1. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის პრეტენდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით – სოციალური დახმარების განყოფილებას, ხოლო აფხაზეთიდან დევნილებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
2. პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობს დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი ( თუ პირი დევნილია);
გ) ცნობა საპენსიო განყოფილებიდან საპენსიო საქმის ნომრის და კოდის მითითებით;
დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი (საჭიროების მიხედვით);
ე) მეურვის (მზრუნველის) დანიშვნის დოკუმენტის ასლი (საჭიროების მიხედვით);
ვ) ცნობა სასამართლოდან მშობლის პატიმრობის შესახებ;
ზ) ცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებიდან მშობლის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნის შესახებ;
თ) ცნობა იძულებითი ხასიათის სამკურნალო დაწესებულებიდან მშობლის მკურნალობის შესახებ;
ი) პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის ასლი.
3. განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის სოციალური მუშაკი შეისწავლის პრეტენდენტის უფლებრივ საკითხს სოციალურ დახმარებაზე, რის შემდეგაც მოამზადებს დასკვნას (ფორმა №4) პრეტენდენტის სოციალური მდგომარეობის საფუძველზე გადაწყვეტილების მისაღებად. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე განყოფილების გამგე ნიშნავს სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარება ინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დადასტურების მომდევნო თვიდან, კალენდარული წლის პროგრამის ფარგლებში