1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტი სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეისწავლის და მოიკვლევს დამატებით ინფორმაციას, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას:
ა) სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ, თუ საკითხის შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოკვლევის შედეგად სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის მიერ დადასტურდება სოციალური დახმარების შეჩერების საფუძვლიანობა;
ბ) სოციალური დახმარების აღდგენის შესახებ, თუ შეჩერებული სოციალური დახმარების აღსადგენად წარმოდგენილი იქნება სათანადო დოკუმენტაცია (საავადმყოფო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, დროებით საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, ჯანმრთელობის ან სხვა სოციალური მდგომარეობის გამო).
2. გაყალბებული საბუთების აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემა წყდება დაუყოვნებლივ და საქმე გადაეცემა შესაბამის ორგანოებს