1. „განათების“ ფაქტორის მიხედვით შრომის პირობების შეფასება ხორციელდება ბუნებრივი და ხელოვნური განათების მაჩვენებლებით (ცხრილი 8).
2. შენობაში ბუნებრივი განათების და ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისობის კომპენსაციის ზომების არარსებობის შემთხვევაში „ბუნებრივი განათების“ მაჩვენებლის მიხედვით შრომის პირობებს მიაკუთვნებენ 3.2. კლასს.
ა) ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისობის კომპენსაციისათვის ზომების არსებობას (პროფილაქტიკური ულტრაიისფერი დასხივების დანადგარები), იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ დასხივების დონის ნორმატიულ მოთხოვნებს, შრომის პირობებს, ბუნებრივი განათების მაჩვენებლის მიხედვით მიაკუთვნებენ 3.1 კლასს.
3.  კომბინირებული განათების სისტემის გამოყენების შემთხვევაში, თუ ჯამური განათებულობა არ არის ნორმირებულზე დაბალი, ზოგადი განათება კი ნორმატიულ დონეზე დაბალია, შრომის პირობები ხელოვნური განათების მაჩვენებლის მიხედვით უნდა მიეკუთვნოს 3.1.კლასს.
4.  „არეკლილი ბზინვარების“ მაჩვენებელი განისაზღვრება მუშა ზედაპირებთან და გარჩევის ობიექტებთან მუშაობისას, რომლებსაც აქვთ მიმართულ-გაბნეული და შერეული ანარეკლი (ლითონი, პლასტმასა, მინა და ა.შ.). არეკლილი ბზინვარების კონტროლი ხორციელდება სუბიექტურად. ანარეკლის ათინათის დამაბრმავებელი მოქმედების, გარჩევის ობიექტების ხილვადობის გაუარესებისა და მხედველობის დისკომფორტზე დასაქმებულების ჩივილის არსებობისას შრომის პირობებს მოცემული მაჩვენებლის მიხედვით მიაკუთვნებენ 3.1. კლასს.
5.  „სიკაშკაშის“ მაჩვენებელი განისაზღვრება იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმატიულ დოკუმენტში არსებობს მითითება მისი შეზღუდვის აუცილებლობაზე (მაგ., ადგილობრივი განათებისას ღია ფერის სამუშაო ზედაპირის სიკაშკაშის შეზღუდვა; დასაქმებულის მხედველობის არეში მყოფი მნათი ზედაპირის სიკაშკაშის შეზღუდვა, კერძოდ, გამვლელ შუქში ნაწარმის ხარისხის კონტროლის დროს და ა.შ.).
6.  „სიკაშკაშის დანაწილების არათანაბრობის“ მაჩვენებლის კონტროლი ხორციელდება იმ სამუშაო ადგილებისათვის, რომლებიც ვიდეოდისპლეურ ტერმინალთა და პერსონალური ელექტროგამომთვლელი მანქანით არის აღჭურვილი. ის ითვალისწინებს სიკაშკაშის თანაფარდობის განსაზღვრას სამუშაო ზედაპირებს შორის (მაგიდა, დოკუმენტი), აგრეთვე სამუშაო ზედაპირისა და კედლების, დანადგარების ზედაპირებს შორის.
7.  ხელოვნური განათების ცალკეული მაჩვენებლის მიხედვით (განათებულობის, დამაბრმავებელი მაჩვენებლის, განათებულობის პულსაციის კოეფიციენტის, არეკლილი დამაბრმავებელი ბზინვარების, სიკაშ-კაშის, სიკაშკაშის არათანაბარი გადანაწილების) კლასების მინიჭების შემდეგ ხორციელდება ფაქტორის „ხელოვნური განათება“ საბოლოო შეფასება. იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება მავნეობის უდიდეს ხარისხს.
8.  იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილი რამდენიმე სათავსშია განლაგებული, შრომის პირობების შეფასება სინათლის გარემოს მაჩვენებლის მიხედვით ხორციელდება თითოეულ მათგანში ყოფნის დროის გათვალისწინებით.
9.  შრომის პირობების საერთო შეფასება სინათლის გარემოს მაჩვენებლის მიხედვით ხორციელდება ბუნებრივი და ხელოვნური განათების შეფასების საფუძველზე, მათგან მავნეობის უდიდესი ხარისხის ამორჩევის გზით