„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010330000.35.156.016535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/10/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №28

2024 წლის 11 ოქტომბერი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/09/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.156.016533) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭებისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. დმანისის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება.

2. დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჯილდოს გადაცემის წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების და ჯილდოს გადაცემის წესი“;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს – „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“ (შემდგომში – საპატიო წოდება).“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭებისას წოდების მიმღებს/გარდაცვლილის შემთხვევაში მისi ოჯახის წევრს გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა და მედალი მიმღებს/გარდაცვლილის შემთხვევაში მისi ოჯახის წევრს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.“;

გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმება დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც ამ წესის მე-5 მუხლის გათვალისწინებით წყვეტს დმანისის მუნიციპალიტეტის  მერი.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ახალი რედაქციით:

„მუხლი 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების საფუძვლები

1. პირს შეიძლება გაუუქმდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება:

ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;

ბ) საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების გაუქმების უფლება აქვს დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ან მის გარეშე, როცა პირს წოდება მიენიჭა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი