1.  არამაიონებელი ელექტრომაგნიტური ველისა და გამოსხივების ზემოქმედებისას შრომის პირობების მიკუთვნება მავნეობის ან საშიშროების ამა თუ იმ კლასისათვის ხორციელდება ცხრილი 9-ის შესაბამისად, ოპტიკური დიაპაზონის (ლაზერული და ულტრაიისფერი) არამაიონებელი გამოსხივებისა კი – ცხრილი 10-ის შესაბამისად.
2.  არამაიონებელი ელექტრომაგნიტური ველისა და გამოსხივების მოქმედებისას შრომის პირობებს მიაკუთვნებენ მავნეობის მე-3 კლასს სამუშაო ადგილზე ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტების შემთხვევაში, რომელიც დადგენილია ზემოქმედების შესაბამისი დროისათვის, ენერგეტიკული ექსპოზიციების მნიშვნელობების გათვალისწინებით იმ სიხშირეების დიაპაზონებში, სადაც ხდება მათი ნორმირება, და მე-4 კლასს – მაქსიმალური ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტებისას ხანმოკლე ზემოქმედებისათვის.
3.  დასაქმებულზე ერთდროულად სხვადასხვა ნორმირებად სიხშირულ დიაპაზონში, დასაქმებული რამდენიმე წყაროს მიერ წარმოქმნილი არამაიონებელი ელექტრომაგნიტური ველის და გამოსხივების ზემოქმედებისას, სამუშაო ადგილზე შრომის პირობები დგინდება იმ ფაქტორის მიხედვით, რომელიც მიიღებს მავნეობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამასთან, ზდდ-ის ორ ან მეტ ნორმირებად სიხშირულ დიაპაზონში გადამეტების გამოვლენის შემთხვევაში, მავნეობის ხარისხი ერთი საფეხურით იზრდება