1. გავრცელების მიხედვით ულტრაბგერა იყოფა:
ა) კონტაქტური ულტრაბგერა – ვრცელდება ხელის ან ადამიანის სხეულის სხვა ნაწილების შეხებით ულტრაბგერის წყაროებთან: დასამუშავებელ დეტალებთან, მოწყობილობებთან, სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყოების სკანერებთან, ფიზიოთერაპიულ და ქირურგიულ ულტრაბგერით აპარატურასთან და ა.შ.
ბ) საჰაერო ულტრაბგერა – ვრცელდება ჰაერით.
2. ულტრაბგერითი რხევები, წყაროს ტიპის მიხედვით იყოფა:
ა) ხელის წყაროები;
ბ) სტაციონარული წყაროები.
3. ულტრაბგერითი რხევები, სპექტრული შემადგენლობის მიხედვით იყოფა:
ა) დაბალი სიხშირის ულტრაბგერა – 16-63 კჰც (მითითებულია ოქტავური ზოლების საშუალო გეომეტრიული სიხშირეები);
ბ) საშუალო სიხშირის ულტრაბგერა – 125-250კჰც;
გ) მაღალი სიხშირის ულტრაბგერა 1,0-31,5მჰც.
4. ულტრაბგერითი რხევები, გენერირების რეჟიმის მიხედვით იყოფა:
ა) მუდმივი ულტრაბგერა;
ბ) იმპულსური ულტრაბგერა.
5. ულტრაბგერითი რხევები, გამოსხივების წყაროს მიხედვით იყოფა:
ა) ულტრაბგერითი წყაროები მაგნიტოსტრიქციული გენერატორებით;
ბ) ულტრაბგერითი წყაროები პიეზოელექტრული გენერატორი