1. პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ ინსტრუმენტად გამოყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
3. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულია სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის დევნილთა ოჯახების) შემდეგი კატეგორიები (სამიზნე ჯგუფი) და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:
ა) მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახები – 22 ლარი, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ- და მეტსულიანი ოჯახები – 35 ლარი;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვები – მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე – 22 ლარი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოები, ერთ პირზე – 22 ლარი;
დ) 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ერთ პირზე – 22 ლარი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარი.
4. „ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად, ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.
პროგრამა ეხება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ კატეგორიებს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პენსიონერს ან მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს დანიშნული აქვს პენსია, რომელიც აღემატება 45 ლარს.
სოციალური დახმარება ინდივიდუალურად ენიშნება ბენეფიციართა შემდეგ კატეგორიებს: ა) დედ-მამით ობოლ ბავშვებს; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოებს; გ) 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს