2. წინამდებარე სანწდან ადგენს ხელის იარაღებით მუშაობისას ადამიანზე თანმხლები ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების, ამასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების ალბათობის შემცირების, წარმოებაში მომუშავეთათვის შრომის ოპტიმალური პირობების შექმნისა და ხელის იარაღების ყოფაცხოვრებაში უსაფრთხო გამოყენების წესებს.
3. წინამდებარე ჰიგიენური მოთხოვნები ვრცელდება ვიბრაციის წარმომქმნელი ხელის მანქანების, ხელის მექანიზებული და არამექანიზებული იარაღებისადმი (შემდგომში – ხელის იარაღები), ასევე, დასამუშავებელი ზედაპირებისა და დეტალებისადმი, რომელთა შეკავება ხდება ხელით, ხელის სამარჯვებზე, სტაციონარულ მოწყობილობებზე, საჭევარსა და საჭის თვლებზე, რომელთა მეშვეობით ვიბრაცია შეიძლება გადეცეს ოპერატორს ხელებს.
ჰიგიენური მოთხოვნები (ნორმირებადი მაჩვენებლები და დასაშვები სიდიდეები) ხელის იარაღებისად