„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №94 |
|
2023 წლის 8 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში (სსმ, №55, 10/05/2005, 100.110.000.22.034.007.353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; გ) პირველი − მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებას: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი მუხლი: „მუხლი 1 დამტკიცდეს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ორსული და მეძუძური დედების, აგრეთვე, ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 2-ის შესაბამისად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ არასრულწლოვანთა სადღეღამისო კვების ნორმები დანართი 3-ის შესაბამისად; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო კვების ნორმები დანართი 4-ის შესაბამისად.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 მუხლი: „მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული: ა) დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები“; ბ) დანართი 2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი ორსული და მეძუძური დედების, აგრეთვე ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები“; გ) დანართი 3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ არასრულწლოვანთა სადღეღამისო კვების ნორმები“; დ) დანართი 4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო კვების ნორმები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 100110002.22.034.017422.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №457 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №94, 08.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 100110002.22.034.017422 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5994754/