1. დროით დაცვა შრომის პირობების კლასის მიხედვით სხვა ფაქტორებისათვის რეკომენდებულია ამ დოკუმენტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

2. სამი ან ოთხი ნივთიერებისაგან შედგენილი კომბინაციის შემთხვევაში ერთი შემადგენლის გამოკლებისას ასევე რეკომენდებულია ფორმულის გამოყენება ჯამური ეფექტის შეფასებისათვის (ამ მუხლის პუნქტი 4).

3. ჯამური ეფექტი, როგორც წესი, ახასიათებს იმ ნივთიერებების კომბინაციებს, რომლებსაც გააჩნიათ კლინიკური გამოვლინების ერთნაირი სპეციფიკა: გამაღიზიანებელი მოქმედების ნივთიერებები (მჟავები, ტუტეები და სხვ.); ალერგენები (ეპიქლორჰიდრინი და ფორმალდეჰიდი და სხვ.); ნარკოტიკული მოქმედების ნივთიერებები (სპირტების კომბინაცია და სხვ.). ორგანიზმზე ერთმიმართულად მოქმედი ნივთიერებების შერწყმის მაგალითები:

ა) ქლორირებული ნახშირწყალბადები (ნაჯერი და უჯერი);

ბ) ბრომირებული ნახშირწყალბადები (ნაჯერი და უჯერი);

გ) სხვადასხვა სპირტები;

დ) სხვადასხვა ტუტეები;

ე) არომატული ნახშირწყალბადები (ტოლუოლი და ბენზოლი; ტოლუოლი და ქსილოლი);

ვ) ამინონაერთები;

ზ) ნიტრონაერთები;

თ) ამინო
- და ნიტრონაერთები;

ი) ამინონაერთები და ნახშირბადის ოქსიდი;

კ) ნიტრონაერთები და ნახშირბადის ოქსიდი.

4. ჯამური ეფექტის მქონე ერთმიმართულად მოქმედი ნივთიერებების კომბინირებული მოქმედებისას ამ ნივთიერებების სამუშაო ზონის ჰაერში კონცენტრაციების მათ ზდკ-სთან შეფარდებათა ჯამი არ უნდა აღემატებოდეს ერთს:

C1
C2
Cნ

—--  +  ——  +  —— = 1, სადაც

ზდკ1
ზდკ2
ზდკნ

C1,C2, . . .
Cn – სამუშაო ზონის ჰაერში ნივთიერებების ფაქტობრივი კონცენტრაციები;

ზდკ1
, ზდკ2
, . . .ზდკნ
– იმავე ნივთიერებების ზდკ სამუშაო ზონის ჰაერშ