1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სისტემატურად ამოწმებს დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ სოციალურ დახმარებას, თუ სოციალური დახმარების მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2. სოციალური დახმარების შეჩერების გარემოებები შეიძლება იყოს:
ა) თუ არასრულწლოვანი ბავშვებიდან ერთ-ერთი გახდა 18 წლის, გარდა მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტში მითითებული კონტინგენტისა;
ბ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები აღარ მიაკუთვნებს მას მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კონტინგენტებს;
გ) თუ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები განაპირობებს სოციალური დახმარების დანიშვნის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებს