ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირისა და სოფელ ოირემეს საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №110

2023 წლის 1 სექტემბერი

 ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირისა და სოფელ ოირემეს საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 15 აგვისტოს №24-2422227134 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოირემეს საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოირემეში შემავალი ქუჩები, დანართი №4.

2.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3.  მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4.  განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 საკრებულოს თავმჯდომარე  გიგა ფარულავა



📎 დანართები (4)
დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ინგირის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ინგირში შემავალი ქუჩები)

1. საირმის ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №17-ის ჩათვლით (არნოლდ ჩიქობავას ქუჩის გადაკვეთამდე), ხოლო ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №16-ის ჩათვლით (სიმონ ჯანაშიას ქუჩის I შესახვევის გადაკვეთამდე), აგრეთვე ქუჩის I ჩიხი (სრულად);

2. ლვოვის ქუჩა (სრულად);

3. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა - მხოლოდ კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №13-ის ჩათვლით;

4. სიმონ ჯანაშიას ქუჩა - კენტი და ლუწი ნუმერაციით (სრულად), აგრეთვე ქუჩის I ჩიხი (სრულად), ხოლო ქუჩის I შესახვევი - კენტი ნუმერაციით (სრულად) და ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №4-ის ჩათვლით;

5. კოტე მახარაძის ქუჩა (სრულად);

6. მშვიდობის ქუჩა (სრულად);

7. ალექსანდრე ბაჩილავას ქუჩა (სრულად);

8. აკაკი წერეთლის ქუჩა (სრულად);

9. გამარჯვების ქუჩა (სრულად);

10. ვაჟა-ფშაველას ქუჩა (სრულად);

11. გრიგოლ სხულუხიას ქუჩა (სრულად);

12. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა (სრულად);

13. ალექსანდრე მეუნარგიას ქუჩა (სრულად);

14. ლადო ასათიანის ქუჩა (სრულად);

15. 9 აპრილის ქუჩა (სრულად);

16. 9 მარტის ქუჩა (სრულად);

17. სამეგრელოს ქუჩა (სრულად);

18. ლეო ქიაჩელის ქუჩა (სრულად);

19. ქუჯის ქუჩა (სრულად);

20. იოსებ გრიშაშვილის ქუჩა (სრულად);

21. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა (სრულად);

22. ვანიონ დარასელის ქუჩა (სრულად);

23. ალექსანდრე მირცხულავას ქუჩა (სრულად);

24. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (სრულად);

25. დავით გურამიშვილის ქუჩა (სრულად);

26. მელიტონ ქანთარიას ქუჩა (სრულად);

27. ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

28. გალის ქუჩა (სრულად);

29. დემეტრე თავდადებულის ქუჩა (სრულად);

30. ილია ვეკუას ქუჩა (სრულად);

31. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

32. თამარ მეფის ქუჩა (სრულად);

33. ხუტა ბერულავას ქუჩა (სრულად);

34. აფხაზეთის ქუჩა (სრულად);

35. სოლომონ ცაიშვილის ქუჩა (სრულად);

36. ვოლგოგრადის ქუჩა (სრულად);

37. გიორგი სააკაძის ქუჩა (სრულად);

38. ეგნატე ფიფიას ქუჩა (სრულად);

39. ვახტანგ გორგასლის ქუჩა (სრულად);

40. ცოტნე დადიანის ქუჩა (სრულად);

41. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა (სრულად);

42. შოთა ხუბულავას ქუჩა (სრულად);

43. ლევან მეორეს ქუჩა (სრულად);

44. აკაკი შანიძის ქუჩა (სრულად);

45. შოთა რუსთაველის ქუჩა (სრულად);

46. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა (სრულად).

დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოირემეში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი ინგირის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ოირემეში შემავალი ქუჩები)

1. ტიციანის ქუჩა (სრულად);

2. მირზა გელოვანის ქუჩა (სრულად);

3. საირმის ქუჩა - კენტი ნუმერაციით №19-დან (არნოლდ ჩიქობავას ქუჩის დასაწყისის გადაკვეთიდან) ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით №18-დან (სიმონ ჯანაშიას ქუჩის I შესახვევის გადაკვეთიდან) ბოლომდე, აგრეთვე ქუჩის I შესახვევი (სრულად) და ქუჩის II და III ჩიხები (სრულად);

4. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა - კენტი ნუმერაციით №15-დან ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით სრულად;

5. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა (სრულად);

6. სიმონ ჯანაშიას ქუჩის I შესახვევი მხოლოდ ლუწი ნუმერაცია №6-დან ბოლომდე;

7. გოდერძის ქუჩა (სრულად).