საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№747
სარეგისტრაციო კოდი
000000190.02(0).100.000018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 24/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ერთობლივი ბრძანება 747/255

2004 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

ერთიანი სახაზინო ანგარიშის შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესასრულებლად, ამასთანავე საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში (გაზეთი „ბანკი Plus“, 1997 წელი, №28-29(100), 2-4 გვ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) №5.2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.2. აუქციონში გამარჯვებული ბანკების მიერ ნაყიდი სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის თანხას კომიტეტი იმავე დღეს ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №300121500 პასიურ საბალანსო ანგარიშზე - „ცენტრალიზებული შემოსულობების სატრანზიტო ანგარიში“.

ბ) №5.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.4. განთავსებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადის დადგომისას კომიტეტი რეესტრით გათვალისწინებული სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის შესაბამის თანხას ჩამოწერს ფინანსთა სამინისტროს №200122900 პასიური „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან“, ხოლო სახაზინო ვალდებულებების დისკონტის თანხას - №102115002 საბალანსო „ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშიდან“. და ჩარიცხავს ინვესტორების პირად ანგარიშებზე. თუ სახაზინო ვალდებულებების დაფარვის კალენდარული დღე გამოსასვლელ დღეებს დაემთხვა, დაფარვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს დამატებითი პროცენტების დაურიცხავად.“

მუხლი 2. წარმოდგენილი ბრძანება ამოქმედდეს „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი                                                   ზ. ნოღაიდელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                                 ი. მანაგაძე