1. ხელის იარაღები მიეკუთვნება მოვიბრირე იარაღებს, თუ ისინი წარმოქმნიან ვიბრაციას, რომლის დონე შეადგენს წინამდებარე სანწდან დადგენილი ზღვრულად დასაშვები დონეების (შემდგომში – ზდდ) არანაკლებ 25%-ს.

2. ხელის იარაღები მიეკუთვნება ვიბროსაშიშს, თუ ისინი წარმოქმნიან ვიბრაციას, რომლის დონეები აღემატება ზდდ-ს კორექტირებული დონით ან აბსოლუტური მნიშვნელობებით შეფასებისას.

3. ხელის იარაღების ვიბრაციის ნორმირებად პარამეტრებს წარმოადგენს ვიბროსიჩქარის (მ/წმ), ან ვიბროსიჩქარის (მ/წმ2) აბსოლუტური მნიშვნელობები, ასევე მათი ლოგარითმული დონეები (დბ). იარაღის ვიბრაციულ მახასიათებლებს წარმოადგენს ვიბრაციის კორექტირებული დონეები და ნორმირებადი პარამეტრების დონეები სიხშირეების ოქტავურ ზოლებში. ოპერატორზე ვიბრაციული ზემოქმედების მახასიათებელს წარმომადგენს ვიბრაციის ეკვივალენტური კორექტირებული დონე. ხელის იარაღების ვიბრაციის ზღვრული დასაშვები მნიშვნელობები წარმოდგენილია ცხრილში 1.

ცხრილი 1

ლოკალური ვიბრაციის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები

ოქტავური ზოლების საშუალო გეომეტრიული სიხშირეები, ჰც

დასაშვები მნიშვნელობები

ვიბროაჩქარების სიდიდეებში

ვიბროსიჩქარის სიდიდეებში

მ/წმ
2

დბ

მ/წმ.10-2

დბ

8

1,4

123

2,8

115

16

1,4

123

1,4

109

31,5

2,8

129

1,4

109

63

5,6

135

1,4

109

125

11,0

141

1,4

109

250

22,0

147

1,4

109

500

45,0

153

1,4

109

1000

89,0

159

1,4

109

კორექტირებული და ეკვივალენტური კორეკტირებული მნიშვნელობები და მათი დონეები

2,0

126

2,0

112

4. აკრძალულია იმ ხელის იარაღების გამოყენება, რომელთა მიერ წარმოქმნილი ვიბრაციის დონე 4-ჯერ (ან 12დბ-ით აღემატება ზდდ-ს)

5. ხელის იარაღების ვიბრაციული პარამეტრების შეფასება ხორციელდება მაქსიმალური მნიშვნელობებით, რომელიც დგინდება ვიბრაციის დონის სამ ორთოგონალურ ღერძში გაზომვით, მოცემული მაჩვნებლები შეაქვთ ხელის იარაღების ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

6. იმ ხელის იარაღებით სამუშაოების ჩატარების დროს, რომლებსაც თან ახლავს სამუშაო ადგილის ვიბრაციის ერთდროული ზემოქმედება (მიეკუთვნებიან სატრანსპორტო, სატრანსპორტო-ტექნოლოგიურ, ან ტექნოლოგიურ კატეგორიას), ვიბრაციის ზდდ სამუშაო ადგილებზე მიღებული უნდა იყოს მოქმედი სანიტარი
ული ნორმების შესაბამისა