ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№111
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №111

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკისა და სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227139 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1.    დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 საკრებულოს თავმჯდომარე       გიგა ფარულავა

      


📎 დანართები (4)
დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი კოკის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ კოკში შემავალი ქუჩები)

1. ზვიად გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

2. შოთა რუსთაველის ქუჩა (სრულად);

3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

4. წმინდა ნინოს ქუჩა (სრულად);

5. მერაბ კოსტავას ქუჩა (სრულად);

6. ილია ვეკუას ქუჩა (სრულად);

7. ცოტნე დადიანის ქუჩა (სრულად);

8. აკაკი წერეთლის ქუჩა (სრულად);

9. წმინდა გიორგის ქუჩა (სრულად);

10. სამეგრელოს ქუჩა (სრულად);

11. ვაჟა-ფშაველას ქუჩა (სრულად);

12. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა (სრულად);

13. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (სრულად);

14. თამარ მეფის ქუჩა (სრულად);

15. სპირიდონ კედიას ქუჩა (სრულად);

16. ტერენტი გრანელის ქუჩა (სრულად);

17. შოთა მესხიას ქუჩა (სრულად);

18. ილია ანთელავას ქუჩა (სრულად).

დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი კოკის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ხურჩაში შემავალი ქუჩები)

1. დავით აღმაშენებლის ქუჩა (სრულად);

2. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა (სრულად);

3. დუტუ მეგრელის ქუჩა (სრულად);

4. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

5. იონა მეუნარგიას ქუჩა (სრულად);

6. ჟიული შარტავას ქუჩა (სრულად);

7. თედო სახოკიას ქუჩა (სრულად).