„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-756
სარეგისტრაციო კოდი
340080000.22.023.016874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-756

2024 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ

„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს №249 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
📎 დანართები (1)
2_756_დანართები.docx ⬇

„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობებით განისაზღვრება „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი სკის ტიპი და სკის პარამეტრი.

მუხლი 2. სკის ტიპები და პარამეტრები

ა) სკის ტიპებია:

ა.ა) ლანგსტროტ-რუტის სკა, სამი ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის) (სურათი №1) ან/და დადან-ბლატის სკა ორკორპუსიანი (10-ჩარჩოიანი ზომის) (სურათი №2):

ბ) სკის პარამეტრებია:

ბ.ა) ლანგსტროტ-რუტის სამ კორპუსიანი 10-ჩარჩოიანი (სურათი №1)

გარე ზომები შიდა ზომები
კორპუსი სიგრძე – 500 მმ 450 მმ
სიგანე – 430 მმ 380 მმ
სიმაღლე – 240 მმ 240 მმ

ბ.ბ) დადან-ბლატის ორკორპუსიანი 10-ჩარჩოიანი (სურათი №2)

გარე ზომები შიდა ზომები
კორპუსი სიგრძე – 500 მმ 450 მმ
სიგანე – 430 მმ 380 მმ
სიმაღლე – 310 მმ 310 მმ

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობებისთვის საჭირო ორივე ტიპის სკის ძირითადი მახასიათებლებია კორპუსის გარე და შიდა ზომები: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე (ცდომილება დასაშვებია 2 მმ-ის ფარგლებში).

(სურათი №1)

ლანგსტროტ-რუტის სამკორპუსიანი 10-ჩარჩოიანი სკა

ლანგსტროტ-რუტის სკის კორპუსის შიდა ზომებია 450 X 380 X 240 მმ

სიგრძე – 450 მმ

სიგანე – 380 მმ

სიმაღლე – 240 მმ

ლანგსტროტ-რუტის სკის კორპუსის გარე ზომებია 500 X 430 X 240 მმ

სიგრძე – 500 მმ

სიგანე – 430 მმ

სიმაღლე – 240 მმ

(სურათი №2)

დადან-ბლატის ორკორპუსიანი 10-ჩარჩოიანი სკა

დადან-ბლატის სკის კორპუსის შიდა ზომებია 450 X 380 X 310 მ

სიგრძე – 450 მმ

სიგანე – 380 მმ

სიმაღლე – 310 მმ

დადან-ბლატის სკის კორპუსის გარე ზომებია 500 X 430 X 310 მმ

სიგრძე – 500 მმ

სიგანე – 430 მმ

სიმაღლე – 310 მმ

მუხლი 3. მონიტორინგის განმახორციელებელი და მისი ვალდებულებები

1. ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგს განახორციელებს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტო.

2. ბენეფიციარების რაოდენობის გათვალისწინებით, მონიტორინგის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე მწარმოებლისგან შესყიდული იდენტური ვიზუალის მქონე სკების არანაკლებ 10% შეამოწმოს და გაზომოს პარამეტრების შესაბამისად;

ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ 10% სკების შემოწმების დროს გამოვლინდა სკის პარამეტრების ცდომილება, მონიტორინგის განმახორციელებელი ვალდებულია შეამოწმოს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სკების სრული რაოდენობა და გაზომოს პარამეტრების შესაბამისად;

ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდულ ყველა სკაზე შეამოწმოს მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;

გ) მონიტორინგის განხორციელებისას უნდა დადასტურდეს განაცხადში მითითებული პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.09.2024.
როდის იქნა მიღებული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ?
„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ მიღებულია 17.09.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-756. სარეგისტრაციო კოდი — 340080000.22.023.016874.
რამდენი მუხლისგან შედგება „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობების განსაზღვრის შესახებ, №2-756, 17.09.2024, სარეგისტრაციო კოდი 340080000.22.023.016874 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6268368/