1. ვიბროსაშიში ხელის იარაღების გამოყენებისას სამუშაო უნდა ჩატარდეს დამუშავებული შრომის რეჟიმის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სამუშაო ცვლის განმავლობაში ვიბრაციასთან კონტაქტის ჯამური დრო განისაზღვრება სანიტარიული ნორმის გადაჭარბების სიდიდის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში“ შესაბამისად. ცვლაში ლოკალური ვიბრაციის მოქმედების დასაშვები ჯამური დრო წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტის ცხრილში 15.
2. შრომის რეჟიმი უნდა დამუშავდეს მეთოდიკის შესაბამისად, რომელიც მოცემულია დანართში 2, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №76/ნ ბრძანებით „სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების გამოსხივების წყაროებთან, სამრეწველო მასალებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული ნორმების „ჰიგიენური მოთხოვნები ხელის ინსტრუმენტებთან მუშაობისადმი“ შესაბამისად.
3. რეგლამენტებული შესვენებები 20–30 წუთის ხანგრძლივობით, რომელიც შრომის რეჟიმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეწყობა ცვლის დაწყებიდან 1–2 საათის შემდეგ და 2 საათის შემდეგ სასადილო შესვენებიდან(რომლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები) და გამოიყენება აქტიური დასვენებისათვის, საწარმოო ტანვარჯიშის სპეციალური კომპლექსის ჩასატარებლად, ფიზიოპროცედურებისათვის.
4. რეგლამენტირებული შესვენებების დრო ჩაითვლება გამომუშავების ნორმაში, შრომის რეჟიმი კი – ცვლურ-სადღეღამისო დავალებაში.
5. აკრძალულია ვიბროსაშიში ხელის იარაღებით ზეგანაკვეთური სამუშაოების ჩატარებ