიტების დამუშავება უნდა წარმოებდეს სპეციალურ კამერებში, რომელიც აღჭურვილია გამწოვი ვენტილაციით და მუშების დასხივებისაგან დამცავი მოწყობილობებით
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ბუნებრივი და ხელოვნური მსუბუქი შემვსებების (კერამზიტი, აგლოპორიტი, აფუებული ვერმიკულიტი და პერლიტი, შუნგიზიტი, პემზა, ვულკანური წიდა და სხვ.) წარმოება
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 15, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-15/