ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2023 წლის 27 დეკემბერი ქ. ხონი |
1. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;“.
2. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;“
3. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ღ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;“
4. პროგრამის I თავის პირველი მუხლის „ღ1“ პუნქტი ამოღებულ იქნას.
5. პროგრამის II თავის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა“
6. პროგრამის II თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დაბადებიდან რეგისტრირებული, 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში დახმარების მოთხოვნამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული) 0-დან 18-წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბენეფიციარის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“
7. პროგრამის II თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (შემდომში-ბენეფიციარები) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებაზე მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი (გარდა მასაჟისა, პლასტიკურ/ესთეტიკური ქირურგიის, სამკურნალო-კურორტული და სტომატოლოგიური მომსახურება, ლოგოპედის მომსახურება, მშობიარობა, საკეისრო კვეთა) .“.
8. პროგრამის II თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის აუცილებლობიდან გამომდინარე ონკოლოგიური მიმართულებით ყველა სახის სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება კალენდარული წლის განმავლობაში განისაზღვროს 1200 (ათას ორასი) ლარით, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ვალის აღიარების შესახებ შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოდგენილი.”
9. პროგრამის II თავის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – სამედიცინო ფორმა NIV-100/ა;“
10. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა“.
11. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“
12. პროგრამის II თავის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.“
13. პროგრამის II თავის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას ,,ე“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები.
14. პროგრამის II თავის 24-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;“.
15. პროგრამის II თავის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვროს თვეში თითოეულზე არაუმეტეს 1000(ათასი) ლარით.“.
16. პროგრამის II თავის 241 მუხლი ამოღებულ იქნას.
17. პროგრამის II თავის 25-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა“
18. პროგრამის II თავის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამით სარგებლობისთვის განმცხადებელმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღები (ბენეფიციარის) დაბადების მოწმობის ასლი, დევნილობის შემთხვევაში- დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-სამედიცინო ფორმა NIV-100/ა;
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან, რომლის განახლება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.“.
19. პროგრამის II თავის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იძულებით გადაადგილებული პირი, რომლის ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილია ხონის მუნიციპალიტეტი;“.
20. პროგრამის III თავის 31-ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-2 და მე-5 პუნქტები.
|