2. ხელის იარაღების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ცნობები:
ა) დანიშნული და გამოყენების სფერო;
ბ) კონსტრუქციული გადაწყვეტის არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს ან შეზღუდავს ვიბრაციის, ხმაურის და სხვა ფაქტორების არახელსაყრელ გავლენას (ამორტიზატორები, შუასადებები, მოსაპირკეთებლები, დემპფერული დანადგარები, ხმაურმაყუჩები და ა.შ.) ;
გ) ვიბრაციული პარამეტრები (ვიბროსიჩქარის ან ვიბროაჩქარების საშუალო კვადრატული მნიშვნელობები ან მათი ლოგარითმული სიდიდეები, რომლებიც იზომება სიხშირეების ოქტაურ ზოლებში 8-დან 1000ჰც-ის დიაპაზონში, ასევე მათი კორექტირებული მნიშვნელობები ან დონეები), წარმოდგენელი იარაღის მუშაობის ყველა ნომინალური რეჟიმისათვის და გაზომილი კოორდინატთა ღერძის ორთოგონალური სისტემის სამი მიმართულებით, ოპერატიული ხელით შეხების ადგილებში (იარაღის კორპუსი, მარჯვენა და მარცხენა სახელური, ჩადგმული იარაღი და სხვ.). გაზომვის წერტილები მითითებული უნდა იყოს იარაღის ნახაზზე;
დ) ხმაურის პარამეტრები (ბგერის სიმძლავრის დონეები სიხშირეების ოქტავურ ზოლებში 31.5-8000ჰც დიაპაზონში და მისი კორექტრებული დონეები, დბA. ასევე ბგერის დონეები, დბA) ;
ე) ხელის იარაღით მუშაობის დასაშვები ჯამური დრო, ვიბრაციის და ხმაურის დონეებზე დამოკიდებულებით;
ვ) ხელის იარაღის მასა;
ზ) ხელის იარაღის და მისი ნაწილების წონა, რომელიც აწვება მომუშავეთა ხელებს სხვადასხვა ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულებისას (ხელის იარაღის სხვადასხვა ორიენტაციისას სივრცეში) ;
თ) დაწოლის ძალა – მომუშავეთა ხელით მოდებული დაწოლის ძალა, რაც (მინიმალურად) აუცილებელია ხელის მანქანის მუშაობისათვის პასპორტით დადგენილ რეჟიმში;
ი) მოვიბრირე მოწყობილობის ზედაპირის თბოგამტარობის კოეფიციენტი მომუშავეთა ხელის კონტაქტის ადგილებში;
კ) მოთხოვნები კონსტრუქციის გამოყენებისადმი, რომელიც უზრუნველყოფს 5 კგ-ზე მეტი მასის ხელის იარაღების დაჭერას ან ჩამოკიდებას;
ლ) მავნე საწარმოო ფაქტროები, რომელთა წყაროს წარმოადგენს მოცემული ხელის იარაღი;
მ) ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის უსაფრთხო პირობებს (ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, შრომის რეჟიმები, ხელის მექანიზებული იარაღების სახელურების შეთბობის აუცილებლობა და სხვ.) ;
ნ) გამოცდის ტიპიური რეჟიმები, ტიპიური რეჟიმების აღწარმოების ხერხები და საშუალებები, კონტროლის მეთოდები და საშუალებები, გაზომვის ჩასატარებელი საკონტროლო წერტილები, მიღების წესები, ამორჩევის მოცულობა, გამოცდების პერიოდულობა.
3. დაუშვებელია გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი ხელის იარაღების წარმოებაში გამოყენება, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება წინამდებარე სწდან-ის მოთხოვნებ