1. მერქანბურბუშელას ფილების წარმოების საწარმოებში ცალკე სათავსებში უნდა იყოს გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების და მზა პროდუქციის საწყობები, ტარის სამრეცხაოები, მერქნის და უხეში ნაწილების მექანიკური დამუშავების განყოფილებები, შემრევი, საწნეხი და ფილების დამუშავების უბანი.
2. ღიობები კედლებში, რომლებიდანაც საამქროების სათავსებში ან მათგან ტრანსპორტირდება მერქანი ან ნაფოტი, აღჭურვილი უნდა იყოს სამარჯვებით და დანადგარებით, რომლებიც გამორიცხავს გამჭოლ ქარს.
3. ნედლეულის საწყობები და ბირჟები აღჭურვილი უნდა იყოს ჩასატვირთ-გასატვირთავი სამუშაოებისათვის აუცილებელი მექანიზმებით.
4. საყალიბე მანქანების, ცხელი წნეხვის წნეხების, ჩატვირთვის და განტვირთვის თაროედების თავზე საჭიროა მოწყობილი იყოს გამწოვი ქოლგები. ქოლგის გვერდითი კედლები უნდა ფარავდეს წნეხს, რათა არ დაუშვას მტვრის და აირების სათავსში გამოყოფა ფილების შეკვრის და გახსნის დროს.
5. კონვეიერები მთელ სიგრძეზე ცხელი წნეხვის წნეხებიდან ფილების ტექნოლოგიური დაყოვნების ადგილებამდე უნდა იყოს დახურული ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის ორგანიზაციით.
6. მზა პროდუქციის საწყობებში უნდა მოეწყოს მოედნები მზა პროდუქციის 24 საათით დაყოვნებისათვის, საიდანაც საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
7. მერქანბურბუშელას ფილების ხერხვა უნდა იყოს ავტომატიზებული და ტარდებოდეს დაზგებზე, რომლებიც აღჭურვილია მტვერსაჭერი და მტვერსაწმენდი დანადგარებით.
8. მზა პროდუქციის და ქიმიური ნივთიერებების საწყობებში მოწყობილ უნდა იქნეს ზოგადი ცვლის მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ხოლო ტარის სარეცხი მანქანებიდან – ადგილობრივი გამწოვები.
9. მერქანბურბუშელას ფილების საჭრელი ხერხი დახურული უნდა იყოს ბგერაშთანთქმელი გარსაცმით, საიდანაც ორგანიზებული უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
- მუხლი 22. საშენი მასალების და ნაკეთობების წარმოება პოლიმერული ნედლეულისგან
- მუხლი 23. მოთხოვნები ძირითადი სამუშაო ადგილებისადმი და რეკომენდაციები შრომის პროცესებზე
- მუხლი 24. მოთხოვნები გათბობისა და ვენტილაციისადმი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 19, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-19/