1. კომპენსაციის დამნიშვნელი ორგანო არის საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი.
2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კომპენსაციის მიმღებთა სიების ელექტრონული ვერსიის დამუშავებას;
ბ) კომპენსაციის თანხების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) კომპენსაციის მიმღებთა კონტინგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში.
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
დანართი №2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პ რ ო გ რ ა მ ა
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარება 2006 წლისათვი