1. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა 2006 წლის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები (მათ შორის დევნილთა ოჯახები) და მათზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა:
ა) მარტოხელა არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახებისთვის – 22 ლარით, ხოლო არამომუშავე პენსიონერთა ორ და მეტსულიანი ოჯახებისთვის – 35 ლარით;
ბ) დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის, მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად, ერთ პირზე 22 ლარით;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის ინვალიდ უსინათლოთათვის, ერთ პირზე – 22 ლარით;
დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის, ერთ პირზე – 22 ლარით;
ე) მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 7 და მეტი, 18 წლამდე ასაკის ბავშვი – 35 ლარით.
2. „ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების თანახმად ყაზბეგის რაიონის ერთი ათას და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს უგრძელდებათ სოციალური დახმარების გაცემა ოჯახზე – 22 ლარის ოდენობით.
3. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში დახმარების ოდენობის განსაზღვრისას ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება:
ა) პატიმრობაში მყოფი პირი;
ბ) იძულებით მკურნალობაზე გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
4. სოციალური დახმარება ინდივიდუალურად ენიშნება ბენეფიციართა შემდეგ კატეგორიებს:
ა) დედ-მამით ობოლ ბავშვებს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლოებს;
გ) 18 წლამდე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს
მუხლი 2. სოციალურ დახმარებაზე უფლების მქონე კონტინგენტი და ყოველთვიური დახმარების ოდენობა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2006 წლის განმავლობაში
- თანხა 22 ლარით
- თანხა 35 ლარით
- თანხა 22 ლარის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. კომპენსაციის დამნიშვნელი ორგანო და მისი უფლებამოსილება
- მუხლი 1. აქტუალობა
- მუხლი 4. ღონისძიებები
- მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
- მუხლი 6. მონაწილე დაწესებულებები და სამიზნე ჯგუფი
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. სოციალური დახმარების დანიშვნის შემზღუდველი პირობები
- მუხლი 4. სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
- მუხლი 5. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების დანიშვნის წესი
- მუხლი 6. სოციალური დახმარების დამნიშვნელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007. გამოქვეყნება: სსმ, 19, 10/02/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 2, №44/ნ, 09.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.008.150 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63016/muxli-2-3/