„სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/498
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.024.016888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/498

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/09/2013, 010320010.22.024.016291) დამტკიცებულ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის  წესში“ ( შემდგომში - წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წინამდებარე წესების მიზნებისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოსაკვლევად.“.

2.  წესის მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 4. სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო“;

 ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს (შემდგომში - „მოკვლევის ბიურო“) უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში „მინისტრი“).”.

3. წესის „დანართი 1“ და „დანართი 2“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი 1

სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდებზე მომხდარი სერიოზული ინციდენტების მაგალითების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება მოკვლევას

ქვემოთ ჩამოთვლილი ინციდენტები არის ტიპიური მაგალითები ინციდენტებისა, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სერიოზული ინციდენტების კატეგორიას.

სერიოზულ ინციდენტებად ჩაითვლება:

- სახიფათო მიახლოვება, რომლის დროსაც შეჯახების ან სახიფათო სიტუაციის განსამუხტავად საჭირო ხდება გადახვევის მანევრის შესრულება ან როდესაც მიზანშეწონილია წინასწარქმედება გადახვევაზე.

- სიტუაცია, როდესაც ძლივს მოხერხდა გამართული საჰაერო ხომალდის მიწასთან შეჯახების აცილება.

- შეწყვეტილი აფრენები დაკეტილი ან დაკავებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან, სამიმოსვლო ბილიკიდან ან არადანიშნული ადზ-დან.

- აფრენები დაკეტილი ან დაკავებული ადზ-დან, სამიმოსვლო ბილიკიდან ან არადანიშნული ადზ-დან.

- დაფრენები ან დაფრენის მცდელობა დაკეტილი ან დაკავებული ადზ-ზე, სამიმოსვლო ბილიკიზე, არა დანიშნულ ადზ-ზე ან იძულებით დასაფრენ ლოკაციებზე, როგორიცაა საავტომობილო გზები.

- დაფრენისას ფრთების ბოლოების შეხება, ძრავის გონდოლის ან საჰაერო ხომალდის ნებისმიერი სხვა ნაწილის, როდესაც შემთხვევა არ კლასიფიცირდება როგორც საავიაციო შემთხვევა.

- გამოკვეთილი შეუძლებლობა მოთხოვნილი მახასიათებლების მიღწევაზე ასაფრენად გარბენისას ან სიმაღლის აღების საწყის ეტაპზე.

- ხანძარი ან კვამლის გამოვლენის შემთხვევა სამგზავრო სალონში, სატვირთო განყოფილებებში ან ხანძარი ძრავებზე, მაშინაც კი როცა ასეთი ხანძარი ჩაქრობილია ხანძარჩასაქრობი საშუალებებით.

- სიტუაციები, რომლის დროსაც საფრენოსნო ეკიპაჟის მხრიდან საჭირო გახდა საავარიო ჟანგბადის გამოყენება.

- შემთხვევა, როდესაც დარღვეულია საჰაერო ხომალდის ან ძრავის კონსტრუქცია და არ კლასიფიცირდება, როგორც საავიაციო შემთხვევა.

- არაერთჯერადი მწყობრიდან გამოსვლა ერთი ან მეტი საბორტო სისტემებისა, რომლებიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაზე.

- შემთხვევა ფრენისას, როდესაც საფრენოსნო ეკიპაჟი კარგავს შრომისუნარიანობას.

- საწვავის რაოდენობა, რომლის დროსაც პილოტის მხრიდან საჭიროა ავარიული სიტუაციის გამოცხადება.

- არასანქცირებული გასვლები ასაფრენ დასაფრენ ზოლზე, შედეგების სერიოზულობიდან გამომდინარე მიკუთვნებულ კატეგორიას. ინფორმაცია, რომელიც შეეხება შედეგების სერიოზულობის კლასიფიკაციას მოცემულია ასაფრენ დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული გასვლების აღმოფხვრის სახელმძღვანელოში (DOC 9870).

- ინციდენტები აფრენისას ან დაფრენისას. ასეთი ინციდენტები, როგორც ასაფრენ-დასაფრენ ზოლამდე დაფრენა ან ასაფრენ დასაფრენი ზოლის ფარგლებს გარეთ გადასვლა.

- სისტემების გაუმართაობა, საშიშ მეტეოროლოგიურ ზონაში მოხვედრა, დადგენილი საფრენოსნო შეზღუდვებიდან გადასვლა ან სხვა სიტუაციები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან სიძნელეები საჰაერო ხომალდის მართვისას.

- ერთზე მეტი სისტემის გაუმართაობა სარეზერვო სისტემაში, რომელიც აუცილებელია ფრენისა და ნავიგაციის სამართავად.

- ტვირთის უნებლიე ან განზრახ გადაგდება (როგორც საავარიო სიტუაციაში გადაუდებელი ღონისძიება), რომლის ტრანსპორტირებაც ხდება საჰარო ხომალდის გარე პერიმეტრზე დამაგრებული საკიდით ან სხვა რაიმე სახის ტვირთი რომელიც განთავსებულია საჰაერო ხომალდის გარე პერიმეტრზე.

- და სხვა ინციდენტი, რაც შესაძლებელია მოკვლევის ბიუროს მიერ კონკრეტული შემთხვევის დროს მიჩნეულ იქნეს სერიოზულ ინციდენტად.

დანართი 2