ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტისა და სოფელ ცვანეს საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№109
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 109

2023 წლის 1 სექტემბერი 

ქ. ზუგდიდი 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტისა და სოფელ ცვანეს საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227133 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეს საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი,  რ. ლაღიძის ქ. №12) .

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                    გიგა ფარულავა 

 


📎 დანართები (4)
დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ერგეტის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ერგეტაში შემავალი ქუჩები)

1. დავით აღმაშენებლის ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №17-ის ჩათვლით (ქუჩაზე გამავალ ღელემდე), ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №18-ის ჩათვლით (ნიკო ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთამდე);

2. თავისუფლების ქუჩა (სრულად);

3. ოდიშის ქუჩა (სრულად);

4. მერაბ კოსტავას ქუჩა (სრულად);

5. 9 აპრილის ქუჩა (სრულად);

6. კონსტიტუციის ქუჩა (სრულად);

7. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა (სრულად);

8. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

9. ცოტნე დადიანის ქუჩა (სრულად);

10. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა - მხოლოდ ლუწი ნუმერაციით ნიკო ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთიდან ბოლომდე;

11. გამარჯვების ქუჩა (სრულად);

12. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

13. აკაკი წერეთლის ქუჩა (სრულად);

14. ნიკო ფიროსმანის ქუჩა - მხოლოდ ლუწი ნუმერაციით (სრულად);

15. შოთა რუსთაველის ქუჩა (სრულად);

16. წმინდა გიორგის ქუჩა (სრულად);

17. ალექსანდრე ბაგრატიონის ქუჩა (სრულად).

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ერგეტის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ცვანეში შემავალი ქუჩები)

1. დავით აღმაშენებლის ქუჩა - კენტი ნუმერაციით №19-დან (ქუჩაზე გამავალი ღელედან) ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით №20-დან (ნიკო ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთიდან) ბოლომდე, აგრეთვე ქუჩის I და II ჩიხები (სრულად);

2. კოლხეთის ქუჩა (სრულად);

3. ზვიად გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

4. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა (სრულად);

5. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა - კენტი ნუმერაციით (სრულად), ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №6-ის ჩათვლით (ნიკო ფიროსმანის ქუჩის გადაკვეთამდე);

6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა - მხოლოდ კენტი ნუმერაციით (სრულად);

7. იონა მეუნარგიას ქუჩა (სრულად).