1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) რაიონული ფილიალი ახდენს ამ წესის პირველი მუხლით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა იდენტიფიცირებას შესაბამის რაიონებში პენსიის მიმღებ პირებთან. შემდგომი დამუშავების შემდეგ დაანგარიშებული საკომპენსაციო თანხების განაცხადი, რაიონული ფილიალის უფროსის დამოწმებით პენსიების განაცხადთან ერთად იგზავნება ფონდის ცენტრალურ ოფისში, სადაც დგება კომპენსაციის მიმღებთა საერთო სიები.
2. კომპენსაციის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან პენსიის მიმღებად და არ იმყოფებიან ფონდის აღრიცხვაზე (9 აპრილის დარბევისა და ომის მონაწილეები), ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფონდის რაიონულ ფილიალს მიმართონ განცხადებით და წარადგინონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად;
ბ) 9 აპრილს დაზარალებულმა პირებმა, რომლებიც არ იღებენ პენსიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობა;
გ) ომის მონაწილეებმა, რომლებიც არ იღებენ პენსიას, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა.
3. ფონდის მუშაკი პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, რის შემდეგ ფონდის რაიონული ფილიალის უფროსის მიერ დამოწმებული, დამუშავებული სიები სათანადო თანხების ჩვენებით იგზავნება ფონდის ცენტრალურ ოფისში.
4. კომპენსაციის მიმღებ პირთა (9 აპრილის დარბევისა და ომის მონაწილეები) ელექტროენერგიაზე შეღავათების ფულადი კომპენსაციით შეცვლის უფლების მიღების ინფორმირებისათვის, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს (გამგეობები) ეთხოვოთ შეატყობინონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ბენეფიციარს (9 აპრილის დარბევისა და ომის მონაწილეები) ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია.
5. კომპენსაცია პენსიონერებზე გაიცემა პენსიასთან ერთად.
6. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიმღები არ იღებს პენსიას და ფონდში არ იმყოფება აღრიცხვაზე, ბენეფიციარს ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხება ფონდის მიერ გახსნილ ანგარიშზე.
7. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე საანგარიშგებო წლის განმავლობაში მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. კომპენსაციის მიმღები პირები, რომელებიც კანონმდებლობით ელექტროენერგიაზე 100%-იანი და 50%-იანი შეღავათით სარგებლობენ, საკომპენსაციო თანხებს მიიღებენ შემდეგი მეთოდით:
ა) 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შრომისუუნარო წევრებისა და 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებული პირებისათვის კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 23 ლარით, რომლის გადაანგარიშება მოხდება კვარტალში ერთხელ;
ა.ა.)   თუ წარმოდგენილი ქვითრებით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული, ვიდრე საკომპენსაციო თანხაა საამისოდ გაცემული, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის საკომპენსაციო თანხებით შევსება.
ა.ბ.)   თუ წარმოდგენილი ქვითრებით გახარჯულია ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, მაშინ მისი გაცემა უნდა შეჩერდეს წარმოქმნილი ნაშთის დაფარვამდე;
ბ) 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის მონაწილეებისათვის კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 11 ლარით, რომლის გადაანგარიშება მოხდება კვარტალში ერთხელ:
ბ.ა.)   თუ წარმოდგენილი ქვითრებით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული, ვიდრე საკომპენსაციო თანხაა გაცემული, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის 50%-მდე შევსება საკომპენსაციო თანხებით;
ბ.ბ.)  თუ წარმოდგენილი ქვითრებით გახარჯულია ნაკლები ელექტროენერგია, მაშინ საკომპენსაციო თანხების გაცემა უნდა შეჩერდეს წარმოქმნილი ნაშთის დაფარვამდე.
10.     პირს ელქტროენერგიის კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში (ვეტერანთა დეპარტამენტის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათი, სასამართლო გადაწყვეტილება, 9 აპრილის მოწმობა და სხვა).
11. პირის მიერ კომპენსაციის მიღება განხორციელდება განაცხადის შეტანიდან შემდეგ თვეს.
შენიშვნა: მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ფულადი კომპენსაციის გაცემა იმ პირთათვის, ვისაც განცხადება შემოტანილი აქვს 2005 წლის დეკემბრის თვიდან, დაფინანსება განხორციელდება განაცხადის შემოტანიდან მომდევნო თვეში, ანუ 2006 წლის იანვრიდან