1. სოციალური დახმარების დამნიშვნელმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:
ა) სოციალური დახმარების პრეტენდენტთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარება ზონარგაყრილ ჟურნალში ქრონოლოგიის ზუსტი დაცვით;
ბ) სოციალური დახმარების მიმღები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელ საბუთში რეგისტრაციის ადგილის გადამოწმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
გ) სოციალური დახმარების მიმღები პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთის, საპენსიო წიგნაკის, პიროვნების შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი სამედიცინო საბუთის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების ასლების შედარება დედანთან, რაც მოწმდება დოკუმენტის მიმღები მუშაკის ხელმოწერით;
დ) სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატური შემოწმება, რის საფუძველზეც სოციალური დახმარების მიმღებთა საქმეებში შეაქვთ შესაბამისი შესწორებები – დახმარების დანიშვნის შეჩერება, შეწყვეტა, აღდგენა, გადაანგარიშება;
ე) სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ დროული გადაწყვეტილების მიღება;
ვ) სოციალური დახმარების მიმღების პირადი საქმის (ფორმა №1) საფუძველზე, მისი პირადი ბარათის (ფორმა №2) შედგენა, სადაც აისახება სოციალური დახმარების თანხების მოძრაობა;
ზ) სოციალური დახმარების მიმღებთა სიისა და რეესტრის (ფორმა №3) შედგენა ორ ეგზემპლარად მათი საცხოვრებელი ადგილის საბანკო-საფოსტო განყოფილებების მიხედვით.
თ) სოციალური დახმრების მიმღები ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაგრძელება ახალი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;
თ.ა) სოცილური დახმარების მიმღებს ხელზე ეძლევა მოთხოვნა წინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილებიდან პირადი საქმისა და სოციალური დახმარების გაცემის შეწყვეტის (თვის მითითებით) შესახებ ცნობის გამოთხოვისათვის;
თ. ბ.) სოციალური დახმარების მიღების წინა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით სოციალური დახმარების განყოფილება მოთხოვნის საფუძველზე ხელზე აძლევს განმცხადებელს შესაბამის დოკუმენტაციას, აღრიცხვის ჟურნალში მისი ხელმოწერის დაფიქსირების შემდეგ;
ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა:
ი.ა) ყოველი თვის 20 რიცხვამდე – განაცხადი სოციალური დახმარების მიმღები კონტინგენტის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის თაობაზე (ფორმა №5);
ი.ბ) ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღებთა კონტინგენტის მონაცვლეობის (ახალი დანიშვნა, შეწყვეტა, შეჩერება, გაგრძელება, გადაანგარიშება) შესახებ სოციალური დახმარების მიმღებთა სიებთან ერთად (დამოწმებულს გამგებლის (მერის) ხელმოწერით და ბეჭდით) საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში არსებულ ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად;
ი.გ) ანგარიშგების ცნობა სოციალური დახმარების მიმღები კონტინგენტის მონაცემებისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №6), ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გაცემის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. ამასთან, ნაშთის ან დანაკლისის მიზეზი უნდა განიმარტოს წერილობით;
კ) მორიგ კალენდარულ წელს სოციალური დახმარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, სოციალური დახმარების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების მიმღების სოციალური მდგომარეობის მოკვლევის შესახებ დასკვნის საფუძველზე (ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი შესაბამისი კონტინგენტის მიმართ დასკვნას აგზავნის ადგილობრივ სოციალური დახმარების განყოფილებაში);
ლ) იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ მიმართა სოციალური დახმარების განყოფილებას მარტოხელობის მოტივით სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე, სოცმუშაკის მიერ (პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ) უნდა მოხდეს ადგილზე მოკვლევა რეალური სიტუაციის. სამი ან მეტი მეზობლის და სოცმუშაკის ხელმოწერით დადასტურებული დასკვნა კი წარედგინოს სოციალური დახმარების განყოფილების უფროსს დამტკიცებისთვის;
მ) სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომლები თავის მხრივ ვალდებულნი არიან პერიოდულად გადაამოწმონ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახებში არსებული მდგომარეობა და ცვლილებების შემთხვევაში შეიტანონ სათანადო დირექტივები ბენეფიციარის პირად საქმეში. მაგ., იმ შემთხვევაში, თუ მარტოხელა პენსიონერს გამოუჩნდა შრომისუნარიანი მარჩენალი მზრუნველის სახით, მას სოციალური დახმარება უნდა შეუწყდეს მზრუნველის დანიშვნის მომდევნო თვიდან