ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრისა და სოფელ დავითიანის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№115
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 115

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრისა და სოფელ დავითიანის  საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 16 აგვისტოს №24-2422228112 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი,  რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                            გიგა ფარულავა   


📎 დანართები (4)
დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ოქტომბრის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ოქტომბერში შემავალი ქუჩები)

1. მამუკა რატიას ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №43-ის ჩათვლით (ქუჩის III ჩიხის გადაკვეთამდე), ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №44-ის ჩათვლით (ე.წ. ცენტრალური გაზის მილსადენამდე), აგრეთვე ქუჩის I შესახვევი (სრულად), I და II ჩიხები (სრულად), ხოლო ქუჩის III ჩიხი მხოლოდ კენტი ნუმერაციით (სრულად);

2. შოთა რუსთაველის ქუჩა (სრულად);

3. ვაჟა-ფშაველას ქუჩა (სრულად);

4. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (სრულად);

5. დავით გურამიშვილის ქუჩა (სრულად);

6. თბილისის ქუჩა (სრულად);

7. გურამ უბილავას ქუჩა (სრულად);

8. ზვიად გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

9. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა (სრულად);

10. ქუთაისის ქუჩა (სრულად);

11. რაჟდენ ჯინჯოლიას ქუჩა (სრულად);

12. ანგულ ქირიას ქუჩა (სრულად);

13. გია კინწურაშვილის ქუჩა (სრულად);

14. შალვა ვერავას ქუჩა (სრულად);

15. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა (სრულად);

16. აკაკი წერეთლის ქუჩა (სრულად);

17. ვალიკო მეუნარგიას ქუჩა (სრულად);

18. ცაიშის ქუჩა (სრულად);

19. სოხუმის ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №5-ის ჩათვლით (ე.წ. ცენტრალური გაზის მილსადენის გადაკვეთამდე), ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №6-ის ჩათვლით (ე.წ. ცენტრალური გაზის მილსადენის გადაკვეთამდე).

დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ოქტომბრის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ დავითიანში შემავალი ქუჩები)

1. მამუკა რატიას ქუჩა - კენტი ნუმერაციით №45-დან (ქუჩის III ჩიხის გადაკვეთიდან) ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით №46-დან (ე.წ. ცენტრალური გაზის მილსადენის გადაკვეთიდან) ბოლომდე, აგრეთვე ქუჩის III ჩიხი მხოლოდ ლუწი ნუმერაციით (სრულად);

2. ნოდარ დუმბაძის ქუჩა (სრულად);

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

4. დავით დადიანის ქუჩა (სრულად);

5. გამარჯვების ქუჩა (სრულად);

6. თავისუფლების ქუჩა (სრულად);

7. აფხაზეთის ქუჩა (სრულად);

8. სოხუმის ქუჩა - როგორც კენტი, ასევე ლუწი ნუმერაციით ე.წ. ცენტრალური გაზის მილსადენის გადაკვეთიდან ბოლომდე.