ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნისა და სოფელ ხეცერის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 105

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი  

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნისა და სოფელ ხეცერის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების  დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227131 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეცერის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეცერაში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი,  რ. ლაღიძის ქ. №12) .

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                  გიგა ფარულავა 

 


📎 დანართები (4)
დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი აბასთუმნის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ აბასთუმანში შემავალი ქუჩები)

1. ცოტნე დადიანის ქუჩა (სრულად);

2. კონდრატე თათარიშვილის ქუჩა (სრულად);

3. თამარ მეფის ქუჩა (სრულად);

4. აკაკი ბუკიას ქუჩა (სრულად);

5. ზვიად გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

6. ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა (სრულად);

7. დავით აღმაშენებლის ქუჩა (სრულად);

8. თავისუფლების ქუჩა (სრულად);

9. სოხუმის ქუჩა (სრულად);

10. გიორგი სააკაძის ქუჩა (სრულად);

11. ქეთევან წამებულის ქუჩა - მხოლოდ ლუწი ნუმერაციით (სრულად);

12. აკაკი წერეთლის ქუჩა (სრულად);

13. მერაბ კოსტავას ქუჩა (სრულად);

14. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა (სრულად);

15. ჭყონდიდელის ქუჩა (სრულად);

16. ქუჯის ქუჩა (სრულად);

17. წმინდა ნინოს ქუჩა (სრულად);

18. რუსთაველის ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №19-ის ჩათვლით, ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №26-ის ჩათვლით (ქეთევან წამებულის ქუჩის გადაკვეთამდე), აგრეთვე ქუჩის I ჩიხი (სრულად).

დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეცერაში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი აბასთუმნის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ხეცერაში შემავალი ქუჩები)

1. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

2. ქეთევან წამებულის ქუჩა - მხოლოდ კენტი ნუმერაციით (სრულად), აგრეთვე ქუჩის I ჩიხი (სრულად).;

3. 9 აპრილის ქუჩა (სრულად);

4. ვატია ბერაიას ქუჩა (სრულად);

5. ხონძი შელიას ქუჩა (სრულად);

6. ნოდარ დუმბაძის ქუჩა (სრულად);

7. იონა მეუნარგიას ქუჩა (სრულად);

8. შოთა რუსთაველის ქუჩა - კენტი ნუმერაციით №21-დან ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით №28-დან (ქეთევან წამებულის ქუჩის გადაკვეთიდან) ბოლომდე, აგრეთვე ქუჩის II, III და IV ჩიხები (სრულად).