1. შრომითი პროცესის დაძაბულობას აფასებენ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. დასაქმებულთა პროფესიული ჯგუფის შრომის დაძაბულობის შეფასება დამყარებულია შრომითი მოღვაწეობის და მისი სტრუქტურის ანალიზზე, რომე-ლიც შეისწავლება ქრონომეტრაჟული დაკვირვების გზით, დინამიკაში მთელი სამუშაოს დღის მანძილზე არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში.
3. შრომითი პროცესის ანალიზი დაფუძნებულია იმ საწარმოო ფაქტორების (სტიმულების, გამაღიზიანებლების) მთელი კომპლექსის აღრიცხვაზე, რომლებიც ქმნიან არახელსაყრელი ნერვულ-ემოციური მდგომარეობის (გადაძაბვის) წარმოქმნის წინაპირობას. შრომითი პროცესის ყველა ფაქტორს (მაჩვენებელს) აქვს ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულება და დაჯგუფებულია დატვირთვის სახეების მიხედვით: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური, მონოტონური, რეჟიმული დატვირთვები.
4. ინტელექტუალური დატვირთვა
ა) „სამუშაოს შინაარსი“ მიუთითებს დავალების შესრულების სირთულის ხარისხზე: უბრალო ამოცანის გადაწყვეტიდან შემოქმედებით (ევრისტიკულ) საქმიანობამდე რთული დავალების გადაწყვეტით ალგორითმების არარსებობისას. მაგალითად, ყველაზე უბრალო დავალებას ასრულებენ ლაბორანტები (შრომის პირობების I კლასი**), ხოლო საქმიანობა, რომელიც ითხოვს უბრალო ამოცანის გადაწყვეტას, მაგრამ უკვე არჩევით (ინსტრუქციით), დამახასიათებელია მედდების, ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების და ა.შ. (2 კლასი). რთულ ამოცანებს, რომლებიც გადაწყდება ცნობილი ალგორითმებით (მუშაობა ინსტრუქციის სერიებით), ადგილი აქვს ხელმძღვანელების, სამრეწველო საწარმოების ოსტატების, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ავიადისპეტჩერების და სხვ. მუშაობაში (3 კლასი). შინაარსის მიხედვით ყველაზე უფრო რთული სამუშაო, რომელიც მოითხოვს ამა თუ იმ ხარისხით ევრისტიკულ (შემოქმედებით) საქმიანობას დადგენილია მეცნიერ-მუშაკებში, კონსტრუქტორებში, სხვადასხვა პროფილის ექიმებში და სხვ. (3.2 კლასი);
ბ) „სიგნალების (ინფორმაციის) აღქმა და მათი შეფასება“. შრომითი პროცესის ფაქტორებისათვის სიგნალის (ინფორმაციის) აღქმა, მოქმედების და შესასრულებელი ოპერაციის შემდგომი კორექციით მიეკუთვნება 2 კლასს (ლაბორანტის სამუშაო). სიგნალების აღქმა პარამეტრების (ინფორმაციის) ფაქტობრივი მნიშვნელობების შემდგომი შეპირისპირებით მათ ნომინალურ მოთხოვნილ დონეებთან აღინიშნება მედდების, ოსტატების, ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების და ა.შ. მუშაობაში (3.1 კლასი). იმ შემთხვევაში, როცა შრომითი საქმიანობა მოითხოვს სიგნალების აღქმას, ყველა საწარმოო პარამეტრის (ინფორმაციის) შემდგომი კომპლექსური შეფასებით, შრომა დაძაბულობის მიხედვით მიეკუთვნება 3.2 კლასს (სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები, კონსტრუქტორები, ექიმები, მეცნიერ-მუშაკები და ა.შ.);
გ) „ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“. ნებისმიერი შრომითი საქმიანობა ხასიათდება დასაქმებულებს შორის ფუნქციების განაწილებით. შესაბამისად, რაც მეტი ფუნქცია ეკისრება დასაქმებულს, მით მეტია მისი შრომის დაძაბულობა. შრომით საქმიანობას, რომელიც შეიცავს უბრალო ფუნქციებს, მიმართულს კონკრეტული დავალების დამუშავებისა და შესრულებისაკენ, არ მივყავართ შრომის მნიშვნელოვან დაძაბულობამდე. ასეთი საქმიანობის მაგალითად გვევლინება ლაბორანტის შრომა (1 კლასი). დაძაბულობა იზრდება, როცა ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება, შესრულება შესრულებული დავალების შემდგომი შემოწმებით (2 კლასი), რაც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა მედდები, ტელეფონისტები და სხვ. დამუშავება, შემოწმება და, გარდა ამისა, დავალების შესრულებაზე კონტროლი მიუთითებს დასქმებულის შესასრულებელი ფუნქციის სირთულის დიდ ხარისხზე და, შესაბამისად, შრომის დაძაბულობის გამოვლენის დიდ ხარისხზე (სამრეწველო საწარმოების ოსტატები, ტელეგრაფისტები, კონსტრუქტორები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები-3.1 კლასი). უფრო მეტად რთული ფუნქცია – ეს არის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო, რაც ითვალისწინებს დავალების განაწილებას სხვა პირებზე (3.2 კლასი), რომელიც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, ავიადისპეტჩერები, მეცნიერ-თანამშრომლები, ექიმები და სხვ.
დ) „შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“. იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასი- ლაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1- სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა (კლასი 3.2) დამახასიათებელია ისეთი სამუშაოსათვის, რომელიც სრულდება დროის და ინფორმაციის დეფიციტის პირობებში. ამასთან, აღინიშნება მაღალი პასუხისმგებლობა სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის (ექიმები, სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები).
5. სენსორული დატვირთვა
ა) „ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობა (ცვლის დროის %)“-ცვლის განმავლობაში რაც მეტი სამუშაო დროის პროცენტი ეთმობა ყურადღებით დაკვირვებას, მით მეტია დაძაბულობა. სამუშაო ცვლის საერთო დრო მიიღება 100%-ად. მაგალითად, ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვების უდიდესი ხანგრძლივობა აღინიშნება ოპერატორების პროფესიებში: ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (ცვლის 75%-ზე მეტი- კლასი 3.2). ამ პარამეტრზე რამდენადმე დაბალი მნიშვნელობა (51-75%) დადგენილია ექიმებში (კლასი 3.1). ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა 26- დან 50%-მდე მერყეობს მედდებში, სამრეწველო საწარმოების ოსტა-ტებში (2 კლასი). ამ მაჩვენებლის ყველაზე დაბალი დონე აღინიშნება საწარმოების ხელმძღვანელებში, მეცნიერ-თანამშრომლებსა და კონსტრუქტორებში (1 კლასი- ცვლის საერთო დროის 25%-მდე).
ბ) „სიგნალის (სინათლის, ბგერითი) და შეტყობინების სიმჭიდროვე საშუალოდ 1 სთ. მუშაობისას“ - აღსაქმელი და გადასაცემი სიგნალების (შეტყობინების, განკარგულების) რაოდენობა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ დასაქმებულის დაკავებულობა, საქმიანობის სპეციფიკა. რაც მეტია შემოსული და გადასაცემი სიგნალების ან შეტყობინებების რიცხვი, მით მეტია ინფორმაციული დატვირთვა, რაც იწვევს დაძაბულობის ზრდას. ინფორმაციის წარდგენის ფორმის (ან მეთოდის) მიხედვით სიგნალები შეიძლება მიეწოდოს სპეციალური მოწყობილობებით (სინათლის, ბგერითი სასიგნალო მოწყობილობები, ხელსაწყოების სკალები, ცხრილები, გრაფიკები და დიაგრამები, სიმბოლოები, ტექსტი, ფორმულები და ა.შ.) და სიტყვიერი შეტყობინებით (ტელეფონით, რადიოფონით და მუშაკთა უშუალოდ პირდაპირი კონტაქტით). მაგალითად, თვითმფრინავის ეკიპაჟებთან და მიწისზედა სამსახურებთან კავშირების და სიგნალების უდიდესი რიცხვი აღინიშნება ავიადისპეტჩერებში – 300-ზე მეტი (კლასი 3.2). მძღოლის სენსორული დატვირთვა საწარმოო საქმიანობისას (სატრანსპორტო საშუალებების მართვისას) რამდენადმე დაბალია- საშუალოდ 200 სიგნალი 1-სთ-ის განმავლობაში (კლასი 3.1). ამავე კლასს მიეკუთვნება ტელეგრაფისტის შრომა. სიგნალები რაოდენობით 75-დან 175-მდე დიაპაზონში მიეწოდება 1 სთ-ის განმავლობაში ტელე-ფონისტებს, (მომსახურებული აბონენტების რიცხვი სთ-ში 25-დან 150-მდე). რეანიმაციული განყოფილების მედდებისა და ექიმების ( სასწრაფო გამოძახება ავადმყოფთან, მონიტორების სიგნალიზაცია ავადმყოფთა მდგომარეობის შესახებ) შრომითი პროცესი- 2 კლასი. სიგნალების და შეტყობინებების უფრო ნაკლები რიცხვი დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის როგორიცაა: ლაბორანტები, ხელმძღვანელები, ოსტატები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები – 1 კლასი.
გ) ერთდროული დაკვირვების საწარმოო ობიექტების რიცხვი – ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ერთდროული დაკვირვების ობიექტების რიცხვის ზრდასთან ერთად მატულობს შრომის დაძაბულობა. მაგალითად, ოპერატორული სახის საქმიანობისათვის ერთდროული დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენს სხვადასხვა ინდიკატორი, დისპლეები, მართვის ორგანოები, კლავიატურა და სხვა. ერთდროული დაკვირვების ობიექტების უმეტესი რიცხვი დადგენილია ავიადისპეტჩერებისათვის – 13, რაც შეესაბამება კლასს 3.1. რამდენადმე ნაკლებია ეს რიცხვი ტელეგრაფისტებისათვის (8-9 ტელეტაიპი), ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის (2 კლასი). ერთდროული დაკვირვების 5-მდე ობიექტი აღენიშნებათ ტელეფონისტებს, ოსტატებს, ხელმძღვანელებს, მედდებს, ექიმებს, კონსტრუქტორებს და სხვ. (1 კლასი);
დ) გასარჩევი ობიექტის ზომა ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %). რაც უფრო ნაკლებია დასაკვირვებელი საგნის ზომა (ნაკეთობა, დეტალი, ციფრული ან ანბანური ინფორმაცია და სხვ.) და რაც უფრო ხანგრძლივია დაკვირვების დრო, მით მეტია დატვირთვა მხედველობის ანალიზატორზე. შესაბამისად იზრდება შრომის დაძაბულობის კლასი;
ე) მუშაობა ოპტიკურ ხელსაწყოებთან (მიკროსკოპი, ლუპა და სხვ.). ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %). ქრონომეტრაჟული დაკვირვების საფუძველზე ისაზღვრება ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობის დრო (საათები, წუთები). სამუშაო დღის ხანგრძლივობა მიიღება 100%-ად, ხოლო ფიქსირებული მზერის დრო, მიკროსკოპის, ლუპის გამოყენებით გადაიყვანება პროცენტებში – რაც მეტია დროის პროცენტი, მით მეტია დატვირთვა, რომელსაც მივყავართ მხედველობის ანალიზატორის დაძაბულობის განვითარებამდე;
ვ) ვიდეოტერმინალის ეკრანზე დაკვირვება (საათები ცვლაში). ამ მაჩვენებლის თანახმად ფიქსირდება დისპლეის ეკრანიანი ვიდეოდისპლეური ტერმინალის მომხმარებლის უშუალო მუშაობის დრო (სთ, წთ) მთელი სამუშაო დღის განმავლობაში (მონაცემების შეყვანა, ტექსტის ან პროგრამის რედაქტირება, ანბანური, ციფრული, გრაფიკული ინფორმაციის კითხვა ეკრანიდან). რაც უფრო ხანგრძლივია ვდტ-ი
ს მოხმარებისას ეკრანზე მხედველობის ფიქსაციის დრო, მით მეტია დატვირთვა მხედველობის ანალიზატორზე და მით მეტია შრომის დაძაბულობა;
ზ) სმენის ანალიზატორის დატვირთვა. სმენის ანალიზატორის დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრება სიტყვის გარკვეულობის დამოკიდებულებით პროცენტებში მეტყველების ინტენსიურობის დონესა და „თეთრ“ ხმაურს შორის თანაფარდობისაგან. როცა არ არის დაბრკოლება, სიტყვის გარკვეულობა ტოლია 100%-ის (1 კლასი). 2 კლასს მიეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მეტყველების დონე აღემატება ხმაურს 10-15 დბ-თი და შეესაბამება სიტყვის გარკვეულობას, რომელიც ტოლია 90-70 %-ისა ან სმენადობას 3,5მ- მდე მანძილზე;
თ) დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარეკევი საათების ჯამური რაოდენობა). სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა გვხვდება ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. მაგალითი. უდიდესი დატვირთვა (კლასი 3.1 ან 3.2) აღენიშნებათ ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირებს (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურ-სიამძღოლები და სხვ.). უფრო მცირე ხარისხით ასეთი სახის დატვირთვა დამახასიათებელია სხვა პროფესიული ჯგუფებისათვის (ავიადისპეტჩერები, ტელეფონისტები, ხელმძღვანელები და სხვ. – 2 კლასი). კრიტერიუმის უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა პროფესიების მუშაობაში (ლაბორანტები, კონსტრუქტორები, ავიატრანსპორტის მძღოლები) – I კლასი.
6. ემოციური დატვირთვა
ა) საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარ მოქმედებას მივყავართ დამატებით ძალისხმევამდე დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას.
მაგალითად, ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები და ოსტატები, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და სხვ., დამახასიათებელია პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის, ხოლო დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მიგვიყვანოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერებამდე, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის წარმოქმნამდე (კლასი 3.2). თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია (კლასი 3.1): (მედდები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები). იმ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობის ხარისხი დაკავშირებულია დამხმარე დავალების ხარისხზე, ხოლო შეცდომა იწვევს დამატებით ძალისხმევას ზემდგომი ხელმძღვანელის მხრიდან (კერძოდ, ბრიგადირი, ცვლის უფროსი და სხვ.), მაშინ ასეთი შრომა მოცემული მაჩვენებლის მიხედვით ხასიათდება კიდევ უფრო ნაკლები ემოციური დაძაბულობის გამოვლინებით (2 კლასი): (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები). კრიტერიუმების უმცირესი მნიშვნელობა აღინიშნება ლაბორანტების მუშაობაში, სადაც დასაქმებული პასუხისმგებელია პროდუქციის მხოლოდ ცალკეული ელემენტების შესრულებაზე, ხოლო დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, დამატებით ძალისხმევას ადგილი აქვს მხოლოდ თვითონ დასაქმებულის მხრიდან (1 კლასი).
ბ) საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე. ეს ორი მაჩვენებელი ასახავს ემოციური მახასიათებლის ფაქტორებს. რიგი პროფესიები ხასიათდება პასუხისმგებლობით მხოლოდ სხვა პირების უსაფრთხოებაზე (ავიადისპეტჩერები, ექიმი-რეანიმა-ტოლოგები და სხვ.) და პირად უსაფრთხოებაზე (კოსმონავტები, პილოტები და სხვ.)- 3.2 კლასი. მაგრამ არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც ხასიათდება პასუხისმგებლობით როგორც პირადი, ისე სხვა პირების სიცოცხლისათვის (ექიმი-ინფექ-ციონისტები, ავტოტრანსპორტის მძღოლები და სხვ.). ამ შემთხვევაში ემოციური დატვირთვა მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები. არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი.
7. დატვირთვის მონოტონურობა
ა) ელემენტების (მოქმედებების) რიცხვი, რომელიც აუცილებელია მარტივი დავალების ან მრავალგზის განმეორებადი ოპერაციების რეალიზაციისათვის. რაც ნაკლებია შესასრულებელი ელემენტების რიცხვი, მით მაღალია მრავალჯერადი დატვირთვებით განპირობებული შრომითი პროცესის დაძაბულობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი დაძაბულობა დამახასიათებელია კონვეიერული შრომის დასაქმებულებისათვის ( კლასი 3.1–3.2);

ბ) მარტივი საწარმოო დავალებების ან განმეორებადი ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა წმ-ში. რაც ნაკლებია დრო, შესაბამისად, მეტია დატვირთვის მონოტონურობა. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, ყველაზე მეტად გამოხატულია კონვეიერული შრომის დროს (კლასი 3.1–3.2);

გ) აქტიური მოქმედების დრო (ცვლის ხანგრძლივობის %). ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება არ მიეკუთვნება „აქტიურ მოქმედებას“. რაც ნაკლებია აქტიური მოქმედებების შესრულების დრო და მეტია საწარმოო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვების დრო, შესაბამისად, მით მაღალია დატვირთვის მონოტონურობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი მონოტონურობა დამახასიათებელია ქიმიური წარმოების მართვის პულტების ოპერატორებისათვის (კლასი 3.1–3.2);

დ) საწარმოო გარემოს მონოტონურობა (ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე პასიური მეთვალყურეობის დრო – ცვლის დროის %-ში). რაც მეტია ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობაზე პასიური დაკვირვების დრო, მით უფრო მონოტონურია სამუშაო. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, უფრო გამოხატულია ოპერატორთა შრომაში, რომლებიც მუშაობენ ლოდინის რეჟიმში – ქიმიური წარმოების მართვის პულტების, ელექტროსადგურების ოპერატორები და სხვ. (კლასი 3.2).
8. მუშაობის რეჟიმი
ა) სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა. გამოყოფილია დამოუკიდებელ მაჩვენებლად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცვლის რიცხვისა და სამუშაოს რიტმისაგან დამოუკიდებლად, საწარმოო პირობებში სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა მერყეობს 6-8 საათიდან (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.) 12 საათამდე და მეტი (სამრეწველო დაწესებულებების ხელმძღვანელები). მთელი რიგი პროფესიებისათვის ცვლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სთ-ს და მეტს (ექიმები, მედდები და სხვ.). რაც უფრო ხანგრძლივია მუშაობა დროის მიხედვით, მით მეტია ჯამური დატვირთვა ცვლაში და, შესაბამისად, მაღალია შრომის დაძაბულობა.
ბ) სამუშაოს ცვლიანობა. განისაზღვრება შიდასაწარმოო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებას უწევს შრომის განრიგს მოცემულ საწარმოში, ორგანიზაციაში. ყველაზე მაღალი კლასი–3.2 დამახასიათებელია არარეგულარული ცვლიანობით ღამის სამუშაოებზე (მედდები, ექიმები და ა.შ).
გ) რეგლამენტირებული შესვენებების არსებობა და მათი ხანგრძლივობა სასადილო შესვენების გარდა. შრომის სათანადო ორგანიზაციისას სამუშაო დროის ხარჯზე რეგლამენტირებული შესვენებების შემოღება ხელს უწყობს დასაქმებულის ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მისი შრომის მაღალ მწარმოებლურობას. რეგლამენტირებული შესვენებების არასაკმარისი ხანგრძლივობა ან არარსებობა აძლიერებს შრომის დაძაბულობას, რამდენადაც არ არსებობს საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების ზემოქმედებისაგან დროით დაცვის მოკლე დროიანი ელემენტი.
მაგალითად, ავიადისპეტჩერების, ექიმების, მედდების და სხვათა არსებული მუშაობის რეჟიმი ხასიათდება რეგლამენტირებული შესვენებების არარსებობით (კლასი 3.2.), საწარმოების ხელმძღვანელებისა და ოსტატებისგან განსხვავებით, რომელთა შესვენებები არარეგლამენტირებული და არახანგრძლივია (კლასი 3.1). ამავე დროს, კონსტრუქტორებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, ტელეგრაფისტებს, ტელეფონისტებს აქვთ შესვენებები, მაგრამ არასაკმარისი ხანგრძლივობის (2 კლასი).
9. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასება
ა) პროფესიული კუთვნილების (პროფესიის) მიუხედავად მხედველობაში მიიღება ცხრ. №12 ჩამოთვლილი ყველა მაჩვენებელი. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასებისათვის დაუშვებელია რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლების ამორჩევა. ამ მაჩვენებლიდან თითოეულისათვის ცალკე განისაზღვრება შრომის პირობების კლასი. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობის ხასიათის ან თავისებურებების გამო რომელიმე მაჩვენებელი არ არის წარმოდგენილი (მაგ., არ წარმოებს ვიდეოდისპლეური ტერმინალის ეკრანთან ან ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობა), მაშინ მოცემულ მაჩვენებელს ენიჭება I კლასი (ოპტიმალური) – შრომის მსუბუქი ხარისხის დაძაბულობა.
ბ) შრომის დაძაბულობის საბოლოო შეფასებისათვის:
ბ.ა) „ოპტიმალური“ (I კლასი) დგინდება იმ შემთხვევებში, როცა 17 და მეტ მაჩვენებელს აქვს შეფასება I კლასი, ხოლო დანარჩენი მიეკუთვნება 2 კლასს. ამასთანავე, არ არის მაჩვენებლები, რომლებიც მიეკუთნება 3 (მავნე) კლასს.
ბ.ბ) „დასაშვები“ (2 კლასი) დგინდება შემდეგ შემთხვევებში:
ბ.ბ.ა) როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 2 კლასს, ხოლო დანარჩენი – 1 კლასს.
ბ.ბ.ბ) როცა 1-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება მავნეობის 3.1 და/ან 3.2 ხარისხს, ხოლო დანარჩენ მაჩვენებლებს აქვთ შეფასება 1 ან 2 კლასი.
ბ.გ) „მავნე“ (3) კლასი დგინდება მაშინ, როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 3 კლასს.
ბ.დ) 1 ხარისხის შრომის დაძაბულობა (3.1 კლასი) დგინდება:
ბ.დ.ა) როცა 6 მაჩვენებელს აქვს შეფასება 3.1 კლასი, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები მიეკუთვნება 1 და/ან 2 კლასს.
ბ.დ.ბ) როცა 3-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.1 კლასს, ხოლო 1-დან 3 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.2 კლასს.

მაჩვენებელი

შრომის პირობების კლასი

1

2

3.1.

3.2.

3.3.

1. ინტელექტუალური დატვირთვა

1.1

+

1.2

+

1.3

+

1.4

+

2. სენსორული დატვირთვა

2.1

+

2.2

+

2.3

+

2.4

+

2.5

+

2.6

+

2.7

+

2.8

+

3. ემოციური დატვირთვები

3.1

+

3.2

+

3.3

+

4. დატვირთვის მონოტონურობა

4.1

+

4.2

+

4.3

+

4.4

+

5. მუშაობის რეჟიმი

5.1

+

5.2

+

5.3

+

მაჩვენებლის რაოდენობა თითოეულ კლასში

10

4

7

1

შრომის დაძაბულობის საერთო შეფასება

+

გ.დ) 2 ხარისხის შრომის დაძაბულობა (3.2 კლასი) დგინდება.
გ.დ.ა) როცა 6 მაჩვენებელი მიეკუთვნება 3.2 კლასს;
გ.დ.ბ) როცა 6-ზე მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 3.1 კლასს;
გ.დ.გ) როცა 1-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.1 კლასს და 4-დან 5 მაჩვენებლამდე – 3.2 კლასს.
გ.დ.დ) როცა 6 მაჩვენებელი მიეკუთვნება 3.1 კლასს და 1-დან 5-მდე მაჩვენებელი – 3.2 კლასს.
გ.ვ) იმ შემთხვევაში, როცა 6 მაჩვენებელზე მეტს აქვს შეფასება 3.2, შრომითი პროცესის დაძაბულობა ფასდება ერთი ხარისხით მაღლა – კლასი 3.3