ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს, სოფელ ბაშისა და სოფელ კორცხელის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№113
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.105.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №113

2023 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს, სოფელ ბაშისა და სოფელ კორცხელის საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების  დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 23 აგვისტოს №24-242223595 წერილის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. დამტკიცდეს თანდართული:

1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;

1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში შემავალი ქუჩები, დანართი №2;

1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;

1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში შემავალი ქუჩები, დანართი №4;

1.5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №5;

1.6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში შემავალი ქუჩები, დანართი №6.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.

3.  მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

საკრებულოს თავმჯდომარე    გიგა ფარულავა

        


📎 დანართები (6)
დანართი 1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 2.doc

დანართი №2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი კორცხელის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ნაცატუში შემავალი ქუჩები)

1. აკაკი წერეთლის ქუჩა - კენტი ნუმერაციით №105-დან (ქუჩის III შესახვევის გადაკვეთიდან) ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაციით №100-დან ბოლომდე, აგრეთვე ქუჩის III შესახვევის კენტი ნუმერაცია ქუჩაში გამდინარე ღელედან ბოლომდე, ხოლო ლუწი ნუმერაცია სრულად, ასევე ქუჩის XVI ჩიხი (სრულად);

2. შოთა რუსთაველის ქუჩა (სრულად);

3. ვანიონ დარასელის ქუჩა (სრულად);

4. მერაბ კოსტავას ქუჩა (სრულად);

5. სოხუმის ქუჩა (სრულად);

6. ზაურ როგავას ქუჩა (სრულად);

7. ზვიად გამსახურდიას ქუჩა (სრულად);

8. ვასილ ბარნოვის ქუჩა (სრულად).

დანართი 3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 4.doc

დანართი №4

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი კორცხელის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ ბაშში შემავალი ქუჩები)

1. გრიგოლ ქობალიას ქუჩა (სრულად);

2. ვაჟა-ფშაველას ქუჩა (სრულად);

3. ნოდარ დუმბაძის ქუჩა (სრულად);

4. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა (სრულად);

5. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (სრულად);

6. ქუთაისის ქუჩა (სრულად);

7. რაფიელ ერისთავის ქუჩა (სრულად);

8. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა (სრულად);

9. თავისუფლების ქუჩა (სრულად);

10. 26 მაისის ქუჩა (სრულად).

დანართი 5.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი 6.doc

დანართი №6

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში

შემავალი ქუჩები

(ყოფილი კორცხელის თემში შემავალი, ამჟამად სოფელ კორცხელში შემავალი ქუჩები)

1. აკაკი წერეთლის ქუჩა - კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან №103-ის ჩათვლით (ქუჩის III შესახვევის გადაკვეთამდე), ლუწი ნუმერაციით დასაწყისიდან №98-ის ჩათვლით, აგრეთვე ქუჩის I და II შესახვევი (სრულად), ხოლო ქუჩის III შესახვევი მხოლოდ კენტი ნუმერაციით დასაწყისიდან ქუჩაში გამდინარე ღელემდე, ასევე ქუჩის I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII, XIII, XIV და XV ჩიხები (სრულად);

2. მშვიდობის ქუჩა (სრულად);

3. დავით გურამიშვილის ქუჩა (სრულად);

4. თბილისის ქუჩა (სრულად);

5. თამარ მეფის ქუჩა (სრულად);

6. წმინდა გიორგის ქუჩა (სრულად);

7. გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა (სრულად);

8. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა (სრულად);

9. გიორგი ლეონიძის ქუჩა (სრულად);

10. ჯანსუღ კახიძის ქუჩა (სრულად).