ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენისა და სოფელ შემადელას საილუსტრაციო ორთოფოტოს და შემავალი ქუჩების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №112 |
|
2023 წლის 1 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
1. დამტკიცდეს თანდართული:
1.1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №1;
1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში შემავალი ქუჩები, დანართი №2;
1.3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამადელას საილუსტრაციო ორთოფოტო, დანართი №3;
1.4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამადელაში შემავალი ქუჩები, დანართი №4.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელოს აღნიშნული სოფლების საზღვრების დადგენის თაობაზე წინადადების მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა.
3. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა