1. აზბესტის ტორკრეტირება, გარდა სპეციალურად შეთანხმებული შემთხვევებისა, აკრძალულია.

2. აზბესტშემცველ ფილებსა და ტიხრებს, რომლებიც გამოიყენება შიდა სათავსების მოსაპირკეთებლად, უნდა ჰქონდეთ ორმაგი ან სამმაგი საფარი, რაც გამორიცხავს აზბესტშემცველი მტვრის წარმოქმნას და გავრცელებას.

3. დაუშვებელია აზბესტშემცველი მასალების გამოყენება სავენტილაციო ხოკერის აღჭურვისათვის მექანიკურ სავენტილაციო სისტემებში.

4. აზბესტშემცველი მასალებით დიდი მოცულობის დაგეგმილი სამუშაოებისას მათ შესანახად სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სათავსი, ან შენობის ნაწილი. სამუშაოებისათვის აუცილებელი სამშენებლო მასალების და ნაკეთების რაოდენობა სამუშაო ადგილებში არ უნდა აღემატებოდეს ცვლის მოთხოვნებს.

5. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი სამუშაო ზონა იკავებს მთელ შენობას, ან შენობის ნაწილს მაშინ ის აზოლირებული უნდა იქნეს სხვა შენობებისაგან, ან სათავსებისაგან დროებითი ტიხრებით აზბესტშემცველი მტვრის გავრცელების აღსაკვეთად.

6. სამუშაოების ჩატარების ზონაში აკრძალულია იმ პირების ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებასთან.

7. კარების, ფანჯრების ყველა ხვრელი (მილგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობისათვის) სამუშაო ზონაში უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული. იატაკს და კედლებს უნდა ჰქონდეთ მოსახსნელი საფარი, რომელიც უზრუნველყოფს დალექილი აზბესტის ადვილად შეგროვებას და საბოლოო წმენდას.

8. სამუშაო ზონაში შესასვლელი აღჭურვილი უნდა იყოს ტამბურით (რაბით) და გამაფრთხილებელი ნიშნებითა და წარწერებით, რომლებიც კრძალავენ სამუშაოების ზონაში ყოფნას სპეცტანსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე წესების შესაბამის მოთხოვნებს.

9. სათავსი უნდა იყოს აღჭურვილი გამწოვი ვენტილაციით, რომელიც ქმნის უარყოფით საჰაერო ბალანსს სამუშაო ზონაში, აზბესტშემცველი მტვრისაგან ჰაერის გასუფთავებით, ატმოსფეროში მისი გამონაფრქვევის წინ. გამწოვი სავენტილაციო დანადგარები უნდა გამოირთოს სამუშაოს დამთავრებიდან 20 წთ-ის შემდეგ.

10. მშენებლობის ორგანიზაციისა და სამუშაოთა წარმოების პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იყოს:

ა) საწარმოო პროცესებისა და დეტალების და კონსტრუქციების დამზადების მაქსიმალური გადატანა ქარხნულ პირობებში;

ბ) სამშენებლო მოედანზე დეტალების და კონსტრუქციების კომპლექსურად მიწოდება;

გ) სამშენებლო კონსტრუქციების და დეტალების მონტაჟის ოპერაციათა შესრულების მაქსიმალური გადატანა სიმაღლიდან მიწისზედა პირობებში.

11. საიზოლაციო სამუშაოების შესრულების მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული იზოლაციის ინდუსტრიული კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა საგებების და ა.შ. სახით.

12. ბლოკების მორგება მოწყობილობის ზედაპირზე უნდა წარმოებდეს ადგილზე მათი საბოლოო დაყენებამდე.

13. თბოიზოლაციური მასალებისაგან დამზადებული ნაკეთობების დაყვანისა და გაწმენდისათვის აკრძალულია აბრაზიული დისკებიანი ინსტრუმენტების გამოყენება.

14. მტვრიანი ზედაპირების დამუშავება წლის თბილ პერიოდში დაბალი ტენიანობისას მიზანშეწონილია ჩატარდეს ტენის შემაკავებელი დანამატების: ქლორიანი კალციუმის, სულფონატის, ლიგნინის გამოყენებით.

15. ყველა აუცილებელი მასალის მომზადება და ამ მასალით საიზოლაციო ზედაპირების დაფარვა უნდა წარმოებდეს მომუშავეთა ორი რგოლით ამ ოპერაციების აუცილებელი მონაცვლეობით სამუშაო კვირის განმავლობაში.

16. აზბესტშემცველი ხსნარების და მასტიკების მომზადება სამუშაოების ჩატარების ადგილებში დაუშვებელია.

17. მოქმედი საწარმოების ტერიტორიებზე განთავსებულ მშენებლობის ობიექტებზე შემუშავებული უნდა იყოს სპეციალური ინსტრუქციები ჰაერის დაბინძურების საშიში დონის წარმოქმნისას ყველა კატეგორიის მომუშავეთა უსაფრთხოების ზომების თაობაზე და დანერგილ უნდა იყოს სასწრაფო შეტყობინების სისტემა. სადემონტაჟო სამუშაოები შენობა-ნაგებობების დასანგრევად უნდა ჩატარდეს წყნარ (უქარო) ამინდში, ან ქარის მიმართულებისას დაუსახლებელ მხარეს.

18. მოქმედ საწარმოო საამქროში ტექნოლოგიური მოწყობილობისათვის სპეციალური წყობა (დაგება) უნდა განხორციელდეს ბლოკური ხერხით.

19. მოქმედ საწარმოებში სამუშაოების შესრულებისას მავნე და საშიში შრომის პირობებში სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გაცემა, შენახვა და გამოყენება უნდა წარმოებდეს ობიექტის საწარმოო მავნე ფაქტორების თავისებურების გათვალისწინებით.

20. თბობგერაიზოლაციის რემონტის, ან შეცვლის სამუშაოების დაწყების წინ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული მასში აზბესტის არსებობა (შემცველობა).

21. სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარების წინ აუცილებელია ჩატარდეს სადერატიზაციო სამუშაოები.

22. სამშენებლო ნაგავი სამუშაო ადგილიდან, რომელიც განლაგებულია სიმაღლეებზე, დაშვებული უნდა იქნეს დახურულ კონტეინერებში, ან დახურული ღარებით. ღარის ქვედა ბოლო უნდა იმყოფებოდეს არა უმაღლეს 1 მეტრისა მიწიდან, ან უნდა შედიოდეს ბუნკერში.

23. სარემონტო-სამშენებლო ტერიტორიებზე გამოყოფილი

უნდა იყოს ცალკე მოედნები ნაგვის შესაგროვებლად სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას. ეს მოედნები აუცილებელად უნდა იყოს ასფალტით დაფარული, გადაღობილი, მოწყობილი მისასვლელი გზებით.

24. დაშლის პროცესში აუცილებლად უნდა წარმოებდეს სადემონტაჟო კონსტრუქციების მორწყვა. მტვრისებრი ნარჩენები უნდა მოთავსდეს ტენიან ჰერმეტულ კონტეინერებში.

25. სანგრევი ჩაქუჩებით და კონტეინერში ნაგვის დატვირთვაზე მუშაობისას, აუცილებელია ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის მოწყობა პორტატიული გამწოვების სახით.

26. საფასადო სილაჭავლური სამუშაოების შესრულებისას, ასევე ძველი ბათქაშის ჩამოღებისას აკრძალულია ერთდროულად ჩატარდეს სხვა სახის სამშენებლო სამუშაოები.

27. ძველი ბათქაშის ჩამოღება უნდა ჩატარდეს მექანიზებული ხერხით მისი წყლით დასველებით და ზედაპირულ აქტიური ნივთიერებების დამატებით.

28. ძველი იზოლაციის მშრალად მოცილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც წყლის გამოყენება შეიძლება აღმოჩნდეს საშიში, კერძოდ, როცა შეუძლებელია მაღალვოლტიანი ელექტრო-მოწყობილობების საიმედო დაფარვის უზრუნველყოფა.

29. სველი ხერხით იზოლაციის მოცილების დაწყებამდე მიღებულ უნდა იქნეს ზომები აზბესტშემცველი მასალის წყლით გაჯერების შესახებ.

30. იმ შემთხვევაში თუ აზბესტშემცველ მასალამდე მისაღწევად საჭიროა დაფარვის მოცილება, აუცილებელია დასაწყისში დაფარვის გახვრეტა, აზბესტშემცველი მასალის დანამვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაფარვის მოცილება და მთელი ზედაპირის წყლით მორწყვა. ამის შემდგომ წყალგაჯერებული მასალა ნაწილებად უნდა ჩაიყაროს (ჩაიცალოს) ჰერმეტულ, შესაბამისად ნიშანდებულ ტევადობებში ან კონტეინერებში.

დანართი 2

ჰიგიენური მოთხოვნები სამრეწველო, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საჰაერო და კონტაქტური ულტრაბგერის წყაროებთან მუშაობისადმი

სანიტარიული წესები და ნორმები

სანწდან 2.2.4. / 2.1.8-000-