1. დასაქმებულთა საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების გაზომვა და შეფასება (კონტროლი შრომის პირობებზე) ხორციელდება შემდეგი მიზნით:
ა) მავნე ფაქტორების ფაქტობრივი დონის ჰიგიენური ნორმატივებთან შესაბამისობის დასადგენად და შრომის პირობების მავნეობისა და საშიშროების გარკვეული კლასისადმი მისაკუთვნებლად როგორც თითოეული ფაქტორის, ასევე მათი კომპლექსის მიხედვით;
ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების დასასაბუთებლად;
გ) დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომის პირობებს შორის კავშირის დასადგენად;
დ) შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შესამუშავებლად.
2. ლაბორატორიები, რომლებიც ატარებენ მავნე საწარმოო ფაქტორების გაზომვასა და შეფასებას, უნდა იყოს აკრედიტებული.
3. შრომის პირობების კონტროლის გეგმა დგება ერთი წლით. იგი იცვლება და ივსება მოწყობილობის რეკონსტრუქციის ან შეცვლის, საწარმოო პროცესების ცვლილებისა და ინტენსიფიკაციის, ასევე პროფესიული დაავადებების ან ინტოქსიკაციების გამოვლენის შემთხვევაში.
4. გამოკვლევები ტარდება დამახასიათებელ საწარმოო პირობებში. ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა, მოწყობილობის და ყველა გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალების არასწორი ექსპლუატაცია ან გაუმართაობა უნდა დაფიქსირდეს ოქმში. ფაქტორის დონის გაზომვას ატარებენ როგორც დარღვევის დროს, ასევე მისი აღმოფხვრის შემდეგ.
5. კონტროლს ექვემდებარება სამუშაო ადგილზე არსებული საწარმოო გარემოსა და შრომით პროცესის ყველა მავნე და საშიში ფაქტორი.
6. ინსტრუმენტული გაზომვების მონაცემები ფორმდება ოქმებით სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, ან მათ საფუძველზე დამუშავებულლი ოქმების შესაბამისად.
7. შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხორციელდება წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.
დასაქმებულთა დროით დაცვა შრომის მავნე პირობებში მუშაობის