-კვლევითი ლაბორატორიები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებათა ლაბორატორიები

1. ლაბორანტი და პრეპარატორი, ინჟინერი, ტექნიკოსი, ქიმიკოსი, ოსტატი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი ინჟინერი, მეაპარატე, უფროსი ტექნიკოსი, უფროსი ოსტატი, უფროსი და უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე და მისი მოადგილე, ბიოლოგი, ბიოფიზიკოსი, ბიოქიმიკოსი, ექიმი-მედიკოსი, ექიმ-ვეტერინარი და მისი მოადგილე, ზოოლოგი, ზოოტექნიკი, უმცროსი და უფროსი სამედიცინო პერსონალი, პროვიზორი, ფარმაკოლოგი, ენტომოლოგი, მიკოლოგი, მიკრობიოლოგი, რენდგენოლოგი, რადიოლოგი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი:

ა) სამუშაოს მწარმოებლები საერთო ნაგებობაში და ბოქსებში ავადმყოფობის წარმომქმნელ მიკრობებთან, ვირუსებთან, აქტინომიცეტამებთან, ცხოველებთან და მსხვილ ჩლიქოსნებთან, რომლებიც ინფიცირებული არიან დაავადებაწარმომქმნელი მიკრობებით, ვირუსებით და ტოკსოპლაზმებით, ასევე ინფექციით დაავადებული ავადმყოფის გამონადენისა და სისხლის გამოკვლევით (ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს და ვირუსებს მიეკუთვნება: მუცლის ტიფის გამომწვევები, „ა“ და „ბ“ ჯგუფის პარატიფები და სალმონელოზი, დიზენტერია, სოკოვანი, სიფილისი, ლისტერელეზა, ერიზინელოიდი, ტუბერკულიოზი, დიფტერია, ბოტულიზმი, აეროვანი განგრენა, ფსევდო-ტუბერკულიოზი, ციებ-ცხელება, სიმსივნის გამომწვევი ვირუსი, ამასთანავე ცხოველური წარმოშობის შხამიანი პროდუქტები და ბაქტერიული წარმოშობის ტოკსინები);
ბ) გვამის მასალაზე მომუშავენი, რომლებიც იყენებენ ტოკსიკურ ნივთიერებებს; ჰალოიდებს ჰალოიდების წარმომქმნელებს, ორგანული და არაორგანული ანჰიდრიდის მჟავას, ჰალოიდნარევ ეთერსა და კეტონს; ფოსფორსა და მის შენაერთს; დარიშხანსა და მის შენაერთს; ტყვიას, გოგირდნახშირბადს, გოგირდწყალბადს, მერკაპტანს, მჟავეებისა და (ბორისა და საკვები მჟავეების გარდა) აზოტის ჟანგეულებს, ნიტროქლორიდებს, ქლოროფორმს, დიქლორეთანსა და სხვა ქლორირებულ ნახშირწყალბადს, ბენზოლს, ტოლუოლს ქსიოლოლის, ფენოლისა და სხვა არომატული წარმონაქმნის რიგის წარმონაქმნებს; უაიტ-სპირტს; გოგირდოვან ეთერს, ეთილის სპირტს და სხვა გამსხნელებს; პირიდინსა და მის საფუძვლებს და სხვა ნიტრონაერთებს, ციანიდის და ტიოციანიდის შენაერთებს, მეტალურ ვერცხლისწყალს, წარმოებულ ვერცხლისწყალსა და მის მარილებს, აცეტონჰიდრიდის, ორგანული ფტორის შენაერთებს, ეთილაცეტატის მეთილაცეთატისა და სხვა მფრინავი ალდეჰიდის, მარტივი და რთული ეთერის, ნიტრიდისა და იზონიტრიდის, ჰიდრაზინის და შერეული ჰიდრაზინის, ანილომღება-ვებისა და მათი ნახევარფაბრიკატების გოგირდწყალბადის, მერკაპტანების, მჟავეების (ბორისა და საკვები მჟავეების გამოკლებით), აზოტის ჟანგეულების, ნიტროქლორიდების, ქლოროფორმის, დიქლორეთანისა და ქლორირებული ნახშირწყალბადის; ბენზოლის, ტოლუოლის, ქსილოლის, ფენოლისა და სხვა არომატული რიგის წარმონაქმნების; უაიტ-სპირტის, გოგირდოვანი ეთერის, მეთილის სპირტისა და სხვა გამხსნელების; პირილინისა და მისი საფუძვლების; ამიაკის პირველადი მეორადი და მესამეჯერადი ამინების; ნიტრობენზოლის, ნიტრომეთანისა და სხვა ნიტროშენაერთების; ციანიდური და თიოციანიდური ნაერთების; ლითონური ვერცხლისწყლის, წარმოებული ვერცხლისწყლისა და მისი მარილების; ფტორორგანული ნაერთების; ფორმალინის, ფორმალდეჰიდის, ეთილაცეტატის, მეთილაცეტატის და მფრინავი ალდეჰიდების; მარტივი და რთული ეთერის ნიტრიდებისა და იზონიტრიდების; ჰიდრაზინისა და შერეული ჰიდრაზინის; ანილოსაღებავებისა და მათი ნახევარპროდუქტების, ამინოპლასტების, ნახშირის გადამუშავებული პროდუქტების არომატული და ქლორირებული ნახშირწყალბადის, ქლოროპრენის, სოვპრენის, რეზინიტის, სინთეზური ლატექსის, ალკალოიდების; ნაერთები რომელთაც გააჩნიათ ცრემლდენი, ხველების, ხრჩობადი და საერთოშხამიანი მოქმედებები; ზემოაღნიშნული ნივთიერებებიანი ჭურჭლის მრეცხავი, ამასთანავე ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში დაკავებულნი არიან ქიმიური და სანტექნიკური დანადგარების შეკეთებითა და მომსახურებით;
გ) მუდმივად და უშუალოდ მომუშავენი განსაკუთრებით საშიში ინფექციების ცოცხალ კულტურასთან – ენცეფალიტები, კეთრი, მენინგიტი, ქუჩის ცოფი, ყვითელი ცხელება, პსიტაკოზი, ორნიტოზი, პოლიომელიტი, ყვავილი, ჰემორაგული ცხელება, ვირუსული ჰეპატიტი, ტიფი, ქუცხელება და სხვა რიკეტსიოზები, ასევე ქოლერა, ციმბირის წყლული, მელიოდოზი, შავი ჭირი, ბრუცელოზი, ტულარემია, ამასთანავე ზემოთ ნახსენები ინფექციებით დაავადებულ ცხოველებთან მომუშავენი;
დ) საწარმოო შენობებში მაგარი მჟავეების: ქლორიანი კირის, ქლორის, ბრომის, ციანიტური ნაერთების, ფენოლის, ფორმალდეჰიდის, გოგირდშემცველი ორგანული ნაერთების; ტყვიის, მარგანეცის, დარიშხანის, სტრიბიუმოვანების, ქრომის, ფტორის და ვერცხლისწყლის შენაერთების, მეთილის სპირტისა და მეთილაცეტატის, ქლორირებული და არომატული ნახშირწყალბადისა და მათი ნიტრო და ამინონაერთების, ცხელი და ნადნობი ლითონების და მათი შენადნობების, მადანის დნობისა და გამოწვის პროდუქტების და ნახევარპროდუქტების სინჯის შერჩევაზე მომუშავენი;
ე) მუშაკები, რომლებიც მუშაობენ აეროფოტოგადამღები მასალების კამერალურ დამუშავებაზე და სამუშაოებზე, რომელიც შეეხება ტიპოგრაფიული, გეოდეზური და გეოგრაფიული გეგმების და რუკების შედგენას;
ვ) პექტრალური ანალიზის სამუშაოების მწარმოებელი.
ზ) ვერცხლისწყლის ხელსაწყოებისა და აპარატების შეკეთებაზე მომუშავენი;
თ) სპექტრარულ ანალიზებზე: სპექტოგრაფებზე, სტილომეტრებსა და სტილოსკოპებზე მომუშავენი;
ი) ნახშირის სინჯის ანალიზის მწარმოებელი;
კ) პლასტომეტრული მაჩვენებლების განმსაზღვრელი მუშაკები.
2. ვივარიუმის მუშები, დასაქმებული ინფიცირებული ცხოველების მომსახურებაზე.
3. რეზინის ნარევის მომზადებასა და ვულკანიზაციაზე დასაქმებული მუშები.
4. უშუალოდ დასაქმებულები 30კვტ. მაღალი ძაბვის ელექტრონული მიკროსკოპის და ელექტრონოგრაფიის საშუალებით კვლევის ფიზიკურ მეთოდებზე.
5. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ და მუდმივად დასაქმებული არიან აზბესტსა და აზბესტოტექნიკურ ნაწარმთან.
6. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან ტექნიკური ნახშირბადის წარმოებას.
7. კოლორისტული ლაბორატორიის მუშაკები.
8. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ პლასტმასის ფიზიკური გამოკვლევის სხვადასხვა სამუშაოებს.
9. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ვანადიუმის ნაერთების, სელენის, ტელურის, გერმანიუმის, კაჟის, ტიტანის, ნიობიის, ტანტალის, ცირკონის, გაფნიის და ტალიუმის ანალიზს.
10. ლაბორატორიის მუშაკები, დასაქმებული გამდნარი ქლორიდებით ტუტე და ტუტე მიწის მეტალების, ნიობიუმის აქროლადი ქლორიდებით ქრომის, რკინის, ტიტანის ანალიზზე.
11. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ და მუდმივად აწარმოებენ სამუშაოებს ლოპარიტთან და ნახევარპროდუქტებთან, რომლებიც მისი დამუშავებისას მიიღება:
ა) უშუალოდ დასაქმებულები ანალიზის ჩატარებაზე, გამდნარი ორთქლიანი კალით, ლაქების, ქსილოლის, ტოლუოლის, ეთილაცეტატის, ბუტილაცეტატის გამოყენებით;
ბ) უშუალოდ დასაქმებულები თუჯის, ფოლადის, მადანის, შლაკის, ფლუსის, ფერონადნობის, სილიკატების, ფერადი მეტალების, აირის, რეაქტივების, მჟავას ტუტის ვერცხლისწყლის, ბენზოლის და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების გამოყენებით მილების საფარის ანალიზზე;
გ) უშუალოდ დასაქმებულები, სინჯის მშრალი წესით დამუშავებაზე, ხეხვაზე და ამოჭმაზე;
დ) უშუალოდ დასაქმებულები, თერმოდამუშავებაზე, გაგლინვაზე, ჭედვაზე და სინჯის დამუშავებაზე ადიდვის მეთოდით და მექანიკურ გამოცდაზე მხოლოდ ცხელ ნიმუშებზე;
ე) მუდმივად და უშუალოდ დასაქმებულები, ცხელი აირის ცხელი და გამდნარი მეტალების, მათი ნადნობების ფლიუსების და ფერონადნობის სინჯების შერჩევაზე;
ვ) უშუალოდ დასაქმებულები 30კვტ. მაღალი ძაბვის ელექტრონული მიკროსკოპის და ელექტრონოგრაფის საშუალებით კვლევის ფიზიკურ მეთოდებზე;
ზ) ელექტროღუმელების მომსახურე, რკინის ფხვნილის გამოწვას, მეტალებისა და ფეროშენადნობების გამოდნობაზე;
თ) მუდმივად და უშუალოდ დასაქმებულები, მადანის, ქვანახშირის, ფეროშენადნობისა და კონცენტრატების შრობასა და დაქუცმაცებაზე, ლაბორატორიული გამოცდისათვის;
ი) მუდმივად და უშუალოდ დასაქმებული ელექტროლიზზე, ლაბოტორიულ პირობებში.
12. ლაბორატორიის მუშაკები (ლაბორანტი, ინჟინერი, ტექნიკოსი, ქიმიკოსი და პრეპარატორის მუშა), უშუალოდ დასაქმებულები, ნახევარგამტარი მეტალების ანალიზზე და მათი ფიზიკური თვისებების გამოკვლევებზე.
13. ლაბორატორიის მუშაკები: (ლაბორანტი, ინჟინერი, ტექნიკოსი, ქიმიკოსი, და პრეპარატორზე მომუშავე), უშუალოდ დასაქმებულები იშვიათი და გაბნეული მეტალების, ნადნობების და მათი ნაერთების (ბერილი, სტრონციუმი, ცირკონი, ვისმუტი, სტიბიუმი, დარიშხანი და სხვა) ანალიზზე.
14. ლაბორანტი, დასაქმებული, ყველა სახის საყალიბე მასალების გამოცდაზე.
15. ლაბორანტი, დასაქმებული, მეტალოკერამიკული ნაწარმის გამოცდაზე.
16. პიეზოკერამიკული ლაბორატორიის მუშაკები, (ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ტექნიკოსი, ლაბორანტი და უფროსი ლაბორანტი).
17. ლაბორანტი დასაქმებული, ჩამოსხმის საამქროში და ცხელ უბნებში, მტვრისა და აირის ანალიზზე.
18. ლაბორატორიის მუშაკები უშუალოდ დასაქმებულები კრისტალური იოდითა და გაზისებრი ქლორით, იშვიათი და იშვიათმიწიანი მეტალების იოდიზირებასა და ქლორირებაზე.
19. ლაბორატორიის მუშაკები უშუალოდ დასაქმებულები, ურანის და თორიუმის შემცველი იშვიათი მეტალების მადნის შედგენილობის პროცენტის მეასედი წილიდან ერთამდე გამდიდრებასა და შესწავლაზე.
20. ლაბორატორიის მუშაკები უშუალოდ დასაქმებულები კაჟის ტეტრაქლორიდის დაშლაზე და ქლორის შენაერთების მიღებაზე ნახევარგამტარი მასალებისათვის.
21. ლაბორატორიის მუშაკები უშუალოდ დასაქმებულები მტვერდამჭერი აპარატებისა და მეთოდების დამუშავებაზე. აგრეთვე იშვიათი მეტალებისა და იშვიათმიწის ელემენტების გამომშვები საწარმოების ჩამდინარი წყლების გაწმენდაზე.
22. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები, იშვიათი მეტალების საფუძველზე სპეცნად-ნობების, ძნელდნობადი ფხვნილების, კარბიდების, სილიციდების, ბორიდების, ფოსფიდების, და სხვა ნაწარმის მომზადებაზე, მათ თერმულ და ქიმიურ გადამუშავებაზე, მეტალების გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის ღუმლებში და შეკუმშული გაზის დენით.
23. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები, მიკროსკოპებზე, პოლიაროსკოპებზე და კონომეტრებზე ტოკსიკური იმერსიული სითხეების გამოყენებით, მიკროსკოპებზე მუშაობისას, რომელთაც გააჩნიათ სინათლის ულტრაიისფერი წყარო, იმერსიული ობიექტებისა, აგრეთვე სქელფენოვანი ატომური ფოტოემულსიის გამოყენებით.
24. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები ვერცხლისწყლის მადნით ან კონცენტრატებით და მეტალური ვერცხლისწყლით (პოლიაროგრაფია, ამპერომეტრული ტიტრებით, პრეპარატული ელექტროლიზით ვერცხლისწყლის კათოდებზე, პირომეტრია).
25. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები, გამოკვლევების ჩატარებით ყველა სახის ზეთებზე, სხვადასხვა მისართებით, კონსისტენტური ზეთვით, სამუხრუჭე მასალებით, თხევადი და გაზისებრი აირით.
26. მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები ლაბორატორიებში ლაქსაღებავების დაფარვით ტოკსიკური კომპონენტების გამოყენებით.
27. ლაბორატორიის მუშაკები მუდმივად და უშუალოდ დასაქმებულები:
ა) ტოქსიკური ნივთიერებებისაგან წვრილდისპერსიული ფხვნილების მომზადებაზე, დაქუცმაცებაზე, მსხვრევაზე, გაცრაზე მათ მარილებსა და ჟანგეულებზე (მარგანეცი, მაგნიუმი, ბერილი, ფოსფორი, ტელური, ინდიუმი, ვერცხლისწყალი, ცინკი, ბარიუმი), ფერიტორული ნახევარგამტარი მასალებისა და კრისტალების მომზადებაზე;
ბ) მაღალი ტემპერატურის (300 გრ) გამოყენებით „ა“ პუნქტში ჩამოთვლილი ნივთიერებების გადამუშავებაზე და გამოკვლევებზე;
გ) ელექტრონახშირის ნაწარმის გაჟღენთაზე გამდნარი მეტალებით, ქვანახშირის აფსკებით, ფისით, ბაკელიტის ლაქით, ფტორის კადმიუმით სილიციუმ-ორგანული და სხვა ხელოვნური ფისით, მათი ბენზოლში გარეცხვით, ოთხქლორიანი ნახშირბადისა და დიქლორეთანის, აგრეთვე ელექტროგრადაციაზე და ელექტრონახშირის აირწმენდაზე.
28. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები მინისებრი ბოჭკოს დამზადებაზე, მაღალი ტემპერატურის დნობის დანადგარებზე, ფისით, ორგანული გამხსნელების გამოყენებით და აგრეთვე მინაპლასტიკატების დამუშავებითა და გამოცდით. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები ცხელ დაწნეხვაზე, ფორმირებაზე, ჩამოსხსმაზე, დაწებვაზე და შედუღებაზე ფენო და ამინოპლასტების, ეტროლის, პოლიქლორვინოლის ფისის, ტექსტოლიტის, ორგანული ნაერთების გამოყენებით.
29. ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ტექნიკი, უფროსი ტექნიკი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, და მუშები, დასაქმებულები ელექტროსაიზოლაციო ლაბორატორიაში.
30. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები კარბიდებიდან, ბარიდებიდან, სილიციდებიდან, ნიტრიდებიდან, ფოსფიდებიდან, ანილინის ტოკსიკური ნაერთებიდან მეტალოკერამიკული ნაწარმის დამუშავებაზე.
31. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები:
ა) სპეცნადნობების დამზადებაზე (დაქუცმაცება, წვრილად დაფქვა, გაცრა, დაწნეხვა, თერმული დამუშავება), ფხვნილოვანი მეტალურგიის მეთოდის გამოყენებით, ტოქსიკური თვისებების მქონე ნივთიერებებისა და მათი ნაერთების გამოყენებით (კობალტი, მოლიბდენი, ნიკელი, ვოლფრამი, სილისიუმი, ბერილი, ლითიუმი და სხვა);
ბ) მაღალი ტემპერატურის (2000-3000გრ.-ის ღუმლებში სხვადასხვა გაზით (ნახშირბადის მჟავა და სხვა ფოსფორწყალბადი და სხვა) ახალი ძნელდნობადი ფხვნილოვანი ნადნობების (კარბიდი, ბარიტი, სილიციდი, ფოსფიდი და სხვა ნაერთებისა და მასალების) გამოკვლევას, გამოცდას და მათ წარმოებას.
32. ლაბორატორიის მუშაკები მუდმივად დასაქმებულები ტიტანის, ჰაფნიუმის, სხმულის და სხვა იშვიათი ელემენტების საფუძველზე ნადნობის გლინვაზე.
33. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები, აეროდინამიკურ მილებზე, მათთან რეაქტიული ძრავების, აგრეგატების, კვანძებისა და დეტალების გამოცდაზე:
ა) მაღალი ხმაურის პირობებში 100 დც. და მაღლა;
ბ) 20-დან 100 დც. ხმაურის დონეზე.
34. ლაბორანტი წარმოებებში: ნახშირბადის ჟან-გვის კონვერსიაზე, ჩამდინარე წყლის დეფენოლიზაციაზე, ნახშირწყალბადის გაზების გახლეჩაზე, თხევადი და აიროვანი გაზის ჰიდროგენიზაციაზე, გაზებიდან სინთეზზე, ჰიდრირებული პროდუქტების გადამუშავებაზე, სინთეზზე და დეჰიდრირებაზე, ბენზინის არომატიზაციაზე, გოგირდწყალბადისაგან და ნახშირბადის ჟანგისგან წყლიანი გაზის და წყალბადის კომპრესიაზე, ნახევრად კოქსირებაზე.
35. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები ჰელმოგოლცის ეტალონების კოჭების გეომეტრიული ფორების კომპარირებაზე, სპეციალურ კომპარატორ გამზომი მიკროსკოპით.
36. ლაბორატორიის მუშაკები, დასაქმებულები გამომთვლელ მანქანებზე, ტაბულატორზე გამოთვლებით (ასტრონომიული, გეოდეზიური და სხვა).
37. საყინულე ლაბორატორია:
ა) ლაბორანტი, პრეპარატორი;
ბ) მექანიკოსი, საწარმოო დაწესებულების მუშა და დამლაგებელი, უშუალოდ ლაბორატორიაში მომუშავეები.
38. ლაბორატორიის მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები მიწისქვეშა პირობებში, მადნებში გრავიმეტრიული დახრილობასაზომი გაზომვების ჩატარებაზე
39. ლაბორატორიის თანამშრომლები, მუდმივად დასაქმებულები კარანტინის დროს საკოლექციო ნარგავების შხამქიმიკატებისაგან გაწმენდაზე.
40. ლაბორატორიის მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები ნარგავებზე შხამქიმიკატების შესხურებით და შეფრქვევით, აგრეთვე შესაფრქვევი, შესასხურებელი, აეროზოლის აგრეგატებისა და ავტომანქანების წმენდაზე, შხამის მომზადებაზე, დაფასოებასა და მღრღნელების წინააღმდეგ ნაკვეთის დამუშავებაზე.
41. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები სინთეზის სამუშაოებზე, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოკვლევასა და გამოცდაზე, ახალი ქიმიური წარმოებების ტოქსიკური ნივთიერებების დამუშავების მეთოდების სრულყოფა, აგრესიულ-ტოქსიკურ გარემოში ნაწარმისა და მასალის გამოცდაზე. ამასთან მუშები, სამუშაო დღის განმავლობაში დაკავებულები ქიმიური და სანტექნიკური დანადგარების რემონტზე, რომელზეც წარმოებს ზემოთ აღნიშნული სამუშაოები.
42. ლაბორტორიის მუშაკები უშუალოდ დასაქმებულები, სინთეზის სამუშაოებზე, ბორის ტოქსიკური ორგანული ნაერთის, ფოსფორის კაჟის, ფტორის და ვერცხლისწყლის გამოკვლევასა და გამოცდაზე.
43. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები მეტალის ტოქსიკური ორგანული ნაერთების გამოკვლევასა და სინთეზის სამუშაოებზე.
44. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები: ვანადიუმის, სელენის, ტელურის, გერმანიუმის, კაჟის, ტიტანის, ნიობიის, ტანტალის, ცირკონის, გაფნიის, ტალიის ტოქსიკური შენაერთების ქიმიურ გადამუშავებასა და გამოკვლევებზე.
45. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები ტუტოვანი გადამდნარი ქლორიდებისა და ტუტოვან მიწიანი მეტალების, აქროლადი ქლორიდების, ნიობიის, ქრომის, ტიტანის და რკინის კვლევით სამუშაოებზე.
46. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები იშვიათი და გაბნეული მეტალების, ნადნობებისა და მათი ნაერთების (ბერილის, სტრონციუმის, ცირკონის, ვისმუტის, სურმის, დარიშხანის და სხვა) გამოკვლევებზე.
47. ლაბორატორიის მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები ელექტრო- და გაზოშემდუღებელ აპარატებზე, ლაბორატორიებში.
48. ლაბორატორიის მუშაკები, დასაქმებულები:
ა) სინთეზით, ქიმიური ანალიზით, გამოყოფით, გამოცდით (ბიოლოგიური, ტოქსილოკოლოგიური მიკრობიოლოგიური ქიმიკოთერაპევტული) წამლის ფორმების დამზადებით, აპარატურულ-ტექნოლოგიური გამოკვლევებით; ტოქსიკური და ძლიერმოქმედი სინთეტიკური წამლების პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ვიტამინ „ბ-12-ის“ ალკალოიდების, გლუკოზიდების, ბაქტერიული პრეპარატების, ჰორმონების, ინსეკტიციდების, სადეზინფექციო საშუალებების, კარცეროგენულ ნივთიერებებთან მუშაობით;
ბ) ძლიერმოქმედი და შხამიანი სამკურნალო მცენარეების დაფქვაზე, შრობასა და დაფასოებაზე, სახელდობრ: დურღენის, კბილის ამისტილჭირის, ასტმატოლას, ბელადონას, ნარის, ლენცოფას, კატაბალახას, ცხვირისატეხელას, ლემის, დარმანის, დოლმატის გვირილას, ყვითელყვავილას, ლეზურას, წიწინაურის, თავყვითელას ქენდირის, შროშანის, ფუტკარას, ოლეანდრეს, ღვედკაცას, წითელი წიწაკა, მთის ჩადუნა, ძაღლყურძენას, მატიტელას, მსხვილნაყოფა სოფორას, ჩარანი, ტერმოსისი, ხოროსანის, ქუჩულას შხამას, მთის ეფედრას;
გ) სამკურნალო მცენარეულის: ჭაობის იელის, უცუნას, გლედიჩიას, ასისთავას, ხარისძირას, ვორონოვის თეთრყვავილას, თავკომბალა ქრისტესისხლას) ნედლეულის დაფქვაზე, შრობასა და დაფასოებაზე:.
დ) სხვა სამკურნალო მცენარეთა ნედლეულის დაფქვაზე, შრობასა და დაფასოებაზე.
49. კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ანგიოგრაფიის კაბინეტებში, რადიო იზოტოპური კვლევის განყოფილებებში დასაქმებულები.
50. ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ საყოფაცხოვრებო-საწარმოო ჩამდინარე წყლების ქიმიურ და ბიოლოგიურ ანალიზებს, ნიადაგისა და ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების ანალიზებსა და დასაქმებული არიან ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებთან, როგორებიცაა: ორგანული და არაორგანული ანჰიდრიდის მჟავეები, ეთერი და კეტონები, ტყვია, გოგირდნახშირბადი, მჟავეები და აზოტის ჟანგეულები, ქლოროფორმი, დიქლორეთანი და სხვა ქლორირებული ნახშირწყალბადები, ბენზოლი, ტოლუოლი, ქსილონი, ფენოლი, ეთილის სპირტი, პირიდინი, ვერცხლისწყლის მარილები, ჰიდრაზინი, მეთილის სპირტი და სხვა გამხსნელები, ამიაკი, ფორმალინი, ციანედური ნაერთები, ჰექსანი, ჰალოგენები, მინერალური ფუძეები და ტუტეები.
თავი XXVIII. ეკონომიკური დარგების საერთო პროფესიე