1. შრომის პირობების კლასს და მავნეობის ხარისხს უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების (უფმა) პროფესიული ზემოქმედებისას განსაზღვრავენ უფმა-ის საშუალოცვლური კონცენტრაციების ფაქტობრივი სიდიდეებისა და საშუალოცვლური ზდკ-ის გადამეტების ჯერადობიდან გამომდინარე (ცხრილი 3).
2. დასაქმებულთა სუნთქვის ორგანოებზე უფმა-ის ზემოქმედების ხარისხის შეფასების დამატებით მაჩვენებელს წარმოადგენს მტვრით დატვირთვა ფაქტორთან რეალური ან სავარაუდო კონტაქტის მთელი პერიოდისათვის. ფიბროგენული მტვრის საშუალო-ცვლური ზდკ-ის გადამეტებისას მტვრით დატვირთვის გამოთვლა აუცილებელია. მტვრით დატვირთვა (მდ) დასაქმებულთა სუნთქვის ორგანოებზე იმ მტვრის ჯამური ექსპოზიციური დოზის რეალური ან საპროგნოზო სიდიდეა, რომელსაც დასაქმებული შეისუნთქავს ფაქტორთან ფაქტობრივი ან სავარაუდო პროფესიული კონტაქტის მთელ პერიოდში.
3. დასაქმებულისა და დასაქმებულთა ჯგუფის, თუ ისინი ასრულებენ ანალოგიურ სამუშაოს ერთნაირ პირობებში, სუნთქვის ორგანოებზე მტვრით დატვირთვა (მდ) გამოითვლება სამუშაო ზონის ჰაერში უფმა-ის ფაქტობრივი საშუალოცვლური კონცენტრაციებიდან (სცკ), ფილტვის ვენტილაციის მოცულობიდან (შრომის სიმძიმის შესაბამისად) და მტვერთან კონტაქტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე:
მ.დ = KXNXთXQ , სადაც
K მტვრის ფაქტობრივი სცკ დასაქმებულის სუნთქვის ზონაში, მგ/მ3
;
N - სამუშაო ცვლის რიცხვი კალენდარულ წელიწადში;
თ - უფმა-სთან კონტაქტის წლების რაოდენობა;
Q - ფილტვის ვენტილაციის მოცულობა ცვლის განმავლობაში, მ3
.
4. მტვრით დატვირთვა შეიძლება გამოთვლილ იქნეს მტვერთან კონტაქტში მუშაობის ნებისმიერ პერიოდში ფაქტობრივი ან საპროგნოზო სიდიდის მისაღებად.
5. რეკომენდებულია ფილტვების ვენტილაციის მოცულობების შემდეგი გასაშუალოებული სიდიდეების გამოყენება, რომლებიც დამოკიდებულია ენერგოხარჯების დონესა და სამუშაოების კატეგორიებზე (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანების „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“):
ა) Iა და Iბ კატეგორიების სამუშაოებისათვის ფილტვის ვენტილაციის მოცულობა ცვლაში – 4მ3
;
ბ) IIა და IIბ კატეგორიების სამუშაოებისათვის – 7მ3
;
გ) III კატეგორიის სამუშაოსათვის – 10მ3
.
6. მტვრით დატვირთვის მიღებულ ფაქტობრივ მნიშვნელობებს ადარებენ მტვრით დატვირთვის საკონტროლო სიდიდეს, რომელსაც გამოითვლიან მუშაობის ფაქტობრივი ან სავარაუდო სტაჟის, მტვრის ზდკ-ის და სამუშაოთა კატეგორიების მიხედვით, მუხლი 6, პუნქტი 3-ის შესაბამისად. მტვრით დატვირთვის საკონტროლო დონე (მდსდ) – მტვრით დატვირთვა, რომელიც ფორმირდება მტვრის საშუალოცვლური ზდკ-ის დაცვის პირობებში ფაქტორთან პროფესიული კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში:
მდსდ = ზდკXNXთXQ ,სადაც:
ზდკ მტვრის საშუალოცვლური ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა
მუშაკის სუნთქვის ზონაში, მგ/მ3;
N – სამუშაო ცვლის რიცხვი კალენდარულ წელიწადში;
თ – უფმა-სთან კონტაქტის წლების რაოდენობა;
Q – ფილტვის ვენტილაციის მოცულობა მ3.
7. მტვრით დატვირთვის ფაქტობრივი დონის საკონტროლო დონესთან შესაბამისობისას შრომის პირობებს მიაკუთვნებენ დასაშვებ კლასს და იმავე პირობებში მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოდ ითვლება.
8. მდსდ-ი
ს გადამეტების ჯერადობა მიუთითებს შრომის პირობების მავნეობის კლასზე ამ ფაქტორის მიხედვით (ცხრილი 3) მდსდ-ის გადამეტებისას რეკომენდებულია „დროით დაცვის“ პრინციპის გამოყენება ცხრილი 14-ის შესაბამისად
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 11.11.2020
მუხლი 6. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები უპირატესად ფიბროგენული მოქმედების აეროზოლების ზემოქმედებისას
თავი III — შრომის პირობების ჰიგიენური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია მავნეობის და საშიშროების ხარისხის მიხედვით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 538. ეკონომიკური დარგების საერთო პროფესიები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
- მუხლი 3. შრომის პირობების კლასიფიკაციის პრინციპები
- მუხლი 4. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები ქიმიური ფაქტორის მოქმედებისას
- მუხლი 5. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები ბიოლოგიური ბუნების ფაქტორების მოქმედებისას
- მუხლი 7. ვიბროაკუსტიკური ფაქტორების ზემოქმედების ჰიგიენური კრიტერიუმები
- მუხლი 8. შრომის პირობების კლასიფიკაცია მიკროკლიმატის მაჩვენებლების მიხედვით
- მუხლი 9. შრომის პირობების კლასიფიკაცია სინათლის გარემოს მაჩვენებლის მიხედვით
- მუხლი 10. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები არამაიონებელი ელექტრომაგნიტური ველისა და გამოსხივების მოქმედებისას
- მუხლი 11. შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები შრომითი პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის მიხედვით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №147/ნ, 03.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.318 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70600/muxli-6-2/