1.  დასაქმებულებზე ხმაურის, ვიბრაციის, ინფრაბგერის და ულტრაბგერის ზემოქმედებისას შრომის პირობების გრადაცია მოქმედი ნორმატივების გადამეტების სიდიდის შესაბამისად წარმოდგენილია პირველი დანართის ცხრილ 4-ში.
2.  შრომის პირობების მავნეობისა და საშიშროების ხარისხს ვიბროაკუსტიკური ფაქტორების მოქმედებისას ადგენენ მათი დროითი მახასიათებლების (მუდმივი, არამუდმივი ხმაური, ვიბრაცია და ა.შ.) გათვალისწინებით.
3.  შრომის პირობების კლასის განსაზღვრა საწარმოო ხმაურის ზემოქმედებისას ხორციელდება სამუშაო ადგილებზე, ხმაურის ზღვრულად დასაშვები დონეები დადგენილია შრომითი საქმიანობის სიმძიმისა და დაძაბულობის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „ხმაური სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე“ შესაბამისად.
4.  შრომის პირობების კლასის განსაზღვრა საწარმოო ვიბრაციის მოქმედებისას ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში“ შესაბამისად.
5.  შრომის პირობების კლასი ინფრაბგერის მოქმედებისას განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 17 სექტემბრის №257/ნ ბრძანების „სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში, საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიებზე ინფრაბგერის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად.
6.  შრომის პირობების კლასი ულტრაბგერის ზემოქმედებისას განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 14 აპრილის №76/ნ ბრძანების „სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების გამოსხივების წყაროებთან, სამრეწველო მასალებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, თუმცა კონტაქტური და საჰაერო ულტრაბგერის ერთდროული ზემოქმედებისას კონტაქტური ულტრაბგერის ზდდ მიღებულ უნდა იქნეს 5 დბ-ით ნაკლები, ვიდრე მითითებულია ბრძანებაში