„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №2/ნ |
|
2025 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი |
„61. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის ნებადართული სამკურნალო საშუალებათა იმპორტის მიზნით წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად სამკურნალო საშუალებების რაოდენობას სააგენტო ანაწილებს შემდეგი პრინციპით:
ა) გაეროს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტთან შეთანხმებულ კვოტას აკლდება:
ა.ა) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისთვის ნებადართული სამკურნალო საშუალებების მიმდინარე წლის მოხმარებისთვის საჭირო სავარაუდო რაოდენობა;
ა.ბ) სარეგისტრაციო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის საჭირო ეტალონური სტანდარტული ნიმუშების რაოდენობა (საერთო ლიმიტის/კვოტის 0,2 %);
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დარჩენილი სამკურნალო საშუალებების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:
ბ.ა) თუ მოთხოვნილი სამკურნალო საშუალებების საერთო რაოდენობა დარჩენილ რაოდენობას არ აღემატება, სამკურნალო საშუალებები თითოეულ მაძიებელზე განაწილდება მის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად;
ბ.ბ) თუ მოთხოვნილი სამკურნალო საშუალებების საერთო რაოდენობა დარჩენილ რაოდენობას აღემატება, სამკურნალო საშუალებების რაოდენობა თითოეულ მაძიებელზე თანაბრად განაწილდება.
62. თუ ამ წესის 61 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით სამკურნალო საშუალებების განაწილების შედეგად მაძიებელზე განაწილებული რაოდენობა მის მიერ მოთხოვნილ რაოდენობას აღემატება, ამ მაძიებელზე განაწილდება მისი მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობა, ხოლო დარჩენილი რაოდენობა თანაბრად განაწილდება სხვა მაძიებლებზე.
63. ამ წესის 61 პუნქტით განსაზღვრული წესით სამკურნალო საშუალებების განაწილების შედეგად დარჩენილ რაოდენობაზე სააგენტოსთვის იმავე კალენდარულ წელს მიმართვის შემთხვევაში (გარდა ამ წესის 61 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული ოდენობებისა), სამკურნალო საშუალებები განაწილდება თანაბრად, მაგრამ თითოეულ მაძიებელზე არაუმეტეს მის მიერ მოთხოვნილი რაოდენობისა.
64. სამკურნალო საშუალებები ამ წესის 63 პუნქტის შესაბამისად განაწილდება იმ შემთხვევაში, თუ არცერთ იმპორტიორს არ აქვს დარჩენილი ნაშთი.“.
|