1. ხმაურის ექსპოზიციის დაწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხია შესვენებების შემოღება, ანუ ინტენსიური ხმაურის ზემოქმედების პირობებში შრომის რეჟიმის რაციონალიზაცია. დამატებითი რეგლამენტირებული შესვენებების ხანგრძლივობის დადგენა ხდება ხმაურის დონის, მისი სპექტრისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გათვალისწინებით (ცხრილი 14-ბ). დასაქმებულთა იმ ჯგუფისათვის, სადაც უსაფრთხოების ტექნიკის პირობებით არ დაიშვება ხმაურსაწინაღოს გამოყენება (სიგნალის მოსმენა და სხვ.), ითვალისწინებენ მხოლოდ ხმაურის დონესა და მის სპექტრს.

2. რეგლამენტირებული შესვენებების დროს დასვენება უნდა ტარდებოდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსებში. ხმაურის მომატებული დონის ზემოქმედების პირობებში დასაქმებულები სასადილო შესვენების დროს უნდა იმყოფებოდნენ ოპტიმალურ აკუსტიკურ პირობებში (ბგერის დონით არა უმეტეს 50 დბა