„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №494 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლის:
1. 64-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „64. ამ ინსტრუქციის 271 მუხლის მიზნებისთვის, გადასახადის გადამხდელი (გარდა ამ მუხლის 641 და 642 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.“. 2. 64-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 და 642 პუნქტები: „641. გადასახადის გადამხდელი, რომელსაც 2023 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, საგადასახადო/სხვა უფლებამოსილ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო არ აქვს 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განკარგვის უფლება და აღნიშნული უფლება მიიღო: ა) 2023 წლის 17 აგვისტოდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვალდებულია ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით; ბ) 2023 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ვალდებულია ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით. 642. ამ ინსტრუქციის 271 მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო ვალდებულია 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და წესით, არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №494. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017776.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №494, 25.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017776 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6023380/