1. პროგრამის რეალიზაციაზე, როგორც სამთავრობო დაწესებულება, პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების ნაწილში ფინანსურ მექანიზმად გამოყენებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
3. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტებს წარმოადგენენ სოციალური დახმარების განყოფილებები, ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. სოციალური დახმარების დანიშვნა ხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის და წინამდებარე წესისა და პრინციპების შესაბამისად.
5. ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც სოციალური დახმარების დაფინანსება გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ურთიერთვალდებულებები და სოციალური დახმარების დანიშვნაზე კონტროლი რეგულირდება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს შორის 2004 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე
მუხლი 4. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ღონისძიებები
- მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
- მუხლი 6. მონაწილე დაწესებულებები და სამიზნე ჯგუფი
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე კონტინგენტი და ყოველთვიური დახმარების ოდენობა
- მუხლი 3. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები
- მუხლი 5. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების დანიშვნის წესი
- მუხლი 6. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემა
- მუხლი 8. სოციალური დახმარების შეჩერება
- მუხლი 9. სოციალური დახმარების შეწყვეტა-აღდგენა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007. გამოქვეყნება: სსმ, 19, 10/02/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 4, №44/ნ, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.008.150 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63016/muxli-4-3/