1. სოციალური დახმარება შესაძლებელია გაიცეს დახმარების მიმღების სურვილის გათვალისწინებით – სოციალური დახმარების პროგრამის მომსახურე ბანკში ანაბარზე ან საფოსტო განყოფილების მიერ, რაზედაც სოციალური დახმარების მიმღებმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს სოციალური დახმარების დამნიშვნელ სუბიექტს.
2. სოციალური დახმარების მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მარტოხელა სტატუსით შეიძლება ისარგებლოს პენსიონერმა (ასაკით ან ინვალიდობით), რომელსაც გააჩნია საცხოვრებელი ფართი და არ ჰყავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212, 1218, 1223, 1224, 1225, 1226, 1227, 1228, 1229 მუხლებით განსაზღვრული მარჩენალი. ასევე, იმ სუბიექტმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩა უბინაოდ, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არის შეკედლებული დამოუკიდებელ ოჯახთან, მაგრამ მათთან ერთად არ ეწევა ერთ ოჯახურ მეურნეობას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არ დგინდება მარჩენალის ფაქტი შემკედლებელ ოჯახთან.
4. მარტოხელა პენსიონერთა ორ და მეტსულიან ოჯახში წევრთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების თანხა შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე
მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე კონტინგენტი და ყოველთვიური დახმარების ოდენობა
- მუხლი 3. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები
- მუხლი 4. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
- მუხლი 5. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების დანიშვნის წესი
- მუხლი 6. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 8. სოციალური დახმარების შეჩერება
- მუხლი 9. სოციალური დახმარების შეწყვეტა-აღდგენა
- მუხლი 11. სოციალური დახმარებისათვის საჭირო ცნობების გამცემ დაწესებულებათა ვალდებულება
- მუხლი 12. სოციალური დახმარების დაუფინანსებლობის საფუძველი
- მუხლი 13. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007. გამოქვეყნება: სსმ, 19, 10/02/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 7, №44/ნ, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.008.150 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63016/muxli-7-2/