1. ჰაერის იონიზაციის დონის გაზომვა ტარდება საწარმოო სათავსებში, რომელთა საჰაერო გარემო განიცდის ტექნოლოგიური რეგლამენტით გათვალისწინებულ სპეციალურ გასუფთავებას, სადაც არის ჰაერის იონიზაციის წყაროები (ულტრაიისფერი გამომსხივებელი), ვიდეოდისპლეური ტექნიკის ოპერატორების სამუშაო ადგილებზე, ქვესადგურებისა და მუდმივი დენის ულტრამაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების პერსონალის სამუშაო ადგილებზე.

2. ჰაერის იონების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობის გადამეტებისას და/ან მინიმალურად აუცილებელი რიცხვისა და პოლარობის მაჩვენებლის დაუცველობისას შრომის პირობებს მოცემული ფაქტორის მიხედვით მიაკუთვნებენ 3.1 კლასს