1. ცივად ტვიფრის მეავტომატე, დასაქმებული სალურსმნე ავტომატზე
.
2. აკუმულატორის დამუხტვაზე და რემონტზე დასაქმებული მუშა
.
ა) მჟავას (ტყვიის);
ბ) ტუტის გამოყენებით.
3. ჟანგბადის, ტუტის და კრიპტონულ დანადგარზე დასაქმებული ჰაერგამყოფის მეაპარატე.
4. ნახშირმჟავას მიმღები მეაპარატე.
5. სინთეტიკური ფისის, მჟავას და ანტისეპტიკის დამზადებაზე დასაქმებული სახარში მანქანის მეაპარატე.
6. ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარის მეაპარატე, დასაქმებული სამრეწველო ჩამდინარე წყლების განეიტრალებაზე.
7. ქიმიური წყლების გამწმენდი მეაპარატე, დასაქმებული:
ა) დაქლორვის პროცესზე;
ბ) წყლების ქიმიური გაწმენდის სხვა სამუშაოებზე.
8. მეთანის, ბენზოლის და მისი დერივატის (ტოლუოლი, ქსილოლი და რთული სპირტები) შემცვლი საღებავებით დასაქმებული აეროგრაფისტი:
ა) შენობაში;
ბ) გარე სამუშაოებზე.
9. ბაკელიტური ლაქით დეტალების ხელით ჟღენთაზე დასაქმებული მჟღენთავი.
10. არტახის ჩამოცმაზე (დაგებაზე) და აგეგმვაზე (გადაღებაზე) დასაქმებული მუშა:
ა) ცხელი მეთოდით;
ბ) ელექტროგახურებით.
11. მეკასრე, დასაქმებული:
ა) ქიმნედლეულის, ტოქსიკურ-ქიმიური, ნავთობის პროდუქტების და ტექნიკური მურა ნახშირბადის ტარის შეკეთებაზე.
ბ) ნახშირის, მადნის და ზეთის ტარის შეკეთებაზე.
12. რეზინის ნარევის ცხელ ვალცვაზე დასაქმებული რეზინის ნარევის მვალცავი.
13. ანტისეპტიკური პასტის, ჰიდროიზოლაციის და კონსისტენციური საცხის დამზადებაზე დასაქმებული ანტისეპტიკების მხარშავი.
14. მწონავი, დასაქმებული:
ა) დახურულ შენობებში თაბაშირის, კაზმის ცემენტის, აზბესტის და სხვა მტვრიანი მასალის აწონვაზე;
ბ) ქიმიური ნედლეულის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობპროდუქტების და ტექნიკური ნახშირბადის (მურა);
გ) ნახშირის, მადნის და ზეთის საცხის;
დ) ქიმიური ნედლეულის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობპროდუქტების და ტექნიკური ნახშირბადის ვაგონსასწორებზე და ავტოსასწორებზე.
15. უტილიზაციის ქარხნებში და უტილიზაციის დანადგარებზე დასაქმებული ვეტერინარი ექიმი, მედდა და სანიტარი.
16. მაშველი სამსახურის მყვინთავი.
17. საგზაო პირობებში სპეციალური და საბრძოლო მანქანების გამომცდელი-მემანქანე, დასაქმებული ტანკების გამოცდაზე.
18. გამომცდელი-მემანქანე, დასაქმებული:
ა) საწარმოო შენობებში საგამოცდო სტენდებზე;
ბ) ავტოდრომებზე ავტომობილების გამოცდაზე.
19. რეზინის ნარევის ცხელ ვულკანიზაციაზე დასაქმებული ვულკანიზატორი.
20. სტაციონარული აირგენერატორის მომსახურებაზე დასაქმებული მეაირგენერატორე.
21. აირის უბნებში და საამქროებში მორიგეობაზე დასაქმებული აირმაშველი.
22. მეაირე, დასაქმებული:
ა) აირგამანაწილებელ პუნქტებზე;
ბ) სტაციონალურ აირგენერატორებზე.
23. ლილვის ქრომირებაზე მუდმივად დასაქმებული გალვანიზატორი.
24. რადონოსამკურნალო დაწესებულებაში დასაქმებული მეგარდირობე.
25. კირის ჩამქრობი დასაქმებული დახურულ შენობაში კირის ჩამქრობაზე.
26. აცეტილენური აირგენერატორის რემონტზე და მომსახურებაზე დასაქმებული მეგენერატორე.
27. ჰიდრომემონიტორე.
28. სილის ჰიდროჭავლურ და ჰიდროგამწმენდ დანადგარზე მომუშავე.
29. გრავიორი (მჭრეთელი) დასაქმებული:
ა) ლითონის დეტალებსა და ნაკეთობებზე;
ბ) ტყვიაშემცველი შენადნობის დეტალებსა და ნაკეთობებზე.
30. ამონიუმფტორის სამუშაოებსა და მინანაკეთობის გრადუირებაზე მუდმივად დასაქმებული მეგრადუირე.
31. მტვირთავი, მუდმივად დასაქმებული:
ა) ცხოველების გვამის ჩატვირთვაზე;
ბ) დაყრით სქელფისის ჩატვირთვაზე;
გ) მტვრიანი ან სხვა ტოკსიკური ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე: აგლომერატის, აზბესტის, ალებასტრის, წიდის, ნაცრის, ჩამქრალი კირის, ქლორიანი კირის, კოქსის, კოქსწვრილას, დაქუცმაცებული კოქსის, ცემენტის, ტექნიკური ნახშირბადის (მურა), ნახშირის, ცხელი ფიქალის, საკერძე და ინერტული მტვრის, მინერალური ლურჯას; ბამბაზე: მინერალური, მინისებრი, წიდისა და მისი ნაკეთობის; გრაფიტზე: დაფქული, ნაჭრებად და ნამცეცებად დაქუცმაცებული გრაფიტის დაყრით, შეუფუთავი ნახშირის ელექტროდების, შეუფუთავი ცეცხლგამძლე და აბრაზიული გრაფიტის; ნედლი და დაფქული ძვლის დაყრით; აჯასპის დაყრით; ცარცის დაყრით; ძენძის დაყრით ან ფუთებად; გაურეცხავი მატყლის (შალი); ტალკის დაყრით, შეუფუთავი თამბაქოს; თამბაქოს მტვრის დაყრით ანდა ტომრებში; მადნისა და მისი კონცენტრატების; ფრეზული ტორფის; ქათმის ჭდის; კრეოზიტისა და კრეოზოლის ჩასხმა მინერალური სასუქების დაყრით, ნატფალინის ბრიკეტებში და ტომრებში; კალციუმიანი და კაუსტიკური სოდის; ტყვიის ნამწვის, პასტისა და მურდასანგის; ფეკალის; ფენოლის ჩამოსხმისას და დასხმისას; ორთქლისა და აირის გამომყოფი შლამის; ტუტის ჩამოსხმისას და დასხმისას.
32. ლითონის ნაკეთობისა და აპარატის გუმირებაზე დასაქმებული მუშა.
33. მწნეხავი, დასაქმებული:
ა) სახარატო-საწნეხ ჩარხებზე დეტალების დამზადებაზე;
ბ) აირის სანთურით, ხელით შეთბობით სპეციალური ფოლადისაგან და ფერადი ლითონისგან სპეცნაწარმის დამზადებაზე.
34. სასაწყობე ნაგებობებში დეგაზაციაზე დასაქმებული მუშა.
35. დეზინფექტორი.
36. უსინათლო მბეჭდავის მოკარნახე (სუფლიორი), სისტემატიურად დასაქმებული ტექსტის კარნახით.
37. ბრაილევის ნაკრების უსინათლოთათვის დიქტორი, დასაქმებული ტექსტის კარნახით.
38. დახურულ შენობებში თაბაშირის, კაზმის, ცემენტის, აზბესტის და სხა მტვერის მასალების დოზირებაზე დასაქმებული მადოზირებელი.
39. მსხვრეველი, დასაქმებული პლასტმასის ნარჩენების მსხვრევაზე.
40. მეთუნუქე მუდმივად დასაქმებული:
ა) სელენისა და კუპროქსის გამმართველების წარმოებაში სავენტილაციო დანადგარების რემონტზე;
ბ) ცხელ უბნებზე.
41. საზეთი (საპოხი) და საწვავი მასალის გამმართველი დასაქმებული:
ა) ბენზინგასამართი და საპოხი (ზეთის) მასალების გამმართველ სადგურში;
ბ) ეთილირებული ბენზინით თვითმფრინავების გამართვაზე;
42. ტყვია-კალის შენადნობის ჩამომსხმელი, დასაქმებული:
ა) ტყვიისა და ტყვიის შენადნობის დნობაზე, ავსებაზე და ჩამოსხმაზე;
ბ) ტყვიის ფორმების ავსებასა და ტყვიის ლილვაკის ჩამოსხმაზე;
გ) ბაბიტისა და სხვა შენადნობების დნობასა და ჩამოსხმაზე, 50% ტყვიის შემცველობით.
43. ცეცხლსაქრობის დამმუხტავი, დასაქმებული ცეცხლსაქრობის რეცხვაზე, რემონტზე და დამუხტვაზე ბრომეთანითა და ნახშირმჟავით დიქლორეთანის რეცხვისას.
44. მენაცრე, დასაქმებული ნაცრისა და წიდის გამოღებით ბუნკერებიდან, საცეცხლეებიდან, ნაცრის კამერებიდან, საშრობი ღუმელებიდან, საწარმოო და კომუნალური საქვაბეებიდან და წყლის გამაცხელებელი ქვაბებიდან, ასევე ცეცხლრიკიანი ცხაურიდან, ორთქმავლის საქვაბეებიდან და საჰაეროებიდან, რომლებიც მუშაობენ მყარ მინერალურ და ტორფიან საწვავზე:
ა) ხელით მუშაობისას;
ბ) მექანიკური საშუალებებით.
45. თერმომამხოლოებელი დასაქმებული:
ა) მინის ბამბის, მინაბოჭკოს, მინაქეჩისა და წიდის ბამბის გამოყენებით;
ბ) დახურულ შენობებში ცხელი ზედაპირის (საქვაბეების, მილგაყვანილობის) განმხოლოებაზე
46. მეცეცხლური, დასაქმებული შეშით ღუმლის დანთებაზე.
47. ძრავის გამოსაცდელ სადგურებში ეთილირებულ ბენზინზე მომუშავე ძრავის გამომცდელი:
ა) ბოქში მუშაობისას;
ბ) შენობებში მუშაობისას;
გ) ღია ტიპის საცდელ სადგურებში, შენობებში და ბოქსებში სუფთა ბენზინზე მომუშავე ძრავის გამოცდისას.
48. ძრავის მექანიკოს-გამომცდელი, დასაქმებული საბლოკე დანადგარების, კარბიურატორების, ჟიკლიორების, ზეთის ტუმბოების, საჭირხნების გამოცდაზე და ჭანჭიკების დაჭერაზე შენობებში ეთილირებულ ბენზინზე მუშაობისას.
49. ძრავის გამომცდელი, დასაქმებული დიზელებისა და დიზელ-გენერატორების გამოცდაზე:
ა) სპეციალურად მოწყობილ ბოქსებში, რომლებიც ბგერათიზოლირებულია გარემომცველი შენობებიდან და მუშაობს ბოქსის შიგნით უშუალოდ დიზელთან;
ბ) საცდელ სტენდზე შენობაში;
გ) თბომავლის რეოსტატზე და სვლის გამოცდაზე.
50. ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები ეთილირებულ ბენზინზე მომუშავე ძრავის გამოცდაზე საცდელ სადგურებში:
ა) ბოქსში მუშაობისას;
ბ) შენობაში მუშაობისას.
გ) ღია ტიპის საცდელ სადგურებში და შენობებში ძრავის სუფთა ბენზინზე მუშაობისას.
51. ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები და მოსამსახურეები, დასაქმებული ზღვის დონიდან:
ა) 2000 მ-დან 2300 მ-მდე;
ბ) 2301 მ-დან 3000 მ-მდე;
52. ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები ანტიდეპონის წარმოებაზე ფოსფატის, სახარშ, სამაცივრო, ოქსალატის განყოფილებაში
53. ინჟინერ-კარტოგრაფი, კარტოგრაფ-ტექნიკოსი, ტოპოგრაფი, მხაზველი, დასაქმებული ტოპოგრაფიული, გეოგრაფიული, გეოლოგიური გეგმებისა და რუქების შედგენაზე და ხაზვაზე.
54. ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, დასაქმებულები ბლოკის დანადგარების, კარბიურატორების, ჟიკლერების, ზეთის სატუმბის, საჭირხნის გამოცდაზე და დახურულ შენობაში ჭანჭიკების დაყვანაზე ეთილირებულ ბენზინზე მუშაობისას.
55. ქვის მთლელი, დასაქმებული საღებავ-სასრეს ლილვზე.
56. სამრეწველო ღუმელების, ქვაბების და აგრეგატების კალატოზი-მექურე, დასაქმებული ცხელ სამუშაოებზე საწარმოო ღუმელების და ქვაბების რემონტზე.
57. რადონო სამკურნალო დაწესებულებაში დასაქმებული მეთეთრეულე.
58. სპეციალიზირებული მასალების საწყობში დასაქმებული მეკუჭნავე:
ა) ქიმიკატების გამხსნელების, ნავთობპროდუქტების, საპოხი ზეთის, პლასტმასის ნაკეთობებისათვის, პრესფხვნილის, ნახშირის და ქიმიური ნივთიერებებისათვის გამოყენებული ტარის დაბრუნებაზე;
ბ) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით დაბინძურებულ სპეცტანსაცმელზე;
გ) ტექნიკურ ნახშირბადზე (მურა).
59. წებოს მხარშავი, დასაქმებული:
ა) წებოს დამზადებაზე კალიუმბიქრომატის და ანტისეპტიკის დამატებით;
ბ) ბაკელიტური და კარბამიდული წებოს ხარშვაზე.
60. ხელის პნევმატიკური ინსტრუმენტით დასაქმებული დამმოქლონველი.
61. რაბის აპარატის მომსახურების მეკესონე დასაქმებული კესონურ სამუშაოებზე.
62. გვირაბგამყვანი – მეკესონე, დასაქმებული კესონურ სამუშაოებზე.
63. მეკესონე, დასაქმებული საზეინკლო
-კესონურ სამუშაოებზე.
64. ელექტროსამონტაჟო სამუშაოებზე დასაქმებული მეკესონე.
65. სამღებრო სამუშაოების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული საწარმოო უბნებზე და სამღებრო საამქროებში ოპერაციობრივ კონტროლზე.
66. ლითონდაფარვითი სამუშაოების კონტროლიორი დასაქმებული ოპერაციობრივ კონტროლზე:
ა) გალვანურ საამქროებსა, საწარმოო უბნებსა და სამუშაო ადგილებზე;
ბ) ტყვიის შენადნობით მოკალულ რადიატორებსა და მოტყვიავებულ ბენზოავზებზე.
67. სამჭედლო-საწნეხი სამუშაოების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული ოპერაციობრივ კონტროლზე სამჭედლო-საწნეხ საამქროებში სამუშაოს ცხელ უბნებზე.
68. თერმული დამუშავების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული ოპერაციობრივ კონტროლზე თერმულ საამქროებში სამუშაოს ცხელ უბნებზე.
69. ჩამომსხმელ წარმოებაში მასალების და სამუშაოების კონტროლიორი, უშუალოდ დასაქმებული ოპერაციობრივ კონტროლზე:
ა) ჩამომსხმელ საამქროში სამუშაოს ცხელ უბნებზე;
ბ) საჩეხ, საყალიბე, საკოპე და მიწის მოსამზადებელ განყოფილებაში, საწარმოო უბნებსა და სამუშაო ადგილებზე.
70. სამინანქრო საამქროს საწარმოო უბნებში და სამუშაო ადგილებზე მომინანქრების ოპერაციობრივ კონტროლზე დასაქმებული კონტროლიორი.
71. დახურულ შენობებში იარაღის კონტროლიორი.
72. საჩარხო და საზეინკლო სამუშაოების კონტროლიორი, დასაქმებული ტყვიის შენადნობის გამოყენებით ავტომობილის ძარის შეზუსტების, წმენდისა და ლხობის უბნებზე, ოპერაციობრივი კონტროლით.
73. ლითონნაკეთობის და მოწყობილობების დამკონსერვებელი, დასაქმებული სპეციალური საცხის გამოყენებით ნაკეთობის კონსერვაციაზე.
74. პლასტმასის ნაწარმის კონტროლიორი.
75. პოლიგრაფიულ წარმოებაში მომუშავე კორექტორი.
76. ცხელი ქვაბების რემონტიორი.
77. ქვაბების გამწმენდი.
78. საწარმოო ღუმელების ცეცხლფარეში.
79. პლასტმასის ჩამომსხმელი დასაქმებული თერმოპლასტავტომატზე.
80. ცხელი წესით მკალავი, დასაქმებული ტყვიის, კალისა და კალის შენადნობებით.
81. მღებავი, მუდმივად დასაქმებული:
ა) ცხელ საამქროებში ლითონკონსტრუქციის შეღებვაზე;
ბ) გემის კორპუსის ლითონის ფუძის და ზღვის მოტივტივე კორპუსების ფუძის, შიგა ცისტერნების, რეზერვუარების, ავზის, პონტონის და მცურავი დოკების გადაკვრაზე, გახეხვაზე, გაწმენდასა და შეღებვაზე.
82. ნიშანმდებელი, მუდმივად დასაქმებული სამუშაოებზე ამონიუმფტორით.
83. უბნის უფროსი და ოსტატი დასაქმებული საწნეხ უბნებზე და პლასტმასის ნაკეთობების (დეტალების) ჩამოსხმაზე.
84. ოსტატი, დასაქმებული ტყვიის შენადნობის გამოყენებით გამწმენდ, სალხობ ავტომობილის ძარის გამსწორებელ უბნებზე.
85. მემანქანე (საბეჭდი მანქანის).
86. ავტოკომპრესორების მემანქანე, დასაქმებული:
ა) 3 ტონაზე უფრო მეტი ტვირთამწეობის შასზე დამონტაჟებულ ავტომობილებზე;
ბ) 3 ტონამდე ტვირთამწეობის შასზე დამონტაჟებულ ავტომობილზე.
87. გრუნტის გაყინვის ამიაკურ-სამაცივრო დანადგარების მემანქანე.
88. გაზსაბერი მანქანის მემანქანე დასაქმებული ორთქლტურბოჰაერმბერზე.
89. შიგაწვის ძრავის მემანქანე, დასაქმებული:
ა) გაზის ძრავის მომსახურებით;
ბ) დიზელების და ლოკომოტივების სადგურების მომსახურებით;
გ) შენობებში დიზელების მომსახურებით.
90. ორთქლის მანქანისა და ლოკომოტივების მემანქანე, დასაქმებული შენობაში.
91. კომპრესორული დანადგარების მემანქანე, რომელიც ემსახურება:
ა) ამიაკური, საჰაერო, კმამოჭერის, ჟანგბადის, კრიპონის, ფრეონის კომპრესორებს, ტურბოკომპრესო-რებს, დიზელის ძრავიან კომპრესორებს;
ბ) ქლორის კომპრესორებს.
92. საქვაბის მემანქანე (ცეცხლფარეში), დასაქმებული მყარ, მინერალურ და ტორფის საწვავზე მომუშავე, ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბების მომსახურებაზე:
ა) ხელით ჩატვირთვისას;
ბ) მექანიზებული ჩატვირთვისას.
93. საქვაბის მემანქანე (ცეცხლფარეში), დასაქმებული თხევად საწვავზე და გაზზე მომუშავე ორთქლისა და წყალსათბობი ქვაბების მომსახურებაზე.
94. ავტომობილის ამწეს მემანქანე, დასაქმებული:
ა) 3 ტონაზე უფრო მეტი ტვირთამწეობის ავტომობილების შასზე დამონტაჟებულ მანქანებზე;
ბ) 3 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომობილების შასზე დამონტაჟებულ მანქანებზე.
95. ამწეს მემანქანე, დასაქმებული:
ა) ცხელ სამუშაო უბნებზე;
ბ) საამქროებში, სადაც ტექნოლოგიური სათბობის სახით გამოიყენება ზეგოგირდოვანი მაზუთი;
გ) საყალიბე, საკოპე და მიწამომამზადებელ საამქროებში;
დ) გალვანურ და სამღებრო საამქროებში, სადაც ხდება პულვერიზატორით ნაკეთობების შეღებვა.
ე) რკინიგზაზე, მუხლუხაზე და პნევმოთვლებით სვლის, შიგაწვის, დიზელის და ელექტროძრავიანი ამწის მომსახურებაზე.
96. სატუმბი დანადგარის მემანქანე, დასაქმებული 3 მ-ზე მეტი სიღრმის წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სატუმბი სადგურების მომსახურებაზე.
97. ტექნოლოგიური ტუმბოების მემანქანე, დასაქმებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე.
98. სამაცივრო დანადგარების მემანქანე.
99. ექსკავატორის მემანქანე, დასაქმებული ექსკავატორის მომსახურებაზე.
100. მოძრავი ელექტროსადგურის მემანქანე.
101. მეტალიზატორი, დასაქმებული მეტალიზაციის წესით ნაკეთობების ფერადი და შავი ლითონებით დაფარვაზე.
102. მრეცხავი, დასაქმებული:
ა) ლაქ-საღებავი პროდუქციისაგან ტარის გამოწვაზე;
ბ) ტოქსიკური ქიმიური პროდუქციისაგან ჭურჭლის რეცხვაზე;
გ) გამხსნელებით ტარის რეცხვაზე;
დ) მუდმივად დასაქმებული დეტალების (ნაკეთობების) რეცხვაზე ტუტე და მჟავას გამხსნელებში;
ე) დიქლორეთანითა და ტრიქლორეთილენით დეტალების რეცხვაზე, გაუცხიმოვნებასა და წმენდაზე;
ვ) მუდმივად დასაქმებული დახურულ შენობებში დეტალების ბენზინში რეცხვაზე;
ზ) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიური ნივთიერებებისაგან გემების, რეზერვუარების, ცისტერნების, ავზების რეცხვაზე, გაორთქვლასა და დეგაზაციაზე.
103. მექანიკური ნიჩბის მემოტორე, დასაქმებული საფრეზავ-ბურთისებრი ნიჩბით მომსახურებაზე.
104. გაპრიალებული რგოლების მკეჭნავი, მუდმივად დასაქმებული აბრაზივის ფხვნილით რბილი რგოლების დაკეჭვნაზე, ტექნიკური საპრიალებელი პასტით (ქრომის გამოკლებით) ხარშვასა და წასმაზე.
105. ჩამოსასხმელი მანქანის გამმართველი, დასაქმებული თერმოპლასტავტომატების გამართვაზე.
106. სახეხი დაზგების გამმართველი, დასაქმებული საჩორტნ, სალეს, და სახეხ დაზგებზე, რომლებზეც სამუშაოები წარმოებს მშრალი წესით აბრაზივის რგოლებით.
107. ქლიბების, ჭოპოსნებისა და ხერხების მჭდელი.
108. გადამკვრელი, დასაქმებული ავიატილოს, ავიატოლის, მინანქრის და სპეციალური ქსოვილების აკვრაზე.
109. ყველა სახის პირის გადამღებ და გასამრავლებელ მანქანებზე დასაქმებული მანქანის ოპერატორი.
110. მტვერაირსაჭერი დანადგარების მომსახურების ოპერატორი, მუდმივად დასაქმებული მილსადენების მტვერსაჭერი ციკლონების, ფილტრებისა და სავენტილაციო სისტემის კამერების გაწმენდაზე.
111. ოპტიკოსი, დასაქმებული ლინზების ჭრაზე, ტეხვასა და დაკალიბრებაზე.
112. რკინიგზის ცისტერნების, მოცულობისა და ნავთობის ჭურჭლის დამთვალიერებელი, დასაქმებული შიდა დათვალიერებით, ნავთობპროდუქტებიანი ვაგონცისტერნების მიღებითა და ჩაბარებით.
113. მრჩილავი, მუდმივად დასაქმებული:
ა) სამუშაოებზე ტყვიის, კალისა და მათი შენადნობების გამოყენებით, ასევე რჩილვაზე სპილენძ-ფოსფოროვანი სარჩილით;
ბ) სამუშაოებზე თითბერის გამოყენებით;
გ) ვერცხლისწყლის სარჩილის დამზადებაზე და ამ სარჩილით რჩილვაზე;
დ) რჩილვაზე მარილის აბაზანებში;
ე) საჭრისზე მაგარი შენადნობებისგან ფირფიტების რჩილვაზე.
114. ტყვიით მრჩილავი.
115. პირომეტრისტი, მუდმივად დასაქმებული ცხელ სამუშაო უბნებზე გადამტანი თერმოწყვილებით, ოპტიკური და ორთქლსაზომი რადიომოსახსნელი პირომეტრებით.
116. ლითონისა და შენადნობების მდნობელი, დასაქმებული:
ა) ტყვიისა და მისი შენადნობების დნობაზე;
ბ) უშუალოდ დასაქმებული ბაბიტისა და არანაკლებ 50 პროცენტის შემცველობის მქონე სხვა შენადნობების დნობაზე.
117. მზარეული, დასაქმებული მუდმივად ქურასთან.
118. დამხმარე (ტრანსპორტის) მუშა, დასაქმებული:
ა) სტაციონარული აირგენერატორების მომსახურებაზე;
ბ) ამოსაჭმელ, ვერცხლის საჟანგავ და გალვანურ საამქროებში (უბნებში);
გ) ნახშირის, მადნისა და საცხები ზეთების ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე;
დ) ქიმიური ნედლეულით, ქიმიური პროდუქტებით, ნავთობპროდუქტებითა და ტექნიკური ნახშირბადით სამუშაოებზე;
ე) ანტისეპტიკით გაჟღენთილი შპალების ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე, შტაბელებად მათ დაწყობასა და რგოლებად აწყობაზე;
ვ) პლასტმასის ნაკეთობის (დეტალების) წარმოების საამქროებში და უბნებზე.
119. გამპრიალებელი, დასაქმებული დეტალების (ნაკეთობების) გაპრიალებაზე:
ა) ქრომოვანი პასტის გამოყენებით;
ბ) ბენზინის, ნავთის, კარბორუნდიანი და ალმადანიანი პასტის გამოყენებით.
120. მწნეხელი, მუდმივად დასაქმებული მინაქსოვილისაგან დეტალების წნეხაზე.
121. პლასტმასის ნაკეთობის მწნეხელი, დასაქმებული ცხელი მეთოდით სამუშაოებზე და პლასტმასის ნაკეთობის (დეტალების) წარმოებაში წნეხის გამართვაზე.
122. მწნეხელ-ვულკანიზატორი, დასაქმებული რეზინის ნაკეთობების ცხელ შტამპვაზე, წნეხვასა და ვულკანიზაციაზე.
123. მწნეხელი, დასაქმებული გრაფიტიანი ბრინჯაოს დეტალების წნეხაზე.
124. სახერხი მასალისა და ხეტყის მასალის მჟღენთავი, დასაქმებული:
ა) ხის საჟღენთი დანადგარის მომსახურებაზე;
ბ) ხეტყის შემოგოზვის, იზოლირებისა და ანტისეპტიკებით ჟღენთის სამუშაოებზე;
გ) ხეტყის ანტისეპტიკური პასტით ხელით შემოგლესაზე.
125. ელექტროტექნიკური ნაკეთობის მჟღენთავი, დასაქმებული სტატორების, როტორების, კოჭების, სექციების, ავტოსადენებისა და გრაგნილების, ელექტროტექნიკური მანქანებისა და ხელსაწყოების სპეციალური ტოქსიკური ლაქებით ჟღენთის სამუშაოებზე.
126. რგოლების მგლინავი, დასაქმებული განივი გლინვის მეთოდით ბურღის დამამზადებელი დგანების მომსახურებაზე.
127. გამცრელი, დასაქმებული ანტისეპტიკური პასტებისათვის ქიმიკატების გაცრაზე.
128. კეთილმოწყობის მუშები (ჭუჭყის ხელით მოცილების სამუშაოებზე).
129. მუშები, მუდმივად დასაქმებულები მყარი აბრაზივის რგოლებით, რბილი რგოლებითა და ტილოებით მშრალი წესით აბრაზივის ფხვნილის მათზე დანებით დამუშავებაზე, ჩორტნაზე, გაპრიალებაზე, ლესვასა და ხეხვაზე;
130. მუშები უშუალოდ დასაქმებულები ვაკუუმის ქვეშ ცხიმოვანი რიგის მჟავით ჟღენთაზე.
131. მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები უტილიზაციის საწარმოებში (საამქროებში, განყოფილებებში) ცხოველების გვამებისა და კონფისკატების გაწმენდასა და უტილიზაციაზე.
132. მუშები, დასაქმებულები გოგირდოვანი ანჰიდრიდით ელექტრომაცივრების ჩატვირთვაზე.
133. მუშები, დასაქმებულები ფენოლფორმალდეჰიდის წებოთი ქეჩისა და მუყაოს დაწებებაზე.
134. მუშები, დასაქმებულები ლითონური ნატრიუმის დატენვაზე.
135. მუშები, დასაქმებულები საგლინი დგანის შემდეგ ბურღების დახვევაზე.
136. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები სათავსოებში ქლორვინილის, ბაკელიტური და ბიტუმური მასალისაგან მასტიკის ცხელი შემადგენლობის მომზადებისას და გამოყენებისას ცივი ზედაპირების იზოლაციაზე.
137. მუშები, უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები მხოლოდ ხელსაწყოების ვერცხლისწყლით ავსებაზე, ვერცხლისწყლის გაწმენდაზე, თერმომეტრების, კაპილარების ვერცხლისწყლით დაკალიბრებაზე და ხელსაწყოებიდან ვერცხლისწყლის ამოღებაზე.
138. მუშები, დასაქმებულები ვერცხლისწყლით გავსებული ხელსაწყოების გამოყვანაზე, გრადუირებაზე, კლიშელირებაზე, კონტროლზე, შემოწმებასა და აწყობაზე.
139. მუშები, დასაქმებულები ტყვიისა და ტყვიის შენადნობების მექანიკურ და ხელით დამუშავებაზე.
140. მუშები, დასაქმებულები ლითონის აირის სანთურაზე ან ქურაზე გაცხელებისას ღუნვაზე, რჩილვასა და მოკალვაზე.
141. მუშები, მუდმივად დასაქმებულები აბრაზივის რგოლების გაწყობაზე.
142. მუშები, დასაქმებულები გრაფიტის ნაკეთობის (დეტალების) დამუშავებაზე.
143. მუშები, დასაქმებულები მინადუღწინაღის მომზადებაზე.
144. მუშები, დასაქმებულები ტექსტოლიტისაგან, მიკანიტისაგან, გეტინაქსისაგან და სხვა პლასტიკური მასისაგან დეტალების (ნაკეთობის) ჭრაზე, მკვეთრ დამუშავებაზე და მოწყობილობების გამართვაზე რომელზეც წარმოებს აღნიშნული მასალების დამუშავება.
145. მუშები, დასაქმებულები პლასტმასისაგან ნაკეთობების (დეტალების) წარმოების საამქროებში (უბნებზე) ნედლეულის მომზადებასა და არმატურის გამოწვაზე.
146. მუშები, მუდმივად დასაქმებულები კაპრონისაგან ნაკეთობების (დეტალების) ჩამოსხმაზე.
147
. მუშები, დასაქმებულები ნიტროკამერების მომსახურებაზე.
148. მუშები, დასაქმებულები დახურულ შენობებში იარაღის გამიზვნასა და სროლაზე.
149. მუშები, მუდმივად დასაქმებულები ქრომის პასტის მომზადებასა და ნაკეთობაზე მისი წასმით.
150. მუშები, მუდმივად დასაქმებულები ტაბლეტებში სარჩილის (თუთიასთან ცინკის ნარევით) დამზადებაზე.
151. მუშები, მუდმივად დასაქმებულები ტოკსიკური ბაკელიტური და კარბამიდული წებოების გამოყენებით.
152. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები ფოსფატური, სახარში, სამაცივრო და ოქსალატის განყოფილებებში ანტიდეპონის წარმოებაზე.
153. მუშები, მუდმივად დასაქმებულები გიპორის გამოჭრაზე, მათგან საიზოლაციო პაკეტების დამზადებაზე, ასევე რემონტის დროს ძველი პაკეტების ახლით შეცვლაზე.
154. მუშები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოებს ზღვის დონიდან შემდეგ სიმაღლეებზე:
ა) 2000-დან 2300 მ-მდე;
ბ) 2301-დან 3000 მ-მდე;
155. მუშები და ცვლის ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები დიზელების და დიზელგენერატორების გამოცდაზე:
ა) სპეციალურად მოწყობილ ბოქსებში, რომლებიც ბგერათიზოლირებულია გარემომცველი შენობებიდან და მუშაობს ბოქსის შიგნით უშუალოდ დიზელზე;
ბ) შენობებში სვლის გამოცდაზე;
გ) თბომავლის რეოსტატულ და სავალ გამოცდაზე.
156. გაზოგენერატორის სადგურის მუშები, მუდმივად დასაქმებულები ღარებისა და შხაფ-სალექარების შეკეთებაზე.
157. ტყვიის ნადნობის მტვრით დამტვერიანებული სპეცტანსაცმლის წმენდაზე მუდმივად დასაქმებული მუშები.
158. საამქროში (პუნქტებში), სპეცტანსაცმლის გაწმენდასა და შრობაზე დასაქმებული მუშები.
159. მუშები, მუდმივად დასაქმებულები სქელფისთან (მტვირთავების გარდა).
160. მუშები, მუდმივად დასაქმებულები გოგირდმჟავას ნარჩენების გადამუშავებაზე აჯასპში.
161. მჟავას რეგენერაციაზე დასაქმებული მუშები.
162. მუშები, მუდმივად დასაქმებულები თხევადი ეთილოვანი ბენზინის ნარევის მომზადებაზე.
163. მუშები, დასაქმებულები რენტგენის აპარატურისათვის ბლენდის აწყობაზე.
164. მუშები, დასაქმებულები სხვადასხვა ჩარხებზე, ბაკელიტის და კარბამიდის წებოთი შეწებებული დეტალების დამუშავებაზე.
165. მუშები, მუდმივად დასაქმებულები დახურულ შენობაში, გოგირდის ნადნობთან.
166. მუშები, დასაქმებულები ტყვიით დაფარული ფურცლების დახარისხებაზე.
167. მუშები, დასაქმებულები, მჟავასა და ანტისეპტიკების მომზადებაზე.
168. მუშები, დასაქმებულები ჭუჭყისა და ნაგვის გამტანი ჭაპანტრანსპორტის შეკეთებაზე.
169. სამრეცხაოს მუშები, დასაქმებულები:
ა) ჭუჭყიანი თეთრეულის მიღებისა და დახარისხების განყოფილებაში (შეკვეთების მიმღები, დასაქმებული ჭუჭყიანი თეთრეულისა და სპეცტანსაცმელის მიღებაზე; თეთრეულის დამხარისხებელი; მმარკირებელი; თეთრეულის კომპლექტის შემდგენელი; დასაქმებული ჭუჭყიანი თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის აღრიცხვასა და საწარმოო პარტიების შედგენაზე; დამხმარე მუშა (ტრანსპორტის);
ბ) ინფექციური, ტუბერკულიოზის, ანტილეპროზული, ჭირის საწინააღმდეგო დაწესებულებებიდან, განყოფილებებიდან, წარმოებიდან და ლაბორატორიებიდან, ჭუჭყიანი თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის მიმღები;
გ) სამრეცხაო საამქროში ან განყოფილებაში (თეთრეულის მშრობელი, სპეცტანსაცმლის მრეცხავი მემანქანე, დამხმარე მუშა (ტრსნსპორტის), თეთრეულის მრეცხავი, ცენტროფუგებზე თეთრეულის მწურავი, საწარმოო შენობის დამლაგებელი;
დ) ჭუჭყიანი თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის ჩალბობასა და რეცხვაზე დასაქმებული;
ე) თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის ხელით მრეცხავი;
ვ) ტალახით მკურნალობის დაწესებულებებში, სპეცტანსაცმლისა და თეთრეულის ხელით მრეცხავი;
ზ) საშრობ-საუთოო საამქროებში (განყოფილებებში); უთოზე მომუშავე, დასაქმებული, თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის ორთქლის უთოთი დაუთოებაზე;
თ) უთოზე მომუშავე, დასაქმებული კალანდრზე და წნეხებზე;
ი) თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის ელექტრო-უთოთი დაუთოებაზე;
კ) თეთრეულის მშრობელი, დასაქმებული თეთრეულისა და სპეცტანსაცმლის შრობაზე;
ლ) თეთრეულის მჭიმავი;
მ) სარეცხი ხსნარების დამამზადებელი.
170. მუშები, დასაქმებულები საკანალიზაციო ქსელების და საჭერების წმენდასა და რემონტზე.
171. მუშები და ოსტატი, უშუალოდ დასაქმებულები ტყვიის, კალის, ნიკელის, რკინის, ქრომოვანას, სპილენძისა და სხვა მეტალური ფხვნილებისაგან შედგენილი სამუხრუჭე ლენტისა (ფრიქციული ნადებით) და ფირფიტების დამზადებაზე, პულვერბაკელიტისა, აზბესტისა და გრაფიტის უბნებზე; ფრიქციულ ნადებსა და სამუხრუჭე ფირფიტებში შემავალი ყველა კომპონენტების გაცრაზე, გამოწვაზე, ფრიქციული ნადებისა და სამუხრუჭე ფირფიტების ზედაპირის გაწმენდაზე, გაუცხიმოვნებაზე, დეტალების ზედაპირზე წებოს დადებასა და შეწებებაზე, წებოს შრობაზე, ზუმფარის მშრალად წმენდაზე, ფრიქციული ნადებისა და სამუხრუჭე ფირების შიდა ზედაპირის მშრალად წმენდაზე.
172. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები: სანტიმეტრული და დეციმეტრული დიაპაზონის ტალღების გენერატორის რეგულირებაზე, აწყობაზე და მომსახურებაზე, იმავე დიაპაზონის ტალღებზე (1სმ-დან 100 სმ-ის ჩათვლით), გასაზომ გენერატორებზე ღია გამოსხივების პირობებში მუშაობისას:
ა) ინტენსიური გამოსხივების დროს 0,5-დან 10 მკ ჩათვლით;
ბ) კვადრატულ სანტიმეტრზე 10 მკ ვატ ზევით ინტენსიური გამოსხივებისას.
173. ვერცხლისწყალგარდამქმნელი სადგურების (ქვესადგურების და წევითი სადგურების), წევით სადგურების მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები ვერ-ცხლისწყლის გამმართველების შენობაში.
174. მუშები, დასაქმებულები ვერცხლისწყლის ხელსაწყოების წარმოებაში, ღიად ვერცხლისწყლის გამოყენებაზე.
175. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები ვერცხლისწყლით შევსებული ხელსაწყოებისა და გამმართველების აწყობასა და შეკეთებაზე.
176. წარმოების მუშაკები, მუდმივად დასაქმებულები საამქროებსა და უბნებზე, რომლებიც ორგანიზებულია სპეციალურად ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.
177. მუშაკები, დასაქმებულები 30 მკვტ ზევით ძაბვის ელექტრონულ მიკროსკოპებზე.
178. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები მაცივრების საყინულე და სამაცივრო კამერებსა და ლიფტებში.
179. მუშები, უშუალოდ დასაქმებულები მაღალი სიხშირის გამაძლიერებელი გენერატორებისა და აპარატურის გამოცდაზე, ასევე მათი მუშაობისას, ამ გენერატორებისა და აპარატურის აწყობასა და კონტროლზე.
180. ორგანიზაციების მუშაკები, უშუალოდ დასაქმებულები, თვითმფრინავის ბორტზე, სამუშაო წლის განმავლობაში ფრენის საათების გათვალისწინებით:
ა) 50-დან – 100 სთ-მდე;
ბ) 101-დან – 200 სთ-მდე;
გ) 201-დან – 300 სთ-მდე;
დ) 301-დან – 400 სთ-მდე;
ე) 401-დან – 500 სთ-მდე;
ვ) 500 სთ-ზე ზევით.
181. მუშები, მუდმივად დასაქმებულები გამომთვლელ მანქანებთან, პერფორატორებთან, ოპერატორი, მევერფიკატორე, დამხარისხებელი და მეტაბულია-ტორე, სააღმრიცხველო მანქანების სადგურებში მომუშავეები.
182. ელექტროსვლის გამომცდელი.
183. გამომუშავებული ზეთის მერეგენერატორე, მუდმივად დასაქმებული გამომუშავებული ზეთისა და დაზეთილი ჩვარულის რეგენერაციაზე.
184. მინაბოჭკოვანი და მინაპლასტიკური მასალების მჭრელი, დასაქმებული მინაქსოვილისა და მინა-ბოჭკოვანი მასალებისა და ნაკეთობების გამოჭრაზე.
185. პლასტმასის ნაკეთობის ამწყობი, დასაქმებული, ორგანული გამხსნელის (დიქლორეთანის) გამოყენებით პლასტმასის ნაკეთობის შეწებებაზე.
186. ამიაკის გამოყენებით სინათლეგადამღები.
187. საღებავებისა და ლაქების ჩამომრეცხავი, დასაქმებული გამხსნელებთან დახურულ შენობებში (აცეტონი, ბენზოლის, ტოლუოლის, ამილის სპირტის).
188. მედდა-დიასახლისი, დასაქმებული რადონსამკურნალოში.
189. ავტომობილების რემონტის ზეინკალი, დასაქმებული:
ა) შენობებში და გარეთ სამუშაოებზე ეთილირებულ ბენზინზე მომუშავე ძრავის, მოტორისა და კარბიურატორის რემონტზე;
ბ) ეთილირებულ ბენზინზე მომუშავე ძრავების გარეცხვაზე და გაწმენდაზე;
გ) საასენიზაციო, ნაგვის და მოსავლის ამღები მანქანების რემონტზე;
დ) ტყვიის შენადნობის გამოყენებით ავტომობილის ძარის გაწმენდაზე, შემოლხობაზე და გასწორებაზე. ნაკადურ-მასიურ წარმოებაში კონვეიერულ აწყობაზე, მუდმივად დასაქმებული პნევმატური და ელექტრული ინსტრუმენტებით ხელით მუშაობაზე.
190. მექანიკურ-საამწყობო სამუშაოთა ზეინკალი
, დასაქმებული:
ა) ნაკადურ-მასიურ წარმოებაში კონვეიერულ აწყობაზე პნევმატური და ელექტრული ინსტრუმენტებით ხელით სამუშაოებზე;
ბ) თერმობაროკამერებში, აგრეგატებისა და ხელსაწყოების გამოცდაზე:
ბ.ა) – 60
0C ტემპერატურისას და ქვევით;
ბ.ბ) + 40
0C ტემპერატურისას და ზევით.
191. თბოაპარატურის ზეინკალი, დასაქმებული, გაზოილზე (გოგირდოვან) მომუშავე თბოაპარატურის დაყვანაზე, რეგულირებასა და კონტროლზე.
192. მოძრავი შემადგენლობის ზეინკალი დასაქმებული ვაგონების შეკეთებაზე.
193. ზეინკალ-შემკეთებელი დასაქმებული:
ა) ეთილირებულ ბენზინზე მომუშავე ტექნოლოგიური მოწყობილობების შეკეთებაზე ძრავასაცდელ სადგურებში
– ბოქსებში მუშაობისას
– შენობებში მუშაობისას
– ღია ტიპის საცდელ სადგურებში, შენობებში და ბოქსებში სუფთა ბენზინზე მომუშავე ძრავებზე მუშაობისას;
ბ) სამრეცხაო საამქროებში მოწყობილობების რემონტზე.
გ) საქვაბეში მყარ, თხევად და აირის საწვავზე მომუშავე, ორთქლის ქვაბების შეკეთებასა და მორიგეობაზე;
დ) ცხელ სამუშაო უბნებზე, შემოსაჭრელ (ჩამოსათლელ), მიწამოსამზადებელ, ამომგდებ, დამყალიბებელ, ღეროს დასამზადებელ, სამღებრო და ამომჭმელ უბნებში (განყოფილებებში), მოწყობილობების მომსახურებასა და შეკეთებაზე;
ე) ფრეონიანი და ამიაკიანი კომპრესორებისა და სამაცივრო დანადგარების გამოცდასა და შეკეთებაზე;
ვ) აზოტის, წყალბადის და წყალბად-გასათხევადებელი ჰელიუმის სადგურების გამოცდასა და შეკეთებაზე;
ზ) შპალგამჟღინთავი დანადგარების შემკეთებელი;
თ) დანადგარების შემკეთებელი უბნებში, სადაც გამოიყენება ბაკელიტისა და კარბამიდის წებო;
ი) ცხელი ქვაბების შეკეთებაზე;
კ) პლასტმასის ნაკეთობის (დეტალების) წარმოებაში საამქროებში და უბნებში დანადგარების შემკეთებელი;
ლ) სტაციონალური გაზოგენერატორის მომსახურებაზე.
194. ზეინკალ-რემონტიორი, დასაქმებული, ტექნოლოგიური დანადგარების მომსახურებაზე საწყობებში სადაც ინახება:
ა) ქიმიური ნედლეული, ქიმპროდუქტები, ნავთობპროდუქტები და ტექნიკური ნახშირი;
ბ) ნახშირი, მადანი და საპოხი მასალები.
195. ზეინკალი, დასაქმებული სელენისა და კუპროქსის გამმართველების წარმოებაში, სავენტილაციო და გათბობის (დატენიანება) რემონტსა და მომსახურებაზე.
196. დანადგარების რემონტიორი, დასაქმებული ვერცხლისწყლით სავსე ტუმბოებისა და სხვა დანადგარების მომსახურებაზე.
197. ზეინკალ-სანტექნიკოსი, მუდმივად დასაქმებული მიწისქვეშა თბოგაყვანილობისა და წყალსადინარების მომსახურებაზე (მეთვალყურეობა და რემონტი).
198. მიწისქვეშა გაზგაყვანილობის ექსპლოატაციის ზეინკალი, დასაქმებული მიწისქვეშა და საქარხნო გაზის ქსელის რემონტზე.
199. ჩამომსხმელ-გადმომსხმელი, დასაქმებული:
ა) მჟავეებით, ანტისეპტიკებით, ქიმნედლეულითა და ნავთოპროდუქტებით;
ბ) საპოხი მასალებით.
200. მზეთავი:
ა) დასაქმებული დიზელისა და ლოკომობილების ელექტროსადგურების მომსახურებაზე;
ბ) უშუალოდ და მუდმივად დასაქმებულები, ცხელ უბნებზე დანადგარების შეზეთვით, შემოსაჭრელ, მიწა-მომამზადებელ, ამომგდებ, დამყალიბებელ, საკოპე, გალვანურ, სამღებრო და ამომჭმელ უბნებსა და განყოფილებებში.
201. ცვლის ოსტატი უბანზე, სადაც გამოიყენება ბაკელიტისა და კარბამიდის წებო.
202. ცხელი ფილების შემომჭრელი, დასაქმებული სინთეტიკური ფისით შეწებებული ფილების შემოჭრაზე.
203. ოპერატორი, დასაქმებული დისპლეის სისტემის აპარატებზე.
204. ასლების გადამღები (ქსეროქსზე მომუშავე).
205. სტენოგრაფისტი, დასაქმებული სტენოგრაფირებაზე,206. ჯამბარაზე მომუშავე, უშუალოდ დასაქმებული ჩამომსხმელ საამქროში შემომჭრელ უბნებზე, შემდუღებელ საამქროში ანტისეპტიკით გაჟღენთილი ხე-ტყის ჩატვირთვაზე.
207. ბაკელიტისა და კარბამიდის წებოთი გაჟღენთილი დეტალებისა და ნაკეთობების მშრობელი, დასაქმებული შეზეთვასა და შრობაზე.
208. თერმისტი ღუმელებზე, დასაქმებული ცემენტაციაზე ბიტუმის, ემულსიისა და სილიკატების გამოყენებით.
209. ტექნიკოსი (რენტგენოტექნიკოსი) და მექანიკოსი, მუდმივად დასაქმებული, რენტგენული აპარატებისა და დანადგარების რემონტზე, გაწყობასა და რეგულირებაზე.
210. ამომჭმელი, დასაქმებული მჟავასთან.
211. სამოსამსახურო შენობის დამლაგებელი, დასაქმებული საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და სანიტარიული კვანძების დალაგებაზე.
212. საწარმოო შენობის დამლაგებელი, მუდმივად დასაქმებული:
ა) ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისაგან საწყობის დამსუფთავებელი;
ბ) ცხელი საამქროს, ზედა ზონაზე მინებისა და ფარანის ჩამომრეცხავ-მწმენდავი;
გ) ვერცხლისწყლის წევითი ქვესადგურების დალაგებაზე;
დ) სალეს, პოლირებისა და გალვანური საამქროების საწარმოო ფართობზე, ასევე ტყვიის ნადნობისაგან ნაკეთობების შემოლხობასა და შეზუსტებაზე.
213. ჩამწყობ-შემფუთავი, დასაქმებული ვერცხლისწყლის ხელსაწყოების წარმოებაში, ვერცხლისწყლის ღიად გამოყენების საამქროებში, ვერცხლისწყლის ხელსაწყოების ბუდეში ჩაწყობაზე.
214. ფენოლზე მომუშავე, დასაქმებული სტაციონარების ტექნოლოგიურ პროცესებში გაზოგენერატორების მომსახურებაზე.
215. მთეგავი, დასაქმებული პნევმატიკური ინსტრუმენტებით ხელით სამუშაოებზე.
216. მწმენდავი, მუდმივად დასაქმებული ქიმიური ნივთიერებებისა და ნავთობპროდუქტებისაგან გემების, ცისტერნების, რეზერვუარების და ავზების შიგნით წმენდაზე.
217. მილების მწმენდავი (მილთმწმენდავი).
218. ლითონის დეტალებისა და ნაკეთობების მწმენდავი, დასაქმებული:
ა) დახურულ შენობაში მშრალ ქვიშასთან და მეტალის ნაქლიბთან;
ბ) მშრალ ქვიშასთან და მეტალის ნაქლიბთან ღია ცის ქვეშ;
გ) მშრალი წესით საფანტითა და საფანტჭავლურ წმენდაზე, მოთუთიავებული ნაწარმის წმენდაზე და სამუშაოებზე ძვლის ფხვნილით;
დ) სათელ ბარაბანში ნაკეთობის წმენდაზე;
ე) ლატუნისა და ფოლადის ჯაგრისით ლითონის ხეხვასა და წმენდაზე.
219. საკერავი მანქანის ოპერატორი, დასაქმებული მინის ბამბისა და მინაბოჭკოვანი მასალების კერვაზე.
220. შვეიცარი, დასაქმებული რადონოსამკურნალოში.
221. ელექტრომლესავი, დასაქმებული ელექტრო-ნაპერწკლითა და ანოდმექანიკური წესით ლესვაზე.
222. ელექტროდანადგარების მომსახურე და შემკეთებელი ელექტრომონტიორი:
ა) მუდმივად და უშუალოდ დასაქმებული, ცხელ უბნებზე, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის რემონტსა და მომსახურებაზე. შემჭრელ, მიწის მოსამზადებელ, ამომგდებ, დამყალიბებელ, საკოპე, გალვანურ, სამღებრო და ამომჭმელ უბნებსა და განყოფილებებში;
ბ) კარბამიდისა და ბაკელიტის წებოს მომზადებისა და გამოყენების უბანზე;
გ) პლასტმასისაგან ნაკეთობისა და დეტალების წარმოების უბანზე;
დ) სტაციონარული გაზოგენერატორის მომსახურებაზე;
ე) ავტომობილების ძარის, ტყვიის ნადნობით შეზუსტება-შემოდნობის უბანზე მოწყობილობების მომსახურებასა და რემონტზე.
223. ელექტროდანადგარების შემკეთებელი ელექტრომონტიორი დასაქმებული:
ა) ვაგონების ელექტროდანადგარების რემონტზე;
ბ) სარეცხ საამქროებში დანადგარების რემონტზე.
224. ელექტრომანქანების ელექტრომონტიორ-მეგრაგნილე და განმცალკევებელი, მუდმივად დასაქმებული, ტოკსიკური გამხსნელებისა და ლაქებით ნაკეთობათა ჟღენთაზე.
225. ტრანსფორმატორების რემონტიორი, განმცალკევებელი და ელექტრომონტიორ-მეგრაგნილე, მუდმივად დასაქმებული ნაკეთობის ჟღენთაზე, სპეციალური ლაქებისა და ტოკსიკური გამხსნელების გამოყენებით.
226. მეკაბელე-ელექტრომონტიორი, დასაქმებული ტყვიის საკაბელო ქურის მონტაჟზე და ვერცხლისწყლის გამმართველებზე.
227. საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრომონტიორი, დასაქმებული მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზებისა და სარკინიგზო გზების ქსელების მონტაჟსა და რემონტზე.
228. მეელექტროდე.
229. სამედიცინო რენტგენური მოწყობილობების ელექტრომექანიკოსი, მუდმივად დასაქმებული, რენტგენული აპარატურისა და დანადგარების გაწყობასა და რემონტზე.
230. ემულსიის მხარშავი.
დანართი №2
შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაცია საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობისა და საშიშროების მიხედვით
ზოგადი დებულებებ