1. შრომის პირობების მიკუთვნება მავნეობისა და საშიშროების ამა თუ იმ კლასისადმი მიკროკლიმატის (გამაცხელებელი და გამაცივებელი) მაჩვენებლების მიხედვით ხორციელდება ცხრილების 5, 6, 7-ის შესაბამისად. შრომის პირობების გრადაცია წარმოდგენილია შედარებით მონოტონური მიკროკლიმატისათვის. დინამიკურ მიკროკლიმატში ჩასატარებელი სამუშაოებისათვის (გამაცხელებელიდან გამაცივებელ გარემოში გადასვლა და პირიქით), ასევე დასაქმებულთა სქესის, ასაკობრივი შემადგენლობის და სითბური მდგრადობის შესწორების კოეფიციენტები შეიძლება მოცემულ იქნეს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების (ორგანიზმის თერმული მდგრადობის ფიზიოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე) ჩატარების შემდეგ;
2. გამაცხელებელი მიკროკლიმატი – მიკროკლიმატის პარამეტრების (ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, მისი მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება) ისეთი შეხამებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ადამიანის სითბოს ცვლის მოშლას გარემოსთან, რაც გამოიხატება სითბოს დაგროვებით ორგანიზმში ოპტიმალური სიდიდის ზედა საზღვრის ზევით (>0,87კჯ/კგ) და/ან სითბოს დაკარგვის წილის გადიდებით ოფლის აორთქლების გზით (>30%) სითბური ბალანსის საერთო სტრუქტურაში, ზოგადი ან ლოკალური დისკომფორტული თბოშეგრძნების (მსუბუქად თბილა, თბილა, ცხელა) წარმოქმნით.
3. გამაცხელებელი მიკროკლიმატის შესაფასებლად სათავსებში (წლის პერიოდის მიუხედავად), ასევე ღია ტერიტორიაზე წლის თბილ პერიოდში გამოიყენება ინტეგრალური მაჩვენებელი – გარემოს თერმული დატვირთვა (გთდ –ინდექსი).
4. გთდ – ინდექსი –ემპიურიული ინტეგრალური მაჩვენებელია (გამოსახული 0C
-ში), რომელიც გამოსახავს ჰაერის ტემპერატურის, მისი მოძრაობის სიჩქარის, ტენიანობის და სითბური გამოსხივების შერწყმულ გავლენას ადამიანის თბოცვლაზე გარემოსთან.
5. ცხრილი 5-ში წარმოდგენილია გთდ-ინდექსის სიდიდეები ადამიანისათვის, რომელიც ჩაცმულია მსუბუქი საზაფხულო ტანსაცმლის თბოიზოლაციანი კომპლექტში 0,5–0,8კლო (1კლო=0,1550C
–მ2/ვტ).
6. მიკროკლიმატის ოპტიმალური მნიშვნელობისა და მისი დასაშვები სიდიდის ზედა ზღვარის შეფასება უნდა მოხდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბერის №256/ნ ბრძანების „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. ასევე უნდა გაითვალისწინონ გთდ–ინდექსი – სითბური დასხივებისას 1000ვტ/მ2 (ცხრილები 5 და 6).
7. ადამიანის სხეულის (მისი ზედაპირის – 25%) სითბური დასხივება, რომელიც აღემატება 1000 ვტ/მ2-ს, ახასიათებს შრომის პირობებს, როგორც მავნეს და საშიშს, მაშინაც კი, თუ გთდ-ინდექსს აქვს დასაშვები პარამეტრები (ცხრილი 5). ამასთან, შრომის პირობების კლასი განისაზღვრება უფრო მეტად გამოხატული მაჩვენებლით – გთდ-ინდექსით ან სითბური დასხივებით (ცხრილები 5 და 6).
8. სხეულის დიდი ზედაპირის დასხივებისას აუცილებელია შესაბამისი გადათვლა სხეულის თითოეული ნაწილის პროცენტული წილის გათვალისწინებით: თავი და კისერი – 9%, მკერდი და მუცელი – 16%, ზურგი – 18%, ხელები –18%, ფეხები –39%.
9. ადამიანის სხეულის დასხივებისას 100 ვტ/მ2-ზე მეტად აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება (მათ შორის, სახისა და თვალებისათვის).
10. ცხრილ 5-ში წარმოდგენილი ინფრაწითელი გამოსხივების სიდიდეები ითვალისწინებს უწყვეტი დასხივებისა და პაუზების ხანგრძლივობის აუცილებელ რეგლამენტაციას (პუნქტი 2-ის შესაბამისად);
11. წლის თბილ პერიოდში ღია ტერიტორიაზე მუშაობისას საჭიროა ორიენტაციის აღება მიკროკლიმატის იმ პარამეტრებზე, რომელიც მოყვანილია ცხრი-ლებში 5 და 6;
12. გამაცივებელი მიკროკლიმატი – ეს მიკროკლი-მატის პარამეტრების ისეთი შეხამებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს ორგანიზმის თბოცვლის ცვლილებას, რომელიც ქსოვილების ღრმა და/ან ზედაპირული ფენების ტემპერატურის დაწევის შედეგად ორგანიზმში წარმოქმნის სითბოს საერთო ან ლოკალურ დეფიციტს (>0,87 კჯ/კგ);
13. გამაცივებელი მიკროკლიმატის მქონე საწარმოო სათავსებში მუშაობისას (სითბური დასხივების არარსებობისას) შრომის პირობების კლასი იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებიც ჩაცმულები არიან „ჩვეულებრივი ტანსაცმლის“ კომპლექტში თბოიზოლაციით 1
კლო, განისაზღვრება ცხრილი 7-ის მიხედვით.
14. გამაცივებელი მიკროკლიმატის მქონე საწარმოო სათავსებში მუშაობისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებთან შეთანხმებით შრომის პირობების კლასი შესაძლებელია დაწეული იქნეს (მაგრამ არანაკლებ 3.1. კლასისა), შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვისა და დასაქმებულების შესაბამისი თბოიზოლაციის მქონე ტანსაცმლით უზრუნველყოფის პირობებში.
15. გამაცივებელი მიკროკლიმატის მქონე საწარმოო სათავსებში დასაქმებულთათვის და სითბური დასხივების წყაროს არსებობისას, შრომის პირობების კლასი დგინდება „სითბური დასხივების“ მაჩვენებლის (ცხრილი 5) მიხედვით, თუ მისი ინტენსიურობა აღემატება 1000ვტ/მ2-ს. სითბური დასხივებისას 141-დან–1000 ვტ/მ2-მდე შრომის პირობების შეფასება ხორციელდება (შრომის ჰიგიენის სპეციალისტების მიერ) ორგანიზმის კონკრეტული თერმული დატვირ-თვის განსაზღვრის საფუძველზე.
16. თუ ცვლის განმავლობაში დასაქმებულის სა-წარმოო მოღვაწეობა ხორციელდება სხვადასხვა მიკროკლიმატში (გამაცხელებელი და გამაცივებელი), ისინი ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს, შემდეგ კი – გაანგარიშდეს დროში საშუალო შეწონილი სიდიდე.
17. არასტანდარტული სიტუაციების მიმართ (სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ფიზიკური აქტიურობის სამუშაო გამაცხელებელ და გამაცივებელ გარემოში) შრომის პირობების შეფასება შეიძლება მოცემულ იქნეს ადამიანის სითბური მდგომარეობის სპეციალური ფიზიოლოგიურ-ჰიგიენური გამოკვლევების საფუძველზე
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 8. შრომის პირობების კლასიფიკაცია მიკროკლიმატის მაჩვენებლების მიხედვით
თავი III — შრომის პირობების ჰიგიენური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია მავნეობის და საშიშროების ხარისხის მიხედვით
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 25%
- განაკვეთი 9%
- განაკვეთი 16%
- განაკვეთი 18%
- განაკვეთი 39%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 3. შრომის პირობების კლასიფიკაციის პრინციპები
- მუხლი 4. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები ქიმიური ფაქტორის მოქმედებისას
- მუხლი 5. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები ბიოლოგიური ბუნების ფაქტორების მოქმედებისას
- მუხლი 6. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების ზემოქმედებისას
- მუხლი 7. ვიბროაკუსტიკური ფაქტორების ზემოქმედების ჰიგიენური კრიტერიუმები
- მუხლი 9. შრომის პირობების კლასიფიკაცია სინათლის გარემოს მაჩვენებლის მიხედვით
- მუხლი 10. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები არამაიონებელი ელექტრომაგნიტური ველისა და გამოსხივების მოქმედებისას
- მუხლი 11. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები შრომითი პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის მიხედვით
- მუხლი 12. შრომის პირობების შეფასება ჰაერის იონიზაციისას
- მუხლი 13. შრომის პირობების ზოგადი ჰიგიენური შეფასება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-8-2/