1.  შრომის პირობების მიკუთვნება მავნეობისა და საშიშროების ამა თუ იმ კლასისადმი ქიმიური ფაქტორის დონის მიხედვით ხორციელდება ცხრილი 1-ის შესაბამისად.
2.  შრომის პირობების მავნეობის ხარისხი დგინდება მავნე ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაციებით ან საშუალოცვლური სიდიდეების მიხედვით.
3.  ნივთიერებებისათვის, რომელთა ზდკ წარმოდგენილია ერთი მაქსიმალური სიდიდით, რეკომენდებულია საშუალოცვლური კონცენტრაციის განსაზღვრა (გამაღიზიანებელი ნივთიერებების და მწვავედ მოქმედი ნივთიერებების გამოკლებით). სამუშაო ზონის ჰაერში ნივთიერების როგორც მაქსიმალური, ასევე საშუალოცვლური კონცენტრაციის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დადგენილ ზდკ-ს, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებული განიცდის მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას სამუშაო ცვლის გარკვეულ მონაკვეთში.
4.  სამუშაო ზონის ჰაერში ერთმიმართულად მოქმედი ჯამური ეფექტის მქონე რამდენიმე მავნე ნივთიერების არსებობისას (ცხრილი 16) გამოყენებულ უნდა იქნეს მათი ფაქტობრივი კონცენტრაციების (თითოეული ნივთიერებისათვის ცალ-ცალკე) შესაბამის ზდკ-სთან შეფარდებათა ჯამი, რომელიც შრომის დასაშვებ პირობებში არ უნდა აღემატებოდეს 1-ს.
5.  სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების კომბინაციათა პოტენცირების ეფექტისას ამ ნივთიერებათა გაზომილი კონცენტრაციების მათ ზდკ-სთან შეფარდებათა ჯამი არ უნდა აღემატებოდეს ამ კომბინაციებისათვის დადგენილ კოეფიციენტს (ცხრილი 16.).
6.  სამუშაო ზონის ჰაერში სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი ორი ან მეტი მავნე ნივთიერების ერთდროული შემცველობისას შრომის პირობების მავნეობის კლასი დგინდება შემდეგნაირად:
ა) იმ ნივთიერების მიხედვით, რომლის კონცენტრაცია შეესაბამება საშიშროების უფრო მაღალ კლასს და ხარისხს;
ბ) ნებისმიერი რაოდენობის ნივთიერებების არსებობა, რომელთა დონეები შეესაბამება 3.1 კლასს, არ ზრდის შრომის პირობების მავნეობის ხარისხს;
გ) მავნეობის 3..2 კლასის სამი და მეტი ნივთიერების არსებობისას შრომის პირობები გადადის მავნეობის შემდგომ ხარისხში – 3.3;
დ) მავნეობის 3.3 კლასის ორი და მეტი მავნე ნივთიერების არსებობისას შრომის პირობები გადადის კლასში 3.4. ანალოგიურად ხორციელდება 3.4 კლასიდან მე-4 კლასში – შრომის საშიშ პირობებში გადასვლა.
7. თუ ერთ ნივთიერებას აქვს რამდენიმე სპეციფიკური ეფექტი (კანცეროგენი, ალერგენი და სხვ.) შრომის პირობების შეფასება წარმოებს მავნეობის უფრო მაღალი ხარისხით.
8. იმ ნივთიერებებთან მუშაობისას, რომლებიც აღწევენ კანის საფარველში და გააჩნიათ შესაბამისი ნორმატივი – ზდდ (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბერის №255/ნ ბრძანების „კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად)